გერმანიაში ანა ფრანკის სახელობის საბავშვო ბაღისთვის სახელის შეცვლას ითხოვენ
ფოტო: Birgit Schulze / Anne Frank House
გერმანიაში, საქსონია-ანჰალტის მხარის ქალაქ ტანგერჰიუტეში, ერთ-ერთი საბავშვო ბაღისთვის სახელის შეცვლა მოითხოვეს. საბავშვო ბაღი 1970-იანი წლებიდან დღემდე ანა ფრანკის სახელს ატარებს. მოთხოვნას, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში გერმანული პრესის ყურადღების ცენტრში აღმოჩნდა, მწვავე კრიტიკა მოჰყვა პოლიტიკოსებისა და ორგანიზაციების მხრიდან.
ადგილობრივი გამოცემა Volksstimme-ის ცნობით, მოთხოვნა მშობლებსა და საბავშვო ბაღის აღმზრდელებში გაჩნდა. ისინი ითხოვენ, დაწესებულებას უფრო "ბავშვური" სახელი, "სამყაროს მკვლევრები" ეწოდოს. გამოცემა საბავშვო ბაღის ხელმძღვანელობის განცხადებას ციტირებს და წერს, რომ "ანა ფრანკის ისტორია ბავშვებისთვის რთულად გასაგებია, იმიგრანტ მშობლებს კი ხშირად ამის ახსნა უჭირთ". როგორც Volksstimme იტყობინება, დაწესებულების დირექტორს ბაღისთვის "აპოლიტიკური სახელის" დარქმევა სურს.
"პოლიტიკური სახელი", როგორც ჩანს, ანა ფრანკს, ნაცისტური რეჟიმის 15 წლის მსხვერპლ გოგოს ეკუთვნის. რადგან გერმანიაში დღეს ბევრს საუბრობენ ანტისემიტიზმის კვლავ გაღვივების საფრთხეზე, გავრცელებულ ცნობას საზოგადოებაში დიდი რეზონანსი მოჰყვა.
აუშვიცის საერთაშორისო კომიტეტის აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი კრისტოფ ჰოიბნერი ამბავს ღია წერილით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ დაწესებულება "ანა ფრანკის სახელს გამიზნულად აქცევს ზურგს".
"როცა ანტისემიტიზმისა და ულტრამემარჯვენე ექსტრემიზმის გაღვივების ფონზე, ადამიანები მზად არიან, აუღელვებლად წაშალონ საკუთარი ისტორია და ანა ფრანკის სახელს უკვე საჯარო სივრცისთვის მიუღებლად მიიჩნევენ, ეს განგაშის ზარების შემოკვრის საფუძველია", — აცხადებს ჰოიბნერი, — "ეს გაფრთხილებაა, თუ რა ბედი ელის ჩვენს ქვეყანაში წარსულის ხსოვნის კულტურას".
კრიტიკის შემდეგ, ტანგერჰიუტეს მერიამ განაცხადა, რომ გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არაა. თუმცა, საქსონია-ანჰალტის სახელმწიფო მინისტრმა სვენ შულცემ უკვე განაცხადა, რომ ქალაქის საკრებულოში მისი პარტიის, ქრისტიან-დემოკრატიული გაერთიანების, წევრები საბავშვო ბაღისთვის სახელის ცვლილებას მხარს არ დაუჭერენ. საკრებულოს თავმჯდომარის ცნობით, ისიც და სხვა წევრებიც ამავე აზრს იზიარებენ.
ანა ფრანკი გერმანიაში დაბადებული ებრაელი გოგო იყო, რომელიც მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ნაცისტურ რეჟიმს ნიდერლანდებში გაექცა. ამსტერდამში ანა და მისი ოჯახი ორ წელზე მეტი ხნის განმავლობაში იმალებოდნენ. თუმცა, საბოლოოდ, პოლიციამ მათ სამალავს მიაგნო და მისი ყველა ბინადარი საკონცენტრაციო ბანაკებში გაგზავნა. ბანაკებს ფრანკების ოჯახიდან მხოლოდ ანას მამა, ოტო, გადაურჩა. 15 წლის ანა ფრანკი კი ომის დამთავრებამდე რამდენიმე კვირით ადრე, ბერგენ-ბელზენის საკონცენტრაციო ბანაკში გარდაიცვალა.
ომის დასრულების შემდეგ, ოტო ფრანკმა ანას დღიურები გამოსცა, რომელსაც გოგო სამალავში წერდა. მას შემდეგ ანა ფრანკის დღიური ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული წიგნი და ნაცისტური რეჟიმის სისასტიკის ისტორიული მტკიცებულება გახდა.
- ანა ფრანკი — დღიურის გოგოს ნამდვილი ამბავი
- "არ იცოდა, რომ კვდებოდა" — ამბავი ქალისა, რომელმაც მომაკვდავი ანა ფრანკი ნახა
გერმანიაში კი დღეს ულტრამემარჯვენე ძალების კვლავ გააქტიურების საფრთხეს ბევრი უსვამს ხაზს — განსაკუთრებით, ისრაელი-ჰამასის ომის ფონზე. რამდენიმე კვირის წინ ასევე გავრცელდა ცნობა, რომ უცნობმა პირებმა ბერლინში მცხოვრები ებრაელი მოქალაქეების სახლებზე დავითის ვარსკვლავები გამოსახეს.
ასევე იხილეთ:
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები