კენდალ ჯენერმა ამჯერად ნამცხვრის დასაჭრელად შესაფერის იარაღს ვერ მიაგნო
ფოტო: Hulu
კენდალ ჯენერს, როგორც ჩანს, სამზარეულოსთან ურთიერთობა კვლავაც უჭირს. ცნობილმა ამერიკელმა მოდელმა და ტელევარსკვლავმა ინტერნეტის ყურადღება ამჯერად იმით მიიქცია, რომ ნამცხვრის დაჭრა გაუჭირდა.
უთუოდ გემახსოვრებათ მსგავსი ამბავი, რომელიც გასულ წელს მოხდა — მაშინ ჯენერმა კიტრი ვერ დაჭრა, რის გამოც "რეალობას მოწყვეტილიც" კი უწოდეს. თუმცა, მოდელს ინტერნეტმომხმარებლების გამოხმაურება გულთან ახლოს სულაც არ მიუტანია, პირიქით — ხუმრობას თავადაც აჰყვა და შარშანდელ ჰელოუინზე კიტრის ფორმაში გამოეწყო.
კიტრის შემდეგ კი სტაფილოს ნამცხვრის ჯერი დადგა. ჯენერის ოჯახის რეალითი შოუს, The Kardashians-ის, ცოტა ხნის წინანდელ ეპიზოდში კენდალის ცხენს კვიცი შეეძინა. ამის აღსანიშნავად მოდელს ოჯახის წევრები ესტუმრნენ. ყველაფერი კი მას შემდეგ დაიწყო, რაც კენდალმა დედამისის, კრის ჯენერის, მიტანილ ნამცხვარზე სანთელი ჩააქრო.
"ეს სტაფილოს ნამცხვარია? ცოტას შევჭამდი", — გამოაცხადა მოდელმა და ნამცხვრის დასაჭრელად შესაფერისი იარაღის მოსაძებნად სამზარეულოს მიაშურა.
ფოტო: Hulu
"რომელი დანა უნდა გამოვიყენო? ეს გამომადგება?", — ამ შეკითხვაზე მოდელმა ტორტზე კრემის წასასმელი ნიჩაბი მოიმარჯვა, მაგრამ საბოლოოდ არჩევანი მაინც მოზრდილ დანაზე შეაჩერა.
ფოტო: Hulu
თუმცა, საქმე არც ამის მერე წასულა უკეთესად. კენდალს მოჭრილი ნამცხვრის აღება გაუჭირდა და თავის ოჯახს შესჩივლა.
"რა გავაკეთე არასწორად? ვერ ვიღებ...".
საბოლოოდ, მოდელმა ძლივს მოჭრილი ნამცხვარი თეფშზე დაიგულა. თუმცა, როგორც კენდალის დამ, ქლოი კარდაშიანმა შენიშნა, "სამზარეულო მისთვის უსაფრთხო ადგილი ნაღდად არაა".
ფოტო: Hulu
კარდაშიან-ჯენერების რეალითი შოუ სტრიმინგ პლატფორმა Hulu-ზე მეოთხე სეზონით სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა. ამ გადაცემამდე ოჯახს სხვა რეალითი შოუ, Keeping up with the Kardashians, ჰქონდა, რომელსაც 20 სეზონის განმავლობაში მილიონობით ადამიანი ადევნებდა თვალს.
კენდალ ჯენერს კი ხშირად უსაუბრია, რომ თავისი დებისგან განსხვავებით, პოპულარობასთან შეგუება გაუჭირდა. რამდენიმე თვის წინ, ერთ-ერთ ინტერვიუში მოდელმა აღნიშნა, რომ საკუთარ ოჯახში "თავი უცხოდ უგრძნია" და "ასეთი ცხოვრება არ აურჩევია".
"მესმის, რომ დები კარდაშიანების ქოლგის ქვეშ მოვყევი, მაგრამ ჩემთვის ეს უჩვეულოა", — ამატებს ტელევარსკვლავი, რომელიც უკვე წლებია, მსოფლიოში ყველაზე მაღალანაზღაურებად მოდელად სახელდება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები