Shadow and Bone ნეტფლიქსზე ორი სეზონის შემდეგ დაიხურა
ფოტო: Netflix
ნეტფლიქსზე ფენტეზის ჟანრის სერიალი Shadow and Bone ("აჩრდილი და ძვალი") ორი სეზონის შემდეგ დაიხურა. სერიალის პოპულარობის მიუხედავად, შეწყდა მუშაობა მის სპინ-ოფზეც, რომლის სცენარი უკვე დასრულებული იყო.
Shadow and Bone-თან ერთად, ნეტფლიქსმა არაერთი სხვა სერიალიც დახურა. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა აშშ-ში სცენარისტებისა და მსახიობების რამდენიმეთვიანი გაფიცვა.
აჩრდილი და ძვალი ამერიკელი მწერლის, ლი ბარდუგოს, ფენტეზი საგის ეკრანიზაცია იყო. მისი პრემიერა ნეტფლიქსზე 2021 წელს შედგა და მაშინვე დაიმსახურა მაყურებლის სიყვარული — გამოსვლიდან ოთხი კვირის განმავლობაში სერიალი 55-მა მილიონმა მომხმარებელმა ნახა.
თავისი წიგნების ეკრანიზაციის დახურვას გამოეხმაურა ლი ბარდუგოც. მწერალმა ინსტაგრამზე დაწერა, რომ "გულგატეხილი და იმედგაცრუებულია", ამასთან, მადლობა გადაუხადა სერიალზე მომუშავე გუნდსა და გულშემატკივრებს.
"მეგობრებო, ალბათ უკვე იცით, რომ Shadow and Bone-ის მესამე სეზონი და Six of Crows-ის სპინ-ოფი აღარ იქნება", — წერს ბარდუგო, — "გულგატეხილი და იმედგაცრუებული ვარ, მაგრამ ვცდილობ, მადლიერების გრძნობა შევინარჩუნო. მწერლების უმეტესობას თავისი შემოქმედების ადაპტაციის ხილვის საშუალება არასდროს ეძლევა. ბევრიც ნანობს ამას. მე კი გამიმართლა, რომ ეკრანიზაციას სიამაყითა და სიხარულით შემიძლია შევხედო".
Shadow and Bone-ში ისტორია მთავარი გმირის, ალინას, გარშემო ვითარდება, რომელიც აღმოაჩენს რომ მაგიურ ძალას ფლობს — დაიცვას სამყარო წყვდიადში შთანთქმისგან, რითაც არზღვიდან მოსული ურჩხულები იმუქრებიან. სერიალში მთავარ როლებს ბენ ბარნსი, ჯესი მეი ლი, ამიტა სუმანი და ფრედი კარტერი ასრულებენ.
ბარდუგოს სლავური ფოლკლორის ელემენტებით გაჯერებული წიგნების სერია, რომელიც ტრილოგიასა და ორ ორწიგნეულს მოიცავს, დიდი პოპულარობით სარგებლობს ახალგაზრდა მკითხველში. სერიას გრიშავერსის სახელითაც მოიხსენებენ, რადგან მოქმედება გრიშების სამყაროში ხდება, სადაც მცხოვრებლები განსაკუთრებულ მაგიას — მცირე მეცნიერებას — ეუფლებიან.
The Guardian-ის მიერ ფენტეზის დედოფლად წოდებული ლი ბარდუგოს შექმნილი წიგნები მილიონობით ეგზემპლარადაა გაყიდული და თარგმნილია ათობით ენაზე, მათ შორის, ქართულადაც.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები