Paramount-მა შემოსავლები გამოაქვეყნა, რასაც აქციების ფასის ზრდა მოჰყვა
ფოტო: CNBC
Paramount-მა (PARA) მიმდინარე წლის მესამე კვარტლის ფინანსური მაჩვენებლები გამოაქვეყნა, რასაც მისი აქციების ფასის ზრდა მოჰყვა. როგორც ცნობილია, ეს კომპანია ისეთ ბრენდებს აერთიანებს, როგორებიცაა: CBS, Showtime, BET, Nickelodeon-სა და საკუთარივე სახელობის ფილმების სტუდიას.
ანგარიშის მიხედვით, კომპანიამ მესამე კვარტალში შემოსავლების 38%-იანი ზრდის შესახებ განაცხადა და თქვა, რომ ამავე პერიოდში მის გამომწერების რიცხვი 63 მილიონიდან 65,7 მილიონამდე გაიზარდა. გარდა ამისა, როგორც ირკვევა, Paramout-მა სტრიმინგ სეგმენტში ზარალი $343 მილიონიდან $238 მილიონამდე შეამცირა.
აი, როგორ მუშაობდა კომპანიამ მესამე კვარტალში:
- მოგება აქციაზე — 30 ცენტი, ნაცვლად მოსალოდნელი 10 ცენტისა;
- შემოსავალი — 7,13 მილიარდი დოლარი, ნაცვლად მოსალოდნელი 7,099 მილიარდისა.
"ჩვენ ვაგრძელებთ საკუთარი სტრატეგიისკენ სვლას და პრიორიტეტს ვანიჭებთ სტრიმინგში გონივრულ ინვესტირებას, რათა ჩვენი ტრადიციული ბიზნესისგან მაქსიმალური შემოსავალი მივიღოთ. თუ წინ გავიხედებით, დავინახავთ, რომ 2024 წელს კომპანიის შემოსავლების მნიშვნელოვანი ზრდის გზაზე დავრჩებით", — თქვა კომპანიის აღმასრულებელმა დირექტორმა ბობ ბაკიშმა.
ამის პარალელურად, კომპანიაში ამბობენ, რომ სატელევიზიო რეკლამის ბაზარი მათთვის გამოწვევას წარმოადგენს, რადგან ამ სექტორიდან მიღებული შემოსავალი წლიურად 14%-ით არის შემცირებული. Paramount-ში აღნიშნავენ, რომ გლობალური სარეკლამო ბაზარი შემცირებულია და სექტორში დაბალია პოლიტიკური რეკლამის წილიც.
"მიუხედავად იმისა, რომ საკუთარი სტრატეგიის შესრულებისკენ ვისწრაფვით, ახლა საუკეთესო დროდ მივიჩნევთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ მოქნილობა და ვადაპტირდეთ ინდუსტრიის ევოლუციის კვალდაკვალ", — თქვა ბაკიშმა.
აქვე უნდა ითქვას, რომ წლის დასაწყისთან შედარებით, Paramount-ის აქციების ფასი 22,3%-ით არის შემცირებული. ამჟამად კომპანიის ერთი აქცია 13,13 დოლარად ივაჭრება. აღსანიშნავია, რომ ბოლო ორ კვირაში Paramount-ის ერთი აქციის ღირებულება 21,7%-ით არის გაზრდილი.
აქციებით ვაჭრობა ახლა უკვე საქართველოს ბანკის მობილბანკით არის შესაძლებელი. ესტუმრე მობილბანკს, რომლის საშუალებითაც ისეთი საერთაშორისო კომპანიების ფასიანი ქაღალდებით ვაჭრობას შეძლებ, როგორებიცაა: Apple, Amazon, Microsoft, Tesla, Google და სხვა. ეს სიახლე საქართველოს ბანკმა მისი ჯგუფის შვილობილი კომპანიის, Galt & Taggart-ისა და საერთაშორისო ფინანსური ტექნოლოგიების პლატფორმა DriveWealth-ის პარტნიორობით დანერგა. თუ გსურს მეტი გაიგო ინვესტიციების შესახებ, ესტუმრე ფეისბუქგვერდს — ინვესტიციები, სადაც გაიგებ მეტს, თუ როგორ ივაჭრო აქციებით.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ მობილბანკში 31 დეკემბრამდე აქციაა — საინვესტიციო ანგარიშის გახსნა და ვაჭრობა შესაძლებელია საკომისიოს გარეშე, უფასოდ.
ეს არ არის ფინანსური რჩევა. ვაჭრობა/ინვესტირება დაკავშირებულია მაღალ რისკებთან და იმ შემთხვევაშიც კი, თუ რეკომენდაციების შესაბამისად არის განხორციელებული, შესაძლოა გამოიწვიოს არსებითი დანაკარგები, ისევე, როგორც მოგება. თქვენ დეტალურად უნდა გააანალიზოთ, რამდენად მისაღებია თქვენთვის ვაჭრობა/ინვესტირება თქვენი ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით და შეგიძლიათ თუ არა გასწიოთ თანხის დაკარგვის რისკი.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები