ყველაფერი, რაც რუსი ოკუპანტების მიერ, თამაზ გინტურის მკვლელობის შესახებ ვიცით
ფოტო: კადრი მთავარი არხიდან
ფაქტები: გუშინ, 6 ნოემბერს, რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე მოკლეს;
- უკანონოდ არის დაკავებული კიდევ ერთი მოქალაქე.
- შემთხვევა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხდა.
გარემოებები: სუს-ის მიხედვით, რუსმა ჯარისკაცებმა ოკუპირებულ ტერიტორიაზე სცადეს ადგილობრივი მაცხოვრებელი უკანონოდ დაეკავებინათ, რა დროსაც, მათ გასროლას საქართველოს მოქალაქე ემსხვერპლა.
რა გაარკვია მედიამ: მოკლული თამაზ გინტური, გატაცებულ ლევან დოთიაშვილთან ერთად, კუთვნილი ავტომანქანით, კირბალის წმინდა გიორგის სალოცავში მოსალოცად იმყოფებოდა.
- გასროლის ეპიზოდიც ეკლესიის ტერიტორიასთან ახლოს მოხდა.
- გასროლის შემდეგ რუს საოკუპაციო ძალებს დაჭრილი თამარ გინტურისთვის სამედიცინო დახმარება არ აღმოუჩენია, მათ ადგილზე მისვლის უფლება არ მისცეს არც ქართველ სამართალდამცავებს.
- მხოლოდ მას შემდეგ, რაც ისინი დარწმუნდნენ, რომ დაჭრილი თამაზ გინტურის მდგომარეობა მძიმე იყო, ქართულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს მისვლისა და სასიკვდილოდ დაჭრილი ადამიანის წაყვანის ნება დართეს.
- რუსმა სამხედროებმა ამავე პერიოდში უკანონოდ დააკავეს კიდევ ერთი საქართველოს მოქალაქე, ლევან დოთიაშვილი.
- უწყება ამბობს, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება, თუმცა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ დაზუსტებული ინფორმაცია ამ დრომდე არ გავრცელებულა.
შეფასებები: ფაქტს სოციალური სამართლიანობის ცენტრი (EMC) ეხმიანება. ორგანიზაცია, საქართველოს ხელისუფლებისგან მოითხოვს:
- დაიწყოს გამოძიება თამაზ გინტურის მკვლელობის საქმეზე და უზრუნველყოს დამნაშავე პირების იდენტიფიცირება და დასჯა;
- გააძლიეროს ძალისხმევა დაკავებული ლევან დოთიაშვილის დროული გათავისუფლების მიზნით;
- საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლებში დაუყოვნებლივ დანერგოს ადრეული შეტყობინების სისტემა და არსებითად გააძლიეროს ამ სოფლებში საპოლიციო მუშაობა საქართველოს მოქალაქეების სიცოცხლის, უსაფრთხოებისა და ღირსების დაცვის მიზნით.
- გააძლიეროს საერთაშორისო დონეზე პოლიტიკური და დიპლომატიური მუშაობა საქართველოში რუსეთის ოკუპაციისა და მისგან მომდინარე მასობრივი უფლების დარღვევის ფაქტების აღიარებისა და რუსეთზე საგარეო პოლიტიკური ზეწოლის გაძლიერების მიზნით. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით პოლიტიკური ძალისხმევა შემცირებული და დასუსტებული ჩანს;
- გამოიყენოს საერთაშორისო სამართლებრივი მექანიზმები აგვისტოს ომის შემდეგ უფლების დარღვევის უმძიმესი ფაქტებზე დავისთვის და მსხვერპლების ინტერესების დაცვისთვის.
მონაცემებში: EMC-ის მიხედვით,
- განგრძობადი ოკუპაციისა და ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის გამო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არა ერთი საქართველოს მოქალაქის უფლება უხეშად ირღვევა.
- საოკუპაციო ხაზთან ცხინვალის მიმართულებით მხოლოდ 2016 წლიდან 2022 წლამდე 624 ადამიანი იყო დაკავებული, აფხაზეთის მიმართულებით კი - 337 ადამიანი.
- ზოგჯერ უკანონო დაკავებების მასობრივ პრაქტიკას ცალკეული ადამიანების მიმართ ღირსების შემლახავი მოპყრობა, ჯანმრთელობის დაზიანება და სიცოცხლის ხელყოფა მოჰყვება ხოლმე.
- ამგვარ უმძიმეს შემთხვევებს მიეკუთვნება გიგა ოთხოზორიას (2016 წელი) და არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმეები (2018 წელი).
- გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით ჩატარებული 2022 წლის რაოდენობრივი კვლევის შესაბამისად, ცხინვალის მიმართულებით გამყოფი ხაზის სოფლების 63%-ში არ არის პოლიციის განყოფილება, ამავე სოფლების 39%-ში კი პოლიცია არ პატრულირებს.ლარული არ არის.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები