სალომე ზურაბიშვილი

7 Nov. 2023, 13:18

პირველ რიგში, მინდა მივუსამძიმრო თამაზ გინტურის ოჯახს და ამ ოჯახთან ერთად, მინდა მივუსამძიმრო სრულიად საქართველოს, რამეთუ არ მთავრდება რუსეთის, ერთგვარი, საუკუნოვანი პოლიტიკა, ჩვენი მოქალაქეების მკვლელობა, გატაცება ჩვენს ტერიტორიაზე — ამას ჰქვია რუსეთის მშვიდობიანი პოლიტიკა. 

ჩვენ გვაქვს ეს გამოცდილება. მართლაც, საუკუნეების მანძილზე ვუყურებთ, უცვლელად, რუსეთის აგრესიას, რუსეთის განცხადებებს, რომ ვითომ არის ერთსულოვანი, ჩვენი მეგობარი და რეალურად როგორ იქცევა ჩვენს ტერიტორიაზე. 

ჩვენი პასუხი ამ პოლიტიკაზე არის ერთი , მხოლოდ ერთი — ეს არის ევროპა, ეს არის მშვიდობა და ეს არის მშვიდობა ევროპაში. ამიტომ არის, რომ ჩვენ სხვა პერსპექტივას არც ვუყურებთ, არც გვჯერა სხვა პერსპექტივის და ძალიან გასაკვირია, თუ ვინმეს საქართველოში შეიძლება სჯეროდეს მომავალის რუსეთთან ერთად, რუსეთისკენ შემყურე. 

განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა. მან 8 მოემბერს, 20:00 საათზე, მას შემდეგ, რაც ევროკომისიის შეფასება გამოქვეყნდება, ორბელიანების სასახლესთან შეკრება დააანონსა. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  2. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  3. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  4. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
  5. 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…