კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას ეხმაურება
კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის საქართველოს მოქალაქეებს ულოცავს წინსვლას ქვეყნის ევროინტეგრაციის გზაზე. ქვეყნის დასავლური ინტეგრაცია საქართველოს მოსახლეობის ისტორიული არჩევანია, რომლის ურყევი ნება ბოლო წლებშიც არაერთხელ დააფიქსირა ქართულმა საზოგადოებამ. 8 ნოემბერს ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ევროკავშირის გაფართოების შესახებ ევროკომისიის ყოველწლიური ანგარიშის წარდგენისას, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია გაახმოვანა.
ევროკომისია შეთანხმდა, საქართველოს მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი კონკრეტული დათქმებით. გაფართოების შესახებ ევროკომისიის ანგარიშის მიხედვით, ჩამოთვლილი დათქმების ნაწილი 2022 წლის ივნისში ევროკომისიის მიერ გაცემული 12 რეკომენდაციის გაგრძელებაა, ნაწილი კი ახალია. მათ შორის, სიახლეს წარმოადგენს დათქმა ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასა და უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან ბრძოლაზე.
აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ, რაც 2022 წლის 3 მარტს საქართველომ ოფიციალურად მიმართა ევროკავშირს გაერთიანებაში გაწევრების თაობაზე, შიდა და გარე აქტორების მხრიდან წარმოებული ანტიდასავლური კამპანია კიდევ უფრო მძლავრი გახდა. ამასვე ადასტურებს ევროკომისიის ანგარიში, რომლის მიხედვითაც, "უკრაინის, მოლდოვასა და საქართველოს ევროპული პერსპექტივის აღიარების გადაწყვეტილების შემდეგ, ასევე მოლდოვასა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შემდეგ, ეს სამი ქვეყანა გახდა უცხოური საინფორმაციო მანიპულაციების კამპანიების ახალი ტალღის სამიზნე, რომელიც ძირითადად მიზნად ისახავს გაწევრების მისწრაფებების დისკრედიტაციას, ევროკავშირისა და დასავლეთის დადანაშაულებას რეგიონში შექმნილ ვითარებაში. საქართველოში დეზინფორმაციის სპეციფიკური მიმართულება ცდილობდა იმის მინიშნებას, რომ დასავლეთი საქართველოდან რუსეთის წინააღმდეგ მეორე ფრონტის გახსნას ცდილობს. მიზანშეწონილი იქნებოდა ხელისუფლების მხრიდან (დეზინფორმაციის) უფრო აქტიური გამოაშკარავება." ამას ადასტურებს კოალიციის წევრი ორგანიზაციების მიერ ბოლო პერიოდში გამოქვეყნებული ანგარიშებიც, რომელთა მიხედვით, ანტიდასავლურ კამპანიაში გარე აქტორებთან ერთად, ჩართული არიან პროსახელისუფლებო ჯგუფებიც.
გარდა ანტიდასავლური გზავნილებისა, ქვეყანაში პრობლემას წარმოადგენს სხვა ტიპის დეზინფორმაციული და საინფორმაციო მანიპულაციური ნარატივების გავრცელება არაავთენტური კოორდინირებული ქსელებით. ცნობისათვის 2023 წლის მაისში Facebook-ის მფლობელმა კომპანიამ, META-მ, კოორდინირებული არაავთენტური ქცევის გამო პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მხარდამჭერი ჯგუფები და სხვა პროსახელისუფლებო ანგარიშები წაშალა, რომლებიც ფეისბუქის ანგარიშით, მთავრობის ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტთან იყვნენ დაკავშირებული.
კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის მოუწოდებს საქართველოს მთავრობას, გაემიჯნოს ანტიდასავლურ გზავნილებს და მათ გამავრცელებელ ჯგუფებს, გამოიყენოს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტების რესურსი დანიშნულებისამებრ და, სამოქალაქო ორგანიზაციების ჩართულობით, გადადგას ქმედითი ნაბიჯები ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულებისთვის.
კოალიცია ინფორმაციის სანდოობისთვის, როგორც დეზინფორმაციის წინააღმდეგ მომუშავე ორგანიზაციების გაერთიანება, გამოთქვამს მზადყოფნას, ითანამშრომლოს ყველა მხარესთან ევროკომისიის რეკომენდაციის შესრულების მიზნით.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
- სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
- ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)
- საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)
- ევროპულ-ქართული ინსტიტუტი (EGI)
- ფრანკლინის კლუბი
- ღია სივრცე კავკასია (COS)
- დემოკრატიის მცველები
- მედიის ინფორმაციის და სოციალური კვლევების ცენტრი (CMIS)
- საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
- მმართველობის მონიტორინგის ცენტრი (GMC)
- აი, ფაქტი - Ifact
- დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI)
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები