სიახლეები ქარჩხაძის გამომცემლობისგან
ფოტო: ქარჩხაძის გამომცემლობა
10 ნოემბერს ექსპო ჯორჯიაში თბილისის წიგნის დღეები იხსნება. სამი დღის განმავლობაში პავილიონს, ტრადიციულად, უამრავი სტუმარი ეყოლება. გაიმართება წიგნის პრეზენტაციები, საინტერესო ღონისძიებები, იქნება ფასდაკლებები და რაც მთავარია, გამომცემლობები ახალ თარგმანებს, ახალ წიგნებს წარუდგენენ ერთგულ მკითხველს. რა თქმა უნდა, ქარჩხაძის გამომცემლობაც თბილისის წიგნის დღეების მუდმივი მონაწილეა. ამ სტატიაში კი ქარჩხაძის გამომცემლობის ახალი წიგნების შესახებ წაიკითხავთ.
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, მკითხველისთვის ძალიან სასიხარულო სიახლე ლია ლიქოკელის წიგნია. გოგოობის კანონი და დევის ცოლის სიცილი პოეტის ორი კრებულია, სხვადასხვა დროს გამოცემული, ახლა კი ერთ წიგნად გაერთიანებული. წიგნის მნიშვნელოვანი სიახლე ისიცაა, რომ ამ გამოცემაში შესულია ლექსები, რომლებიც ძველ კრებულებში ვერ მოხვდა. დევის ცოლის სიცილით ლია ლიქოკელი გახდა პრემია საბას ლაურეატი დებიუტის კატეგორიაში. სამი წლის შემდეგ გამოიცა გოგოობის კანონი, რომელმაც საზოგადოებას უზომოდ შეაყვარა ლექსების ავტორი. ლიას ლექსები ტკივილიანი და ყველასთვის გასაგები, ცხოვრებაში ერთხელ მაინც განცდილი გრძნობებითაა დატვირთული. გოგოდ თუ ქალად ყოფნის სირთულეები, მისტიკურობა და მითოსი, ბუნება, გრძნობები და ზოგადად ადამიანობის განცდა ლია ლიქოკელის ლექსების კრებულის მნიშვნელოვანი თემებია.
ფოტო: ქარჩხაძის გამომცემლობა
საინტერესო სიახლეა ასევე იაა ჯასის დაბრუნება. იაა ჯასი განელი წარმოშობის ამერიკელი თანამედროვე მწერალია. ჯასის ოჯახმა განა მალევე დატოვა, იაა მთელი ცხოვრება ამერიკაში იზრდებოდა. ბავშვობაზე საუბრისას ავტორი იხსენებს, რომ ყოველთვის მორცხვი, მარტოსული იყო. იქვე აღნიშნავს, რომ ემიგრანტი, შავკანიანი გოგონას საყვარელი მეგობრები მხოლოდ მისი წიგნები იყო. დაბრუნება შთაგონებულია მისი პირველი მოგზაურობით განაში, სამშობლოში, რომელიც ორი წლისამ დატოვა და მხოლოდ 2009 წელს შეძლო იქ დაბრუნება. ამ მოგზაურობით შთაგონებულმა გააცოცხლა ისტორიები, მოგონებები და შემაძრწუნებელი წარსულის სურათები რომანში, რომელიც ფართო საზოგადოებამ მალევე შეიყვარა. სწორედ ამ წიგნის წყალობით 26 წლის დებიუტანტმა ავტორმა საერთაშორისო აღიარება და მრავალი ჯილდო მოიპოვა, მათ შორის: National Book Critics Circle's John Leonard, PEN/Hemingway Award, American Book Award და Vilcek Prize.
აღსანიშნავია ისიც, რომ წიგნი გამოცემულია ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით.
100 ქართული ხატი — ქარჩხაძის გამომცემლობის კიდევ ერთი სიახლე. ალბომში წარმოდგენილია ქართული ხატების საგანძურის 100 რჩეული ნიმუში, რომლებიც VI-XVIII საუკუნეებით თარიღდება და, თავის დროზე, სხვადასხვა ეკლესია-მონასტრებისთვის შეიქმნა. მათი უმრავლესობა ამჟამად თბილისის, ქუთაისისა და მესტიის მუზეუმებშია დაცული, მცირე ნაწილი კი ზემო სვანეთის ეკლესიებში ინახება. ალბომისთვის ხატები ქრონოლოგიური, ისტორიული, შინაარსობრივი და მხატვრული მონაცემების მიხედვით შეირჩა. არჩევანის დროს ყურადღება გამახვილდა იმაზე, რომ რაც შეიძლება ფართო სპექტრით ყოფილიყო ნაჩვენები მათი ტიპოლოგიური, ტექნოლოგიური, შინაარსობრივი და მხატვრული მრავალფეროვნება. ქართული ხატები უმნიშვნელოვანესი და უძვირფასესი ნაწილია შუა საუკუნეების ქრისტიანული კულტურული მემკვიდრეობისა, რის შექმნაშიც ქართველ ხალხს განსაკუთრებული წვლილი შეუტანია. ალბომი განსაკუთრებით საინტერესოა მათთვის, ვისთვისაც ძვირფასია ქართული კულტურა და მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილი — საოცარი ხატები.
ფოტო: ქარჩხაძის გამომცემლობა
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები