რა ვიცით საქართველოს მოქალაქეების მკვლელობისთვის, წამებისა და გატაცებისთვის სანქცირებული 33 პირის შესახებ და რა — არა
ფოტო: On.ge-ს ფოტოკოლაჟი
მოკლედ: საპარლამენტო ოპოზიცია მოითხოვს, დაემატოს 6 ნოემბერს, ოკუპანტების მიერ მოკლული თამაზ გინტურის მკვლელობის საქმე "ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიას".
ამასთან:
- შეიქმნას "ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიის" ამოქმედების ეფექტიანი მექანიზმები;
- დამტკიცდეს ეროვნული უსაფრთხოების სტრატეგიები;
- მომზადდეს დეოკუპაციის საერთო ეროვნული ხედვა.
რატომ არის მნიშვნელოვანი: 2018 წელს პრემიერ ბახტაძის წარდგინებით, პარლამენტმა დაამტკიცა იმდროინდელი მოწვევის საპარლამენტო ოპოზიციის მიერ ინიციირებული ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია.
- სიაში 33 სანქცირებულია, ოკუპირებულ ტერიტორიებზე საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ ჩადენილი მკვლელობის, გატაცების, წამებისთვის.
- პარლამენტის მხარდაჭერილი დადგენილებით, შესაბამისი ზომების მიღება დაევალა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, შსს-ს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, ეროვნულ ბანკს.
რას ითვალისწინებს ზომები სანქცირებულთა წინააღმდეგ:
ყველა შესაძლო შეზღუდვას. მათ შორის:
- სავიზო, ქონებრივი და ფინანსური ტრანზაქციების განხორციელებასთან დაკავშირებული შეზღუდვებს, სამართლის აღსრულების ხელშესაწყობად.
რას ავალდებულებს დადგენილება უწყებებს:
- საქართველოს პარლამენტსა და საქართველოს მთავრობას რეგულარულად წარუდგინონ ანგარიში ამ დადგენილების აღსრულების მდგომარეობის თაობაზე.
ჩვენი კითხვაა: 2018 წლიდან დღემდე, მიიღო საქართველოს პარლამენტმა ანგარიში რომელიმე ამ უწყებიდან, სანქცირებული პირის მიმართ შესაბამისი რეაგირების შესახებ?
- თეონა აქუბარდია, პარლამენტის ოპოზიციონერი წევრი და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, ამბობს, რომ — არა.
- ამის შესახებ მან On.ge-ზე გამოქვეყნებულ ოპ/ედ-ში (*Oposite editorial page) აღნიშნა.
- "მაგალითად, წლის დასაწყისში არჩილ ტატუნაშვილის მკვლელის, დავით გურწიევის ოკუპირებული ახალგორის ე.წ. პროკურორად დანიშვნას, არც უმრავლესობის დეპუტაცია და არც საგარეო უწყება გამოხმაურებია", — წერს ოპოზიციონერი დეპუტატი და მმართველ პარტიას ეფექტური რეაგირების თვალსაზრისით, პოლიტიკური მზაობის არარსებობაზე მიუთითებს.
- დასაზუსტებლად, On.ge-მ, საქართველოს პარლამენტს მიმართა შეკითხვით. პასუხს ველოდებით.
- ცნობილია ის რომ: 2022 წლის ოქტომბერში ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში შეყვანილ 3 პირს პატიმრობა მიესაჯა.
რა ვიცით სანქცირებული პირების შესახებ:
- სია აერთიანებს გასული სამი ათწლეულის მანძილზე — 1990-იანი წლებიდან 2018 წლის ჩათვლით, საქართველოს მოქალაქეების წინაშე ჩადენილ დანაშაულთა სერიას.
ვინ არიან ისინი:
დავით გურწიევი და ალიკ ტაბოევი
2018 წელს, ინტერპოლის სამდივნოს გადაწყვეტილებით, დავით გურწიევი და ალიკ ტაბოევი წითელი ცირკულარით ძებნილად გამოცხადდნენ.
- რა ჩაიდინეს: არჩილ ტატუნაშვილი წამების მიზნით გადასცეს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სამართალდამცავი ორგანოს შეიარაღებულ თანამშრომლებს, რომლებმაც წაიყვანეს ცხინვალში, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომში მონაწილეობისთვის არჩილ ტატუნაშვილი აწამეს, კერძოდ სხეულის სხვადასხვა ნაწილებში მიაყენეს სხვადასხვა სახის 100-ზე მეტი დაზიანება.
- დანაშაულის ჩადენის ადგილი: ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი (ახალგორი - ცხინვალი).
- თარიღი: 2018 წლის 22 თებერვალი.
რაშიდ კანჯი-ოღლი
- რა ჩაიდინა: მოკლა საქართველოს მოქალაქე - გიგა ოთხოზორია.
- დანაშაულის ჩადენის ადგილი: სოფელი ხურჩა, ზუგდიდის რაიონი, საოკუპაციო ხაზთან.
- თარიღი: 2016 წლის 19 მაისი
სლავიკ ბადია
- რა ჩაიდინა: დაუდგენელ პირებთან ერთად გააჩერა 3 ავტომანქანა, მგზავრებს გასტაცეს ნივთები და ავტომანქანა და აღუკვეთეს თავისუფლება; მგზავრთა ნაწილი — ზაზა ტაბაღუა და ლაშა ყოლბაია გადაიყვანეს სოხუმში და რამდენიმეკვირიანი მძევლობიდან გაათავისუფლეს გამოსასყიდის გადახდის შემდგომ.
- დანაშაულის ჩადენის ადგილი: ოკუპირებული აფხაზეთი, გალის რაიონი.
- თარიღი: 2001 წლის 2 ივნისი.
რაულ კორტავა
რა ჩაიდინა: იყო სამასამდე პირისგან შემდგარი ბანდიტური დაჯგუფება ე.წ. "ფოქვეშის ბატალიონის" მეთაური, რომლებმაც 1992 წლის აგვისტოდან-1993 წლის ოქტომბრამდე მიმდინარე კონფლიქტის დროს, საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული ხელშეუხებლობის, სახელმწიფო უშიშროებისა და თავდაცვისუნარიანობის საზიანოდ ჩაიდინეს:
- სამშობლოს ღალატი,
- ბანდიტიზმი,
- სხვა მძიმე დანაშაულები: ეროვნული კუთვნილების მიხედვით ქართველთა უფლებების პირდაპირი შეზღუდვა, ადამიანთა მოტაცება, თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა, მძევლად ხელში ჩაგდება გამოსასყიდის მიღების მიზნით, მკვლელობები.
- დანაშაულის ჩადენის ადგილი: ოკუპირებული აფხაზეთი, გალის რაიონი.
ზაურ ჭითანავა
- რა ჩაიდინა: ხელყუმბარა ესროლა დემიკო ძიგუას, ნანი ძიგუას, მზია ჭითანავასა და სხვა პირებს, განზრახ მოკვლის მიზნით.
- აფეთქების შედეგად დემიკო ძიგუა ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო სხვა პირებმა სხეულის სხვადასხვა ხარისხის დაზიანება მიიღეს.
- დანაშაულის ჩადენის ადგილი: ოკუპირებული აფხაზეთი, გალის რაიონი.
- თარიღი: 1997 წლის 04 თებერვალი.
ციბრონა (ეკა) ახალაია
რა ჩაიდინა: იყო 12-კაციანი ბანდიტური უკანონო შეიარაღებული ფორმირების ხელმძღვანელი.
- თავს დაესხა გალის რაიონის სოფ. ფიჩორის მოსახლეობას, გაანადგურეს კერძო საკუთრება.
- უშუალოდ მან, განსაკუთრებული სისასტიკით ამავე სოფლის მკვიდრის თანდასწრებით, ეროვნული შეუწყნარებლობის ნიადაგზე ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით განზრახ მოკლა: ვალიკო ღურჯია, ლელა კოსტავა-ბულისკირია, ბორის მეფორია, ზურაბ ალფენაძე.
- ხოლო მისმა დაჯგუფებამ მოკლა ათეულობით პირი.
- დანაშაულის ჩადენის ადგილი: ოკუპირებული აფხაზეთი, გალის რაიონი.
- თარიღი: 1998 წლის 02 ივნისი.
ოთარ ტურნანბა, ალიკა წაბრია
- რა ჩაიდინეს: ბანდის წევრებთან ერთად, თავს დაესხა გალის რაიონ სოფელ კოხორას, გაიტაცეს რაულ მიანაევი და გარჩხი მინაევი და მოკლეს განსაკუთრებული სისასტიკით, ეროვნული შეუწყნარებლობის ნიადაგზე.
- დანაშაულის ჩადენის ადგილი: ოკუპირებული აფხაზეთი, გალის რაიონი.
- თარიღი: 1998 წლის 21 მაისი.
რუსლან ჯოპუა, დიმიტრ არშბა, ვლადიმერ გუნია, მალხაზ მირცხულავა, გია ტუჟბა
- რა ჩაიდინეს: იყვნენ 12-კაციანი ბანდიტური უკანონო შეიარაღებული ფორმირების წევრები.
- ქართველი მოსახლეობის გენოციდისა და ეთნიკური წმენდის მიზნით თავს დაესხნენ სოფელს და განსაკუთრებული სისასტიკით და ეროვნული შეუწყნარებლობის ნიადაგზე მოკლეს საქართველოს მოქალაქეები.
- დანაშაულის ჩადენის ადგილი: ოკუპირებული აფხაზეთი, გალის რაიონი.
- თარიღი: 1998 წლის მაისი.
იმავე პერიოდში, მსგავსი, ეთნიკური წმენდის მიზნით ჩადენილი დანაშაულები ჩაიდინეს საქართველოს მოქალაქეების მიმართ:
- გენრიხ ჭანბა;
- ვლადიმერ ანუა;
- ზაურ თარბა;
- გენადი აშხაცავა;
- გელა ვანაჩა;
- ოთარ ფალავანძია;
- ოლეგ პაპასკირი;
- შურიკ კოკოსკერია;
- ლევ ბიჩენოვი;
- გია თუაევი;
- თამაზ ბესტაევი;
- რამჩიკ ფუხაევი;
- არკადი ძერანოვი;
- ზურაბ დუდაევი.
2001 წლის ზაფხულში, გაგრაში (აფხაზეთი, საქართველო) ლევან მამასახლისის თავისუფლების უკანონო აღკვეთა და მის მიმართ ძალადობის გამო:
- აფრიკან ბგანბა;
- ვახტანგ უბირია;
- ვლადიმერ ნაჩაჩ-ოღლი.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები