თიბისის ბიზნეს დაჯილდოებაში გამარჯვების შემდეგ კომპანია ლიდერმა წარმოება გაზარდა
ფოტო: თიბისი
2022 წელს, გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობისთვის დაჯილდოებულმა კომპანიამ, სამკერვალო ლიდერმა ბიზნესდაჯილდოებაში მოპოვებული წარმატების შედეგად წარმოება გააფართოვა, ახალი სოციალური მიზნები დაისახა, ISO-ს სერტიფიკატი მოიპოვა და საექსპორტო ბაზარი გაზარდა. კომპანიის მიზნები და ბიზნესდაჯილდოების პროექტში მოპოვებულ წარმატებაზე ლიდერის დამფუძნებელი, ნინო გიორგაძე თიბისის ესაუბრა:
"კომპანიამ საქმიანობა 2016 წელს, გორში, მცირე ატელიეთი და სამი დასაქმებული ქალით დაიწყო. შემოსავალზე ორიენტირებულობის გარდა, ჩვენთვის თავიდანვე ცხადი და მნიშვნელოვანი იყო ისიც, რომ საწარმოს სოციალური დანიშნულება მიზნები ჰქონოდა. გვინდოდა, დავხმარებოდით შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრებ, სოციალურად დაუცველ ქალებს. ამ მიზნით, გადავწყვიტეთ, მათთვის უფასოდ გვესწავლებინა ჭრა-კერვა და ამგვარად გაგვეძლიერებინა ისინი ფინანსურად და სოციალურად.
თავდაპირველად გადავამზადეთ 7 იძულებით გადაადგილებული ქალი, რომელთაგანაც ნაწილი ჩვენსავე საწარმოშივე დავასაქმეთ. ჭრა-კერვის გარდა, ამ ქალებს ვასწავლეთ ყველაფერი, რაც მათ ფინანსურ დამოუკიდებლობაში დაეხმარებოდა. ამით, ერთი მხრივ, ეს ქალები გავაძლიერეთ, მეორე მხრივ კი შევქმენით კვალიფიციური კადრები ჩვენივე ბიზნესისთვის. ამ მიმართულებისთვის არც შემდეგ გადაგვიხვევია.
დღემდე გადამზადებული გვყავს 416 ქალი, ამათგან 45% უკვე დასაქმდა - ნაწილი ჩვენთან, ნაწილი სხვა საწარმოებში, ნაწილმა კი თავად წამოიწყო მცირე ბიზნესი.
ჩვენს საწარმოში მუდმივად ვამზადებთ 30 ქალს. ეს უწყვეტი პროცესია. ამ სოციალურმა აქტივობებით „ლიდერი“ ძალიან კარგად პოზიციონირდა ბაზარზე - ჩვენით დაინტერესდნენ საერთაშორისო ორგანიზაციები, პროფესიული სასწავლებლები, ვთანამშრომლობთ ადგილობრივ თვითმმართველობასთან, კომერციულ ორგანიზაციებთან. ამასთანავე, გაიზარდა კორპორაციული კლიენტების რაოდენობაც.
ასე გავხდით ისეთი დიდი კომპანიების პარტნიორები, როგორიცაა თეგეტა და ვისოლი.
პარალელურად სულ ვმუშაობთ გარემოს დაცვის მიმართულებითაც. ჩვენ ვართ ამიერკავკასიის რეგიონში ერთადერთი საწარმო, რომელიც არა მხოლოდ საკუთარი წარმოების, არამედ 35 სხვა საწარმოს ნარჩენებსაც გადაამუშავებს და მისგან ახალ პროდუქციას ქმნის. გასული წლის განმავლობაში 10 ტონა ნარჩენი გადავამუშავეთ.
2022 წელს ბიზნესდაჯილდოების პროექტში მეორედ მივიღეთ მონაწილეობა და ამჯერად კიდეც გავიმარჯვეთ. ჯილდო მოგვენიჭა ნომინაციაში გამორჩეული სოციალური პასუხისმგებლობა. ეს იყო პირველ რიგში უდიდესი აღიარება და დიდი მოტივაცია, რადგან ერთია, შენი სურვილით, ენთუზიაზმით რომ აკეთებ რაღაცას და მეორეა, როცა ვიღაც ამჩნევს და აღიარებს ამ შრომას. ეს გამარჯვება უდიდესი მოტივაცია იყო მთელი გუნდისთვის.
გარდა მოტივაციისა, ამ ჯილდომ ფინანსური და სოციალური თვალსაზრისითაც დიდი წარმატება მოგვიტანა: გავზარდეთ წარმოება, დამატებით დავასაქმეთ 17 ადამიანი, გავაფართოვეთ საექსპორტო ბაზარი - თუ მანამდე ჩვენი პროდუქციის მხოლოდ 30% გადიოდა საზღვარგარეთ, ახლა ექსპორტმა 75%-ს გადააჭარბა. ამ ჯილდოს აღება ძალიან მომგებიანი აღმოჩნდა რეპუტაციულადაც, რაც პირდაპირ აისახა რიცხვებზე.
თიბისი ბიზნესისთვის დიდი ხანია იქცა ბიზნესისთვის ძალიან მნიშვნელოვან პარტნიორად. ბიზნესსექტორის წარმომადგენლები ვგრძნობთ, რომ გვერდით გვყავს ძალიან დიდი და საიმედო კომპანია, რომელიც ბიზნესს ზრდის და ეხმარება განვითარებაში. ეს ძალიან დიდი ბიძგია ბიზნესისთვის ზოგადად და მცირე ბიზნესისთვის განსაკუთრებით."
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები