რა მოხდა გასულ კვირას? — პოპკულტურის 8 ამბავი, რომელიც შეიძლება გამოგრჩა
კვირის განმავლობაში იმდენი რამ ხდება, რომ რთულია საინტერესო სიახლეებს სწრაფად დაეწიო. ამიტომ, ტრადიციულად, კვირის ბოლოს გთავაზობთ სტატიას, რომელშიც წინა დღეების მნიშვნელოვან ამბებს გაგაცნობთ.
ამჯერად გასულ კვირას პოპკულტურაში მომხდარ 8 ამბავს შეგახსენებთ:
1. ნინი ბრეგვაძემ ამერიკულ The Voice-ში Knockout-ის რაუნდი მოიგო
ფოტო: NBC
ამერიკული The Voice, რომლის მონაწილეც ქართველი მომღერალი ნინი ბრეგვაძეა, კვლავ გრძელდება. ამჯერად მაყურებელმა Knockout-ის რაუნდი იხილა, რომელშიც ნინი ბრეგვაძემ კონკურენტი ისევ დაამარცხა. ნინიმ Radiohead-ის ცნობილი ჰიტი Karma Police შეასრულა და ჟიურის მოწონებაც დაიმსახურა.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
2. ნეტფლიქსმა ავატარის სერიალის ტრეილერი გამოუშვა
ყველა დროის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ანიმაციური შოუ, ავატარი: ჰაერის უკანასკნელი მბრძანებელი, ნეტფლიქსზე სერიალის სახით ბრუნდება. სერიალის შემქმნელებმა შოუს პირველი ტრეილერი გაავრცელეს და მისი გამოსვლის თარიღიც დააანონსეს. სერიალი, რომელსაც წლებია, სულმოუთქმელად ველოდებით, 2024 წლის 22 თებერვალს გამოვა.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
3. ეკა ჩავლეიშვილი ევროპული კინოაკადემიის ჯილდოს ნომინანტი გახდა
ფოტო: Directors Fortnight
ელენე ნავერიანის ფილმმა შაშვი შაშვი მაყვალი საერთაშორისო ასპარეზზე კიდევ ერთ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია. ეთეროს როლის შემსრულებელი ეკა ჩავლეიშვილი საუკეთესო მსახიობი ქალის კატეგორიაში ევროპული კინოაკადემიის ჯილდოს ნომინანტია.
ნომინაციაში გამარჯვებისთვის ეკა ჩავლეიშვილის გარდა კიდევ 5 მსახიობი იბრძვის. გამარჯვებულის ვინაობა 9 დეკემბერს იქნება ცნობილი.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
4. ცნობილი გახდა გრემი 2024-ის ნომინანტების სია
ფოტო: Taylor Swift; Olivia Rodrigo
მუსიკალური ინდუსტრიის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული დაჯილდოება გვიახლოვდება. ცოტა ხნის წინ გრემი 2024-ის ნომინანტთა სია გამოქვეყნდა. ნომინაციების რაოდენობით წელს SZA, ტეილორ სვიფტი, Boygenius, ოლივია როდრიგო და მაილი საირუსი ლიდერობენ. აღსანიშნავია, რომ წელს ნომინანტთა სიაში თბილისის სიმფონიური ორკესტრიც აღმოჩნდა.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
5. გავიგეთ, რომ მეთიუ პერიმ Friends-დან ის სცენა ამოაღებინა, რომელშიც მონიკასთვის უნდა ეღალატა
ფოტო: NBC
მსახიობ ლიზა კეშის თქმით, რომელიც Friends-ის მე-5 სეზონის ერთ-ერთ სერიაში სტიუარდესას როლში გამოჩნდა, სხვა პერსონაჟი უნდა ეთამაშა, თუმცა სცენარი მოგვიანებით შეცვალეს. სერიალის ეპიზოდში, სახელად The One in Vegas: Part 1, ჩენდლერს მონიკასთვის სწორედ ლიზას პერსონაჟთან უნდა ეღალატა, რაზეც მეთიუ პერიმ უარი განაცხადა და სცენარის ცვლილება მოითხოვა.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
6. People-მა მსახიობი პატრიკ დემპსი წლის ყველაზე სექსუალურ კაცად დაასახელა
ფოტო: Gabriel Bouys / AFP / Getty Images
ყველაზე სექსუალურ კაცად დაასახელა. დემპსი გრეის ანატომიაში დერეკ შეფარდის როლს თამაშობდა და სერიალში "ოცნების კაცსაც" (McDreamy) ეძახდნენ. მსახიობის თქმით, გაოცებული და მადლიერია, რომ მისი ცხოვრების ამ ეტაპზეც ამჩნევენ, როცა გრეის ანატომიის გამოსვლიდან 20 წელზე მეტი გავიდა.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
7. ჯარედ ლეტო პირველი ადამიანი გახდა, რომელმაც ემპაირ სტეიტ ბილდინგი "დალაშქრა"
ფოტო: Renan Ozturk
ცნობილი ამერიკელი მუსიკოსი და როკჯგუფ Thirty Seconds to Mars-ის სოლისტი ჯარედ ლეტო პირველი ადამიანი გახდა, რომელმაც ნიუ-იორკის სიმბოლოდ ქცეული ემპაირ სტეიტ ბილდინგი "დალაშქრა". ყოველ შემთხვევაში, როგორც ქალაქის მერიის წარმომადგენლები ადასტურებენ, 51 წლის მომღერალი პირველი ადამიანია, რომელიც ნაგებობის წვერზე კანონიერად აძვრა.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
8. Inside Out 2-ის ტრეილერი გამოვიდა, რომელშიც ახალ ემოციას, შფოთვას, ვეცნობით
2015 წელს Pixar-მა ორიგინალური ანიმაცია Inside Out შექმნა, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა. ახლა კი მაყურებელი Inside Out 2-ს იხილავს, რომელშიც კარგად ნაცნობი პერსონაჟების გარდა ახალ ემოციას — შფოთვას გავიცნობთ. Inside Out 2-ის ტრეილერი უკვე გამოვიდა და აშკარაა, რომ მაყურებლისთვისაც მალე ყველაფერი თავდაყირა დადგება.
უფრო ვრცლად წაიკითხე აქ.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები