დავით კირკიტაძე

14 Nov. 2023, 13:31

საკუთარ სოფელში, კირბალში, კიდევ ერთი ქართველი პატრიოტი მივაბარეთ მიწას და სიტყვები, რომელიც მან წარმოთქვა ლომისის ეკლესიაში აჭედილი კარების გახსნის და ეკლესიაში შესვლის შემდეგ, დარჩება სიტყვებად, რომელიც ყოველთვის ემახსოვრება ქართველ ხალხს. მისი საქციელი დარჩება გმირობის საქციელად და მისი სიტყვების მეორე ნაწილი პირდაპირ, როგორც ამოძახილი ქართველი ხალხისა რუსების მიმართ იქნება მანამ, სანამ რუსები გააგრძელებენ იმ პოლიტიკას, რომელიც მათ ასწლეულებია აქვთ ჩვენი ქვეყნის მიმართ. 

ღრმად ვარ დარწმუნებული, რუსეთის სახელმწიფო ამ ფორმით, იმ მისწრაფებებით და იმ სტრატეგიით, რომელიც დღეს აქვს, ძალიან მალე დასრულდება და დასრულდება ჩვენს მეგობარ ქვეყანაში — უკრაინაში. ამის შემდეგ, არა მხოლოდ ჩვენ, არამედ ჩვენ მეგობრებსაც მოგვეცემა საშუალება, რომ აღვადგინოთ ტერიტორიული მთლიანობა და დასრულდეს იმ ბარბაროსული აქტების ჩადენა, რომელსაც რუსეთი ეწევა მისი მეზობლების მიმართ. დროა, ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი. რუსეთი არის ოკუპანტი, რუსეთი არის დამნაშავე როგორც თამაზ გინტურის, ასევე უამრავი ჩვენი ქვეყნის პატრიოტის მკვლელობაში და ამ მიდგომაში რუსეთთან უნდა ვიყოთ ერთიანი და ყველამ, განურჩევლად პოლიტიკური მიდგომებისა, უნდა შევეცადოთ ეს ნათელი სურათი, ეს სიმართლე მივიტანოთ ჩვენს საზოგადოებამდე, ჩვენს მეგობრებამდე და არ უნდა მივცეთ საშუალება რუსეთს, ჩვენი განცხადებებით, თავი აარიდოს პასუხისმგებლობას. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…