რა ხდება ნიკა მელიასა და ენმ-ის ირგვლივ, სააკაშვილის განცხადების შემდეგ
ფოტო: ენმ-ის არქივი
რატომ არის მნიშვნელოვანი: 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ, პარტია ქართული ოცნების შემდეგ, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ყველაზე მეტ ელექტორალურ უპირატესობას ფლობს.
- ამაზე მიუთითებს მაგალითად, ედისონ რისეჩის 2023 წლის სექტემბრის კვლევა.
- კითხვაზე, დღეს რომ არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 36% ოცნებას, 27% კი ენმ-ს ასახელებს.
კონტექსტი: პარტიაში რყევები მოჰყვა გასულ წელს, პარტიის იმდროინდელი თავმჯდომარის, ნიკა მელიას განცხადებას ენმ-ის პოლიტიკაზე ვანო მერაბიშვილისა და დავით კეზერაშვილის "ჩრდილოვანი გავლენის" შესახებ.
- 2023 წლის იანვარში ნიკა მელია ლევან ხაბეიშვილმა შეცვალა — მერაბიშვილისა და კეზერაშვილის მხარდაჭერილმა კანდიდატმა.
- არჩევნების შემდეგ, მელია პარტიაში დარჩა, მაგრამ მისი ხედვები ენმ-ის სამოქმედო სტრატეგიებისგან აშკარად განსხვავებულია;
- ის ხშირად მიუთითებს ნაციონალურ მოძრაობაში არსებულ არაფორმალურ მმართველობაზე და განსხვავებული მოსაზრებები აქვს სააკაშვილის ფაქტორთან დაკავშირებითაც.
სააკაშვილის განცხადებები: პარტიაში ნიკა მელიას საკითხი ისევ აქტუალური გახდა, როდესაც მიხეილ სააკაშვილმა სასამართლოსთან ჩართვისას მიმართა მათ, ვინც "პარტიას ლანძღავს".
- 2023 წლის 3 ნოემბერს, სააკაშვილმა ასეთებს პარტიის დატოვებისკენ მოუწოდა: "შექმენით რაღაც ახალი, ღმერთმა ხელი მოგიმართოთ" , — თქვა მან, თუმცა, კონკრეტული პირები არ დაუსახელებია.
- 4 ნოემბერს, სააკაშვილმა ფეისბუქზე დაწერა, რომ "მომავალი არჩევნებისთვის, ენმ-ის სიის აბსოლუტური უმრავლესობა უნდა შედგებოდეს იმ ადამიანებისგან, რომლებიც არასდროს ყოფილან პარლამენტის წევრები."
- ამან გააჩინა მოსაზრება, რომ სააკაშვილის განცხადებები ნიკა მელიასკენ იყო მიმართული.
- მოგვიანებით, სააკაშვილმა ფეისბუკზე დაწერა, რომ ნიკა მელიას დამსახურებასა და შესაძლებლობებზე მაღალი წარმოდგენისაა.
- სააკაშვილი: "იმათ საყურადღებოდ, ვინც ჩემი გამოსვლა გაიგო როგორც ნიკა მელიას და მისი გუნდის კრიტიკა. მე ვსაუბრობდი პარტიის მდგომარეობაზე და პერსპექტივებზე, ხოლო ჩემი პრიორიტეტი უცვლელია: ახალი სახეების წამოწევა და საერთო მიზნისკენ გაერთიანებული ძალებით მოძრაობა."
მელიას რეაქცია: "სანამ მიხეილ სააკაშვილი არის ტყვე, მე მასთან დებატებში არ შევალ", — თქვა ენმ-ის ყოფილმა თავმჯდომარემ.
- მოსაზრებაზე კი, რომ სააკაშვილის მოწოდება მისთვის პარტიის დატოვების საფუძველი უნდა გამხდარიყო, ამბობს, რომ არ მიიღებს მოწოდებას მათგან, ვინც "უცნაური ტრაექტორიით იმოძრავა, ხელი მოეცარა და დაბრუნდა."
- მელიამ, 5 ნოემბერს გამართა შეხვედრა ზუგდიდში. "მათ ბრძოლის ჟინს, მათ ენერგიასაც ვერანაირი მანკიერი ოლიგარქიული სისტემა ვერ გაუწევს წინააღმდეგობას. ვისაუბრეთ ბრძოლაზე, ვივლით გამარჯვებისკენ და აუცილებლად დავამარცხებთ ოლიგარქიულ რეჟიმს და ფულის ინტერესს ქართულ პოლიტიკაში".
მოსაზრებები ენმ-დან:
- პარტიის თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი იმედოვნებს, რომ სააკაშვილი დაასახელებს კონკრეტულ სახელსა და გვარს, "ვინც აზიანებენ მთავარ ინტერესს, ვებრძოლოთ ბიძინა ივანიშვილს და არა "ნაციონალურ მოძრაობას".
- თინა ბოკუჩავამ, ენმ-ის საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ, სააკაშვილის განცხადება გაიგო მელიას მიმართ მოწოდებად, "ალტერნატიული პლაცდარმი ნახოს."
- დიმიტრი შაშკინი "ძალიან სამწუხაროს" უწოდებს იმას, რომ "მელიამ თავის თავში ვერ გადალახა ამ კონფლიქტურ სიტუაციაში ყოფნა. "ბოლო 11 წლის განმავლობაში, ვნახეთ არაერთი მცდელობა პარტიიდან ხალხის გასვლის. გადაუწყვეტელ ამომრჩეველზე მუშაობის ნაცვლად, ისინი ყოველთვის მიზნად ისახავენ ჩვენი პარტიის ელექტორატზე მუშაობას. მიხეილ სააკაშვილმა სწორედ ამ გადაუწყვეტელ ხმებზე მუშაობა ურჩია ნიკას", — თქვა მან.
ბოლო ხაზი: ენმ-ის დატოვებაზე და ახალი პოლიტიკური პარტიის, ან მოძრაობის შექმნის შესახებ ნიკა მელიას საჯაროდ ჯერ არ განუცხადებია. "გავალ თუ არა პარტიიდან, ამ გადაწყვეტილებას მე მივიღებ ხალხთან ერთად და ეს გადაწყვეტილება დაფუძნებული იქნება სიმართლესა და ღირსებაზე", — ამბობს ის.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები