ალტე უნივერსიტეტის მასშტაბური სასკოლო Start-up მარათონი იწყება
ფოტო: ალტე უნივერსიტეტი
ალტე უნივერსიტეტის უნიკალური კონცეფციის პროექტი — მასშტაბური სასკოლო Start-up მარათონი ბრუნდება, რომელიც განკუთვნილია მე-10, მე-11 და მე-12 კლასის მოსწავლეებისთვის და მასში მონაწილეობა მოსწავლეებს შეუძლიათ როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად საქართველოს ნებისმიერი რეგიონიდან.
პროექტის მიზანია, დაეხმაროს Start-up იდეის მქონე მოსწავლეებს, გაიგონ მეტი ანტრეპრენერობის პრინციპების შესახებ და მენტორების მხარდაჭერით, რეალობად აქციონ ან განავითარონ საკუთარი იდეა.
პროექტი ხორციელდება ალტე უნივერსიტეტის Start-up გარაჟის, ბიზნესის სკოლისა და IT სკოლის ერთობლივი თანამშრომლობით. პროექტის მხარდამჭერები კი არიან თიბისი ახალი თაობისთვის, თიბისი სტარტაპერი, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო (GITA) და მედიაპორტალი Entrepreneur.
გამარჯვებულ და რჩეულ გუნდებს გადაეცემათ სიმბოლური და ფულადი პრიზები, როგორც ალტე უნივერსიტეტისგან, ასევე მისი პარტნიორი ორგანიზაციებისგან.
ამ შესაძლებლობასთან დაკავშირებით ალტე უნივერსიტეტის ბიზნესის სკოლის დეკანს გიორგი აბაშიშვილს ვესაუბრეთ, რომელიც დაახლოებით 20 წელია, რაც ამ მიმართულებით მუშაობს და ასწავლის.
ფოტო: ალტე უნივერსიტეტი
რამდენად მნიშვნელოვანია ანტრეპრენერობისთვის საჭირო უნარების ადრეული ასაკიდანვე განვითარება?
ალტე უნივერსიტეტის ერთ-ერთი მთავარი მიზანი ახალგაზრდებში ანტრეპრენერობის წახალისება და მეწარმეობის კულტურის ჩამოყალიბებაა. განსაკუთრებით საინტერესოა სკოლის მოსწავლეებთან მუშაობა, რადგან ისინი ნაკლებად ექცევიან ჩარჩოებში და თავისუფალი, ლაღი, ინოვაციური და უნიკალური იდეებით გამოირჩევიან.
როცა სკოლის მოსწავლე ვიყავი, გარშემომყოფები ტრადიციული კარიერული გზების გაყოლას და ჩემი შესაძლებლობების წინასწარ განსაზღვრული პროფესიებით შეზღუდვას მირჩევდნენ. ასეთმა მიდგომამ შესაძლოა, მეწარმეული და ნოვატორული სულისკვეთება გადაფაროს. სინამდვილეში კი — იმაზე ამაღელვებელი არაფერია, როცა შეგიძლია, თავად შექმნა რაიმე ღირებული და ინოვაციური და შენი იდეის გარშემო ბევრი საინტერესო ადამიანი გააერთიანო.
ასევე მნიშვნელოვანია, ის თავისუფლება, რომელიც სკოლის მოსწავლეებს აქვთ, სწორად განვავითაროთ და ხელი შევუწყოთ მათი იდეების განვითარებას. ამ პროექტის მთავარი მიზანი სწორედ ეს არის — არ დარჩეს იდეები განუხორციელებელ პროექტებად და პროგრესულ თაობას ჰქონდეს ადგილი, სადაც თავიანთი იდეების დახვეწაში, ფორმირებასა და პრაქტიკულ რეალიზებაში დაეხმარებიან.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ პროექტი უკვე მეორედ ხორციელდება და მოსწავლეების მაღალი დაინტერესებიდან გამომდინარე გაცილებით მეტ აქტიურობას ველით.
რატომ მე-10, მე-11, მე-12 კლასელები?
მე-10, მე-11, მე-12 კლასის მოსწავლეებს ჯერ კიდევ არ აქვთ პროფესია არჩეული, ისინი ჯერ კიდევ ძიების პროცესში არიან. ამ პროექტმა კი შესაძლოა, მოსწავლეები სხვადასხვა მიმართულებით დააფიქროს, რათა უფრო რაციონალურად შეძლონ კარიერული დაგეგმვა და განვითარება.
ამასთან, სკოლის მოსწავლეებმა უნდა იგრძნონ, რომ მათ აქვთ შესაძლებლობა, ახლავე წამოიწყონ ბიზნესი და არაა აუცილებელი, დაელოდონ წლების გასვლას. ანტრეპრენერები ასე არ იქცევიან, მეწარმეობას არ გააჩნია ასაკი, იდეას მხოლოდ სწორი მიმართულება და პარტნიორები სჭირდება, რათა დაუყოვნებლივ განხორციელდეს.
რა სახის მხარდაჭერას მიიღებენ მონაწილეები?
ჩვენი მხრიდან არანაირი ტიპის შეზღუდვა არ არსებობს მათ შორის, არ გვაქვს წინასწარ განსაზღვრული ინტელექტუალური ან ფინანსური მხარდაჭერა. მთავარია, იდეა იყოს ინოვაციური, უნიკალური და განვითარებაზე ორიენტირებული. თუმცა, რა თქმა უნდა, რჩეული გუნდებისთვის დაწესებულია სპეციალური პრიზები, როგორც ალტე უნივერსიტეტის, ასევე პარტნიორი კომპანიების მხრიდან. თიბისი ახალი თაობისთვის და თიბისი სტარტაპერი რჩეულ გუნდს 5000 ლარს გადასცემს ბიზნესიდეის გასავითარებლად, ალტე უნივერსიტეტი რჩეული გუნდის წევრებს სწავლას ალტე უნივერსიტეტში სრულად დაუფინანსებს, GITA რჩეულ გუნდს პროტოტიპის დამზადებაში დაეხმარება, ხოლო Entrepreneur მისი მედიამხარდამჭერი გახდება.
პროექტის მონაწილე გუნდებს ექნებათ ინტენსიური ტრენინგები კვალიფიციურ მენტორთან. ტრენინგების შემდეგ მათ უნდა დაიწყონ მზადება იდეების წარსადგენად და იმუშაონ პრეზენტაციებზე. ამ პროცესშიც უნივერსიტეტის მხრიდან, მათ ეყოლებათ მენტორები, რომლებიც დაეხმარებიან მაქსიმალურად ეფექტური პრეზენტაციების მომზადებაში.
რა სარგებელს მიიღებენ პროექტის მონაწილეები?
ალტე უნივერსიტეტის ხელშეწყობით, სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობა ეძლევათ, ყველაფერი ერთ სივრცეში მიიღონ. მათ არ მოუწევთ სხვადასხვა ეტაპების სხვადასხვა დაწესებულებებში გავლა ან პარტნიორების ძიება. პროექტის მონაწილეებს იდეის ფორმირებიდან რეალიზაციის ეტაპამდე სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები