რობინ დანიგანი

8 Nov. 2023, 21:24

მადლობა, საქართველო! აშშ გიგზავნით უთბილეს მილოცვას მთელ ქვეყანას. ეს არის უზარმაზარი მიღწევა და ჩვენ აღტაცებით შევხვდით ევროპის კომისიის რეკომენდაციას საქართველოს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით და ვზეიმობთ თქვენთან ერთად ამ შემდეგ ნაბიჯს ევროპისკენ, დასავლეთისკენ და ევროატლანტიკური სივრცისკენ.

ასევე, მინდა მივულოცო ევროკავშირს, დიდი შრომის ფასად, საქართველოსა და სხვა ასპირანტი ქვეყნების მხარდაჭერა და გაფართოების პროცესი. ევროკავშირმა გააკეთა შესანიშნავი საქმე.

მინდა პირობა დავდო, რომ აშშ გააგრძელებს მუშაობას ევროკავშირთან, ქალბატონ პრეზიდენტთან [სალომე ზურაბიშვილი], საქართველოს პოლიტიკურ ლიდერებთან, საქართველოს მთავრობასთან და ქართველ ხალხთან ერთად. თქვენ ცდილობთ მიაღწიოთ საქართველოს სრული შესაძლებლობების რეალიზებას და თქვენი ეკონომიკურ, დემოკრატიულ მომავალს ევროკავშირში.

ქალბატონმა პრეზიდენტმა ისაუბრა მსხვერპლზე, რომელიც ბევრმა ქართველმა გაიღო საქართველოს მომავლისა და იდენტობისთვის. ეს პარასკევი აშშ-ში ვეტერანების დღეა, ჩვენ ვიხსენებთ ჩვენს ვეტერანებს. ქართველები იბრძვიან და კვდებიან აშშ-სა და ნატოს ჯარისკაცებთან ერთად, ჩვენი, ყველას თავისუფლებისთვის. მადლობა ამისთვის, საქართველო!

პრეზიდენტმა, ასევე, ისაუბრა საერთო ისტორიასა და ღირებულებაზე, ჩვენ, ასევე, ვფიქრობთ საერთო მომავალზე. ჩვენ, აშშ-ს, გვიყვარს ევროკავშირი, გვიყვარს საქართველო და მგონია, რომ შესანიშნავი საერთო მომავალი გვექნება.

ეს დღე ძალიან მნიშვნელოვანია ყველა ჩვენგანისთვის ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში და გულწრფელად ვულოცავთ ქართველ ხალხს.

— ამ სიტყვებით მიმართა ორბელიანის სასახლესთან შეკრებილ მოქალაქეებს ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა. დღეს, 8 ნოემბერს, ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, მიენიჭოს საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…