მეთიუ, შენთან გატარებული ყოველი წამისთვის მადლობელი ვარ და მენატრები — კორტნი კოქსი
ფოტო: Getty Images
მეთიუ პერის გარდაცვალება ისევ შოკისმომგვრელ ამბად რჩება როგორც ფანებისთვის, ასევე Friends-ის მსახიობებისთვის. მეთიუ პერის გარდაცვალებას ცოტა ხნის წინ კორტნი კოქსი გამოეხმაურა, რომელიც სერიალში მეთიუ პერის მეგობრის, შემდეგ კი ცოლის როლს ასრულებდა.
"მეთიუ, შენთან გატარებული ყოველი წამისთვის მადლობელი ვარ და მენატრები. როცა მუშაობისას ვინმესთან ისე ახლოს ხარ, როგორც მე მეთიუსთან ვიყავი, ათასობით მომენტი გახსენდება, რომელთა გაზიარებაც გინდა", — წერს კორტნი კოქსი ინსტაგრამზე და სერიალიდან მისთვის გამორჩეულ სცენას გვიზიარებს.
მსახიობმა Friends-დან ის სცენა გაიხსენა, როცა ჩენდლერი და მონიკა სასტუმროს ოთახში ლოგინში წვანან და ამ დროს როსი შემოდის. როსი მონიკას ვერ ხედავს, რაც სიტუაციას სასაცილოს ხდის, თუმცა ჩენდლერისა და მონიკას სასიყვარულო ისტორია სწორედ ამ მომენტიდან იწყება.
"მონიკასა და ჩენდლერს ერთად მხოლოდ ერთი ღამე უნდა გაეტარებინათ, მაგრამ მაყურებლის რეაქცია მათი სასიყვარულო ისტორიის დაწყების მიზეზი გახდა. სცენის გადაღებამდე მეთიუმ ყურში სასაცილო ფრაზა ჩამჩურჩულა. ასეთ რაღაცებს ხშირად აკეთებდა, რადგან ძალიან მხიარული და კეთილი იყო", — იხსენებს კორტნი კოქსი.
მეთიუ პერის გარდაცვალებას ვრცელი პოსტი მეთ ლებლანკმაც მიუძღვნა. მეთ ლებლანკი Friends-ში მეთიუ პერის პერსონაჟის, ჩენდლერის, საუკეთესო მეგობრისა და რუმმეითის როლს ასრულებს.
"მეთიუ, შენთან გამომშვიდობება ძალიან მიმძიმს. ის დრო, რომელიც ერთად გავატარეთ, ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი საუკეთესო პერიოდია. შენთან მეგობრობა და სცენის გაზიარება ჩემთვის დიდი პატივი იყო. როცა შენზე ვფიქრობ, ყოველთვის მეღიმება და არასდროს დაგივიწყებ. გაშალე ფრთები და იფრინე, ძმაო, საბოლოოდ თავისუფალი ხარ. როგორც ვხვდები, ის 20 დოლარი შეგიძლია დაიტოვო, რომელიც ჩემთვის უნდა დაგებრუნებინა", — წერს მეთ ლებლანი ინსტაგრამზე.
შეგახსენებთ, რომ სიტკომ Friends-ის მსახიობი და ჩენდლერის როლის შემსრულებელი მეთიუ პერი 28 ოქტომბერს 54 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობი ლოს-ანჯელესში, საკუთარ სახლში, გარდაცვლილი იპოვეს, თუმცა ჯერჯერობით მისი გარდაცვალების მიზეზებზე ინფორმაცია ოფიციალურად არ დასტურდება.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
კომენტარები