მემკვიდრეობა, რომელსაც ოლიმპიური მუზეუმი ინახავს — ოლიმპიური კომიტეტის მხარდამჭერია საქართველოს ბანკი
ფოტო: საქართველოს ბანკი
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით და საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ინიციატივით, თბილისში, მაჩაბლის 11 ნომერში ახალი ოლიმპიური მუზეუმი გაიხსნა. ეს არის ქართული ოლიმპიური ისტორიის ერთგვარი მატიანე. ანუ სივრცე, რომელიც თავს უყრის საქართველოს ყველა საინტერესო ოლიმპიურ ამბავსა და გამოცდილებას.
მუზეუმის გვერდით კი გაიხსნა ბიბლიოთეკა, რომელიც მნიშვნელოვან ქართულ და უცხოურ გამოცემებს, ისტორიულ დოკუმენტებს და საარქივო მასალებს ინახავს და შესაძლებლობას აძლევს დამთვალიერებელს, გაეცნოს ქართული სპორტისა და სპორტსმენების ოლიმპიურ მიღწევებს.
მოდით, დავიწყოთ თავიდან.
ქართული სპორტის ოლიმპიური ისტორია 1951 წლის 23 აპრილიდან, საბჭოთა ოლიმპიური კომიტეტის შექმნასთან ერთად იწყება. სწორედ მაშინ გადაწყდა, რომ საბჭოთა კავშირში შემავალი ყველა რესპუბლიკის სპორტსმენი 1952 წლის ზამთრის და ზაფხულის ოლიმპიადებში იასპარეზებდა.
შესაბამისად, ქართველი სპორტსმენების პირველი დებიუტი 1952 წელს ჰელსინკში გამართულ ზაფხულის ოლიმპიადაზე შედგა, სადაც საასპარეზოდ 14 ქართველი სპორტსმენი გაემგზავრა. მათ ჯამში 3 ოქროს, 4 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
1952 წლიდან 1988 წლის ჩათვლით კი ქართველმა სპორტსმენებმა ყველა ოლიმპიურ თამაშში იასპარეზეს. ჯამში, საქართველოდან ოლიმპიურ თამაშებზე 104 სპორტსმენი გავიდა. 1992 წელს ქართველები ე.წ. გაერთიანებულ ნაკრებსაც შეუერთდნენ.
1996 წლიდან კი იწყება საქართველოს, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს ოლიმპიური ისტორია.
თუმცა, სანამ დამოუკიდებელი საქართველოს ოლიმპიური ისტორიის განხილვაზე გადავიდოდეთ, საბჭოთა პერიოდში წარმატებული და გამორჩეული ქართველი სპორტსმენების მიღწევებს გაგაცნობთ (1952 წლიდან 1992 წლის ოლიმპიადის ჩათვლით):
- 1952 წლის ჰელსინკის ოლიმპიადა — 14 მონაწილე. 3 ოქროს, 4 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი;
- 1956 წლის მელბურნის ოლიმპიადა — 10 მონაწილე. 2 ოქროს და 6 ბრინჯაოს მედალი;
- 1960 წლის რომის ოლიმპიადა — 16 მონაწილე. 2 ოქროს, 5 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალი;
- 1964 წლის ტოკიოს ოლიმპიადა — 18 მონაწილე. 2 ოქროს, 4 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალი;
- 1968 წლის მეხიკოს ოლიმპიადა — 14 მონაწილე. 2 ოქროს, 2 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი;
- 1972 წლის მიუნხენის ოლიმპიადა — 16 მონაწილე. 6 ოქროს, 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედალი;
- 1976 წლის მონრეალი ოლიმპიადა — 11 მონაწილე. 3 ოქროს, 1 ვერცხლისა და 2 ბრინჯაოს მედალი;
- 1980 წლის მოსკოვის ოლიმპიადა — 16 მონაწილე. 3 ოქროს, 4 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალი;
- 1988 წლის სეულის ოლიმპიადა — 16 მონაწილე. 5 ოქროს, 2 ვერცხლისა და 5 ბრინჯაოს მედალი;
- 1992 წლის ბარსელონას ოლიმპიადა — 12 მონაწილე. 3 ოქროს და 5 ბრინჯაოს მედალი.
დამოუკიდებელი საქართველომ ოლიმპიადაში პირველად 1996 წელს იასპარეზა, რომელიც ატლანტასა და სიდნეიში ჩატარდა, ჩვენი ქვეყნის სახელით დელეგაცია რეკორდული 36-36 სპორტსმენით წარსდგა. ამ წელს, ორივე ოლიმპიადაზე ჩვენმა სპორტსმენებმა 8 ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
მიღებულმა გამოცდილებამ კი განაპირობა საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ოლიმპიური მომენტი — 2004 წელს საბერძნეთის დედაქალაქ ათენში გამართულ ოლიმპიადაზე პირველად საქართველოს ჰიმნი აჟღერდა. საქართველომ ამ წელს პირველი ოქროს მედალი მოიპოვა.
28-ე ოლიმპიურ თამაშებზე საქართველო 33 სპორტსმენით წარდგა, მათგან ორმა — ზვიად ზვიადაურმა (ძიუდო) და გიორგი ასანიძემ (ძალოსნობა)კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ასვლა შეძლეს. აღსანიშნავია, რომ იმავე ოლიმპიადაზე ჩვენმა ნაკრებმა 2 ვერცხლის მედალიც მოიპოვა.
ქრონოლოგიურად შემდეგი 2008 წლის პეკინის ოლიმპიადაა. 2008 წლის ომი. სწორედ ამ მძიმე პერიოდში ოლიმპიადაზე საქართველოს ჰიმნის აჟღერებამ კიდევ უფრო დიდი დატვირთვა შეიძინა. მანუჩარ კვირკველიამ (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა), ირაკლი ცირეკიძემ (ძიუდო) და რევაზ მინდორაშვილმა (თავისუფალი ჭიდაობა) საქართველოს ოქროს მედლები მოუტანეს.
იმავე ოლიმპიადაზე გიორგი გოგშელიძემ (თავისუფალი ჭიდაობა) და არსენ კასაბიევმა (ძალოსნობა) ვერცხლის მედლები, ხოლო ლეგენდარულმა ნინო სალუქვაძემ (ტყვიის სროლა) და ოთარ თუშიშვილმა (თავისუფალი ჭიდაობა) ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
შედეგად, საქართველომ დიდი ისტორიული და ემოციური მნიშვნელობის მქონე ოლიმპიადაზე სულ 3 ოქროს, 2 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და ეროვნულ მახსოვრობაში სამუდამოდ დაიმკვიდრა გამორჩეული ადგილი.
2012 წელს ლონდონში გამართულ ოლიმპიადაზე საქართველომ ერთი ოქროს მედალი ლაშა შავდათუაშვილის დამსახურებით მოიპოვა. აღსანიშნავია, რომ ოლიმპიურ თამაშებზე ძიუდოში მას ყველა სინჯის მედალი აქვს მიღებული და ის ლეგენდადაა ქცეული.
საქართველოს ოლიმპიურ მახსოვრობაში მნიშვნელოვან ადგილს ასევე 2016 წლის რიოს ოლიმპიურ თამაშებზე ლეგენდარული ქართველი ძალოსნის, ლაშა ტალახაძის ასპარეზობა იკავებს, რომელმაც სადებიუტო ოლიმპიადაზევე მოახერხა ოქროს მედლის მოპოვება. ამასთან, ლაშამ ოქრო მოიპოვა 2020 წლის ოლიმპიურ თამაშებშიც. რიოში გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე ოქრო მოიპოვა თავისუფალ ჭიდაობაში ვლადიმერ ხინჩეგაშვილმაც. იაპონიაში გამართულ ოლიმპიურ თამაშებზე ლაშა ბექაურმა მოიპოვა ჩემპიონის ტიტული (იმავე ოლიმპიადაზე მოვიპოვეთ 5 ვერცხლის მედალი). ცალკე მნიშვნელობის მოვლენაა ქართველი ტყვიის მსროლელი, ნინო სალუქვაძე, რომელსაც ასევე სამივე სინჯის ოლიმპიური მედალი აქვს და 2024 წლის პარიზის ოლიმპიადაზე ყველა დროის რეკორდულ მე-10 მონაწილეობასაც მიაღწევს.
ასეთია მხოლოდ რიცხვებსა და ფაქტებში გამოხატული ქართული ოლიმპიური ისტორია, რომელიც უდიდესი შრომისა და თავდადების ფასად მოპოვებულ დიდ გამარჯვებებს ინახავს. საქართველოს ბანკის მხარდაჭერით შექმნილი ოლიმპიური მუზეუმი კი სწორედ ამ ამბების გაცოცხლების მცდელობაა, რომელიც თაობებს საქართველოს ოლიმპიურ ისტორიას შემოუნახავს.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები