SAP Discovery Day — საერთაშორისო ტექნოლოგიური ბრენდის მასშტაბური ღონისძიება Soft Motion-ის მხარდაჭერით გაიმართა
ფოტო: თეგეტა
თბილისში რეგიონის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ტექნოლოგიური ღონისძიება SAP Discovery Day გაიმართა. ღონისძიება საქართველოში პირველად ჩატარდა. მისი მიზანი იყო რეგიონის ქვეყნებისთვის, პროგრამული უზრუნველყოფის მიმართულებით, გერმანული კომპანიის SAP-ისა და მისი პროდუქტების შესახებ ცნობადობის ამაღლება, ასევე ბიზნესისთვის გამოცდილებების გაზიარება.
ღონისძიების მხარდამჭერი და მთავარი წარმდგენი Soft Motion საქართველოში SAP-ის ოქროს პარტნიორია. Soft Motion-ისა და მისი პარტნიორი კომპანიების წარმომადგენლებმა საქართველოში SAP-ის პროდუქტების ეფექტიანობასა და შესაძლებლობებზე ისაუბრეს.
Soft Motion ქართულ ბაზარზე ერთადერთი კომპანიაა, რომელიც დაკომპლექტებულია ადგილობრივი, სერთიფიცირებული კადრებით და აქვს შესაძლებლობა, მართოს სრული ციკლი — პროდუქტის შერჩევა, შეძენა, ლიცენზიის მოპოვება, დანერგვა და მხარდაჭერა.
ალექსანდრე ბარნოვი, Soft Motion-ის დირექტორი: "SAP Discovery Day შემეცნებითი ღონისძიებაა, რომლის ფარგლებშიც SAP-ის პროდუქტებთან მიმართებით წარმატებულ პროექტებსა და გამოცდილებებზე ვისაუბრეთ. ძირითადი აქცენტები SAP ERP-ზე, მის მარკეტინგულ და HR შესაძლებლობებზე გაკეთდა. საინტერესო ფორმატში გადავწყვიტეთ პრაქტიკების გაზიარებაც - ჩვენი სპიკერებისა და კომპანიების წარმომადგენლების ერთობლივი გამოსვლებით ამომწურავი ინფორმაცია მივაწოდეთ სტუმრებს SAP-ის პროდუქტების შესახებ. პრეზენტაციების ამ ფორმატმა შესაძლებლობა მოგვცა, ორივე მხარისთვის გვეჩვენებინა პროცესების მიმდინარეობა და მისი შედეგები".
ღონისძიების სტუმრებს SAP-ის შესაძლებლობებზე ინფორმაცია Soft Motion-ის გუნდის სხვა წევრებმაც გაუზიარეს. თამთა მეგრელიშვილმა და სანდრო ბუნტურმა საქართველოსა და ზოგადად კავკასიის რეგიონში დანერგილ პროდუქტებზე ისაუბრეს.
ფოტო: თეგეტა
სტუმრებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა Soft Motion-ის ყველაზე მსხვილმა პარტნიორმა და საქართველოში SAP-ის სისტემების პირველმა მომხმარებელმა თეგეტა ჰოლდინგმაც. ღონოსძიების ბოლოს თეგეტას, Soft Motion-სა და SAP-ს შორის ურთიერთანამშრომლობის ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.
ფოტო: თეგეტა
ვახტანგ კაჭარავა, თეგეტა ჰოლდინგის აღმასრულებელი დირექტორი: "SAP-ის პროდუქტები 2008 წლიდან დაინერგა თეგეტაში და ჰოლდინგში შემავალი თითქმის ყველა კომპანია უკვე მუშაობს სისტემაში. სამომავლოდ ვგეგმავთ ყველა მათგანის SAP-ის განახლებულ ვერსიაზე გადაყვანას. ჩვენს მაგალითზე შეიძლება თამამად ითქვას, რომ SAP-ის პროდუქტები ბიზნესს საქმიანობას უმარტივებს. პროგრამული უზრუნველყოფის სისტემის მეშვეობით ბიზნესპროცესების ინფორმაცია ერთ პლატფორმაზე გროვდება და მუშავდება და ადამიანური ფაქტორი მინიმუმამდეა დაყვანილი. ის უადვილებს კომპანიებს მომხმარებლებთან და პარტნიორებთან ურთიერთობას. შედეგად ბიზნესს შეუძლია დააჩქაროს პროცესები, გაზარდოს პროდუქტიულობა - შესაბამისად, მიიღოს მეტი სარგებელიც".
SAP-ის ოქროს პარტნიორი საქართველოში Soft Motion 2021 წლის იანვარში ჩამოყალიბდა და მის დამფუძნებლებს ამ სფეროში მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ.
ალექსანდრე ბარნოვი, Soft Motion-ის დირექტორი: "SAP არ სთავაზობს კომპანიებს სტანდარტულად პრობლემის გადაწყვეტას ან უბრალოდ რაღაც სოფტს. SAP სთავაზობს მათ ათწლეულების განმავლობაში დაგროვილ საუკეთესო გამოცდილებებს და ასეულობით კომპანიის საუკეთესო პრაქტიკებს, რომლებიც სტანდარტიზებული აქვს თავის სისტემებში. ის ბიზნესს ეხმარება პროცესების დალაგებაში, სიტუაციების სწორად დანახვაში და პრობლემების გამოსწორების უკეთესი გზების განსაზღვრაში.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ბიზნესს დავანახოთ SAP-ის მრავალფეროვანი შესაძლებლობები. მეტიც, გვინდა ვაჩვენოთ მათ, რომ პატარ-პატარა ნაბიჯებით შეგვიძლია მოვსინჯოთ SAP-ის სერვისები და მივხვდეთ, რა სიკეთის მოტანა შეუძლია მას".
SAP Discovery Day-ის ღონისძიებას ბიზნესსექტორის 150-ამდე წარმომადგენელი დაესწრო, რომელთაც შესაძლებლობა ჰქონდათ, კიდევ უფრო ახლოს გასცნობოდნენ SAP-ის პროდუქტებს და მომავალში პროცესების ტექნოლოგიური გამარტივებისკენ კიდევ ერთი ნაბიჯი გადაედგათ.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
კომენტარები