"არ უნდა იყოს მიღებული" — ეუთო/ოდირი ე.წ. კარვების კანონს სასწრაფო დასკვნაში აკრიტიკებს
ფოტო: მზია საგანელიძე / RFE/RL
რა ხდება: ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა (OSCE/ODIHR) შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონში დაგეგმილი ცვლილებების თაობაზე სასწრაფო დასკვნა მოამზადა, სადაც ცვლილებები კრიტიკულად არის შეფასებული.
- ეუთო/ოდირი მიიჩნევს, რომ კანონპროექტი არ უნდა იქნას მიღებული.
რა წერია დასკვნაში: ავტორები აცხადებენ, რომ
- მშვიდობიანი შეკრების უფლება დემოკრატიული, ტოლერანტული და პლურალისტური საზოგადოების საფუძველია, ამიტომ სახელმწიფოებს აქვთ ვალდებულება, პატივი სცენ და დაიცვან ეს უფლება, დისკრიმინაციის გარეშე.
- მშვიდობიანი შეკრების უფლება მოიცავს შეკრებების ფართო სპექტრს, ასევე, მონაწილეებს უფლება აქვთ, თავად აირჩიონ პროტესტის ფორმები. მათ, ასევე, თავისუფლად უნდა შეეძლოთ განსაზღვრონ, როგორ სურთ საკუთარი გზავნილების გადმოცემა, მათ შორის, აქვთ უფლება, აღმართონ დროებითი კონსტრუქციები.
- ზოგ შემთხვევაში, პროტესტის კონკრეტულ ფორმას — მაგალითად, დროებით კარვების გაშლას, შესაძლოა, ჰქონდეს სიმბოლური მნიშვნელობა გზავნილისგან განუყოფლად.
- ეუთო/ოდირი შიშობს, რომ ცვლილებებში გათვალისწინებული შეზღუდვის საფუძვლები მკაფიოდ არ არის განსაზღვრული, რამაც, შესაძლოა, კანონის დისკრიმინაციული გამოყენება გამოიწვიოს.
- მათი განმარტებით, ასევე, გარკვეულ დონეზე, აქციების გამო ცხოვრების ჩვეულებრივი რიტმის დარღვევა, მათ შორის — საგზაო მოძრაობის დროებით შეფერხება, კომერციული საქმიანობისთვის ზიანის მიყენება შეწყნარებული უნდა იყო, თუ ის სხვებს არააუცილებელ და არაპროპორციულ ტვირთს არ აკისრებს.
- ასევე, ამ შეკრების დროს, კონკრეტული დროებითი კონსტრუქციის დემონტაჟის მოთხოვნა, რომელიც საფრთხეს შეიძლება უქმნიდეს შეკრების მონაწილეების, ან სხვა პირების ჯანმრთელობას და სიცოცხლეს, ან ხელს უშლიდეს პოლიციას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვაში, იქნება ყველაზე ნაკლებად შემზღუდველი, ვიდრე პირდაპირი აკრძალვა და კონფისკაცია.
- ეუთო/ოდირისთვის, ასევე, გაუგებარია, რატომ არ არის საკმარისი უკვე არსებული საკანონმდებლო ჩარჩო, რომელიც ითვალისწინებს დებულებებს გზის ხელოვნურად ბლოკირების, ასევე, საეჭვო ასაფეთქებელ მოწყობილობებთან დაკავშირებით პოლიციის უფლებამოსილების შესახებ.
"დროებითი კონსტრუქციების აღმართვის გამო ყველაზე მკაცრი ადმინისტრაციული სასჯელის დაკისრება (15-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა ჯარიმასთან და კონფისკაციასთან ერთად) არის არაპროპორციულად და, შესაძლოა, ჰქონდეს მსუსხავი ეფექტი შეკრების თავისუფლების დაცვისთვის", — წერია დასკვნაში.
- დოკუმენტის მიხედვით, შემოთავაზებულმა ცვლილებებმა, შესაძლოა, მოახდინოს ოპოზიციური აზრის გამომხატველთა დისკრიმინაცია, რომლებიც უფრო მეტად შეიძლება იყენებდნენ დროებით კონსტრუქციებს, საკუთარი გზავნილების გადმოსაცემად.
"ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, შესწორებების პროექტი ვერ ასრულებს საერთაშორისო სამართლის მკაცრ მოთხოვნებს, შესაბამისად, ის არ უნდა იყოს მიღებული", — წერს ეუთო/ოდირი.
ბოლო ხაზი: ქართული ოცნების კანონპროექტი, შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე პარლამენტმა მესამე მოსმენით, დაჩქარებული წესით, 5 ოქტომბერს მიიღო. ცვლილებებით, იზღუდება აქციებზე კარვების გაშლა და დროებითი კონტრუქციების მოწყობა.
- კანონპროექტს პრეზიდენტმა ვეტო დაადო, პარლამენტში მისი განხილვა, შესაბამისად, არ დასრულებულა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები