ოცნებისთვის ფულის შემწირველი კომპანიები რუსულ ბაზარზე — მიგნებები კვლევის მიმოხილვიდან
ფოტო: ქართული ოცნება
არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო (TI) წერს, რომ 1 ივლისიდან 30 სექტემბრის ჩათვლით, ყველა პოლიტიკური პარტიის შემოწირულებების ჯამი, 1 901 299 ლარია, აქედან ყველაზე მეტი — 1 238 000 ლარი ქართულმა ოცნებამ მიიღო.
ვინ არიან მმართველი პარტიის შემომწირველები: TI-ის ინფორმაციით, შემომწირველების უმეტესობა ღვინის, ან სხვა ალკოჰოლური სასმელების მწარმოებელ კომპანიებთან დაკავშირებული პირები იყვნენ.
- მეღვინე დონორებმა, ჯამში, აგვისტო-სექტემბერში, ოცნებას 944 000 ლარი შესწირეს.
- 2012 წლიდან კი, მმართველი პარტიის სასარგებლოდ, მათ 2 მლნ ლარზე მეტი აქვთ გაღებული.
რა სანაცვლო სარგებელს იღებენ ალკოჰოლის მწარმოებლები: შემომწირველებთან დაკავშირებულ ღვინის მწარმოებელ კომპანიებს,
- 2013 წლიდან, 4 მილიონზე მეტი ლარის გამარტივებული შესყიდვების კონტრაქტები აქვთ მიღებული,
- 2013-2021 წლებში კი — 14 მილიონი ლარის შეღავათიანი აგროკრედიტები,
- ხოლო 2021-2022 წლებში 17 მილიონ ლარზე მეტი სუბსიდია.
მეღვინე დონორებმა, TI-ს ინფორმაციით, სწორედ 2023 წლის რთვლის წინა პერიოდში გაიღეს შეწირულობა.
- ამ სექტორის სუბსიდირებისთვის, სახელმწიფო ბიუჯეტში, 60 მილიონ ლარზე მეტია გამოყოფილი.
- შემომწირველებთან დაკავშირებული კომპანიებიდან 15 ჩართულია რთვლის სუბსიდირების პროგრამაში.
შემომწირველი კომპანიები რუსულ ბაზარზე: TI საინფორმაციო ბიულეტენში აღნიშნავს, რომ მრავალმილიონიანი სუბსიდიების ფონზე, შემომწირველებთან დაკავშირებული, სულ მცირე, სამი კომპანია, ასკანელი ძმები, წინანდლის ძველი მარანი და ქართული ღვინის სახლი, 2022 წელს იმ ღვინის მწარმოებელ კომპანიებს შორის იყვნენ, რომლებმაც ყველაზე მეტი ღვინო გაიტანეს რუსეთში ექსპორტზე.
"ქართული ღვინის რუსულ ბაზარზე მაღალი დამოკიდებულება საფრთხის შემცველია, რადგან რუსეთი ამას პოლიტიკური ზეწოლის ბერკეტად იყენებს. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ უკვე გაავრცელა რეკომენდაცია, სადაც საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, ისეთი კომპანიების სუბსიდირება შეწყვიტოს, რომლებიც საქართველოს რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებას ზრდიან",— აღნიშნავს საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო.
გამარტივებული შესყიდვები ოცნების შემწირველებისთვის:
TI-ის ცნობით, ამ კომპანიებს, საანგარიშო პერიოდში, სახელმწიფო შესყიდვების კონტრაქტები, ფაქტობრივად არ მიუღიათ, თუმცა 2013 წლიდან, 4 მილიონი ლარზე მეტი ღირებულების 1700 გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება აქვთ მიღებული.
მათგან:
- 1 მილიონ ლარამდე პაატა ცისკარიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიამ შპს თელავის მარანმა მიიღო;
- 800 ათასზე მეტი — ზურაბ დეკანოზიშვილთან დაკავშირებულმა შპს საამომ;
- ხოლო 760 ათასამდე ლარის ოდენობის კონტრაქტი — არჩილ ლობჟანიძესთან დაკავშირებულმა შპს კომპანია ბესინიმ.
ამას გარდა, ზემოაღნიშნულ დონორებთან დაკავშირებული ალკოჰოლური სასმელების კომპანიების ნაწილს, 2013-2021 წლებში,
- 12 მილიონამდე ლარის შეღავათიანი აგროკრედიტი
- და 2021-2022 წლებში — 12 მილიონ ლარზე მეტი ოდენობის სუბსიდია აქვთ მიღებული.
TI წერს, რომ ქართული ოცნების დონორების ანალიზმა გააჩინა ეჭვი, რომ მათი ნაწილი ფიქციური შემომწირველია და ისინი პარტიას არა საკუთარ თანხებს, არამედ — მათი დამსაქმებელი კომპანიების თანხებს სწირავენ.
მაგალითად:
- სარაჯიშვილის მთავარმა ბუღალტერმა, გიორგი ბუბუტეიშვილმა, ქართულ ოცნებას 15000 ლარი შესწირა, ამავე კომპანიის მთავარმა ტექნოლოგმა, დავით აბზიანიძემ, მმართველი პარტიისთვის 35000 ლარი გაიღო.
- 30000 ლარი შესწირა ქართულ ოცნებას ღვინის კომპანია ფალავანის მთავარმა მეღვინემ, ირაკლი ნანეიშვილმა.
"ქართული კანონმდებლობით აკრძალულია სხვა პირის მეშვეობით პარტიისთვის თანხის შეწირვა, ასეთი ქმედება პირის შემოწირულების ორმაგი ოდენობით დაჯარიმებით ისჯება", — წერს საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველო.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები