გამოთვალე შენი პლასტმასის ნაკვალევი
ფოტო: CENN
პლასტმასით დაბინძურება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გარემოსდაცვითი პრობლემაა, რომელსაც მსოფლიო მოსახლეობა დღესდღეობით აწყდება. The Guardian-ის ჟურნალისტმა 2017 წლის ზაფხულს პლასტმასის ზაფხული უწოდა, რასაც დიდი ყურადღება დაეთმო მედიაში და ამ დღიდან მოყოლებული გაჩნდა იმედი, რომ ეს გამოიწვევდა ცხოვრების სტილის ცვლილებებს გლობალურ დონეზე.
თუმცა, სანამ გლობალურ ფაქტებზე, შედეგებსა და რიცხვებზე ვისაუბრებთ, რომლებიც დედამიწაზე პლასტმასის ნეგატიურ გავლენას აჩვენებენ, მიმოვიხედოთ ჩვენ გარშემო, რა ვიცით ჩვენი ნეგატიური გავლენის შესახებ?
ერთ-ერთი მწერლის, რე ვივიანას მაგალითს მოგიყვებით, რომელმაც ორი წლის წინ დაიწყო ფიქრი და თვალის მიდევნება თავის ურნაში არსებულ პლასტმასაზე და მის გადამუშავებაზე. მაშინაც კი, როცა ის მოგზაურობდა, ყველგან საზოგადოებრივ შადრევნებს ან წყლის სადგურებს ეძებდა, რათა არ ეყიდა პლასტმასის ბოთლში ჩამოსხმული წყალი.
ფოტო: CENN
ხშირად ადამიანები არ ვსვამთ ონკანის წყალს, რადგან არ მივიჩნევთ მას უსაფრთხოდ და ხარისხიანად. თუმცა, თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ ადამიანები დღიურად საშუალოდ 1-დან 2 ლიტრამდე წყალს მოვიხმართ, გამოდის, რომ ყოველ 60 წამში მთელ მსოფლიოში მილიონი პლასტმასის ბოთლი იყიდება. ეს ასევე ნიშნავს, რომ მთლიანობაში, სანამ ამ პოსტის კითხვას დაასრულებთ, 10 მილიონი პლასტმასის ბოთლი იქნება გამოყენებული.
მიუხედავად იმისა, რომ მწერალმა შეამცირა პლასტმასის გამოყენება, პრობლემასთან გამკლავების პროცესში კიდევ ერთი გამოწვევა გამოიკვეთა — პლასტმასის უმეტესი ნაწილი ეთმობა ისეთ ყოველდღიურ საჭიროებებს, როგორებიცაა: საკვების შეფუთვა, საწმენდი და პირადი მოვლის საშუალებების კონტეინერები, რომლებიც აუცილებლად უნდა ჩანაცვლდეს გარემოსთვის უსაფრთხო მასალებით.
"იმის მიუხედავად, რომ ჩემი შედეგი იმედის მომცემია, ეს რიცხვები შეიძლება მნიშვნელოვნად გაუმჯობესდეს, რადგან როდესაც ორი წლის წინ დავიწყე ჩემი ურნის შემოწმება, ჩემი საერთო მოტივაცია რეალურად იყო ნულოვანი ნარჩენების ცხოვრების წესის მიღწევა," — ამბობს რე ვივიანა.
ბოლო რამდენიმე ათწლეულში გადამუშავების კულტურის ზრდის მიუხედავად, გასულ წელს ნარჩენების მხოლოდ 7% გადაიქცა ახალ ბოთლებად. ეს განპირობებულია იმით, რომ მომხმარებლებს მხოლოდ პირველადი წარმოების ბოთლების გამოყენება სურთ.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ გამოყენებული ბოთლების უმეტესობა ნაგავსაყრელზე ან ოკეანეში ხვდება და 2050 წლისთვის პლასტმასის ნარჩენები, სავარაუდოდ, გადაწონის ზღვებში/ოკეანეში ბინადარ თევზებს.
თუ გაინტერესებს, ამჟამად როგორია შენი პლასტიკური ნაკვალევი, გადადი ბმულზე, აირჩიე ის პიროვნება, რომელიც საუკეთესოდ აღწერს შენს დამოკიდებულებას პლასტმასის მიმართ. შედეგი და პროგრამის გამოთვლა დაგეხმარება, უფრო სწრაფად შეცვალო მიდგომები გარემოს მიმართ.
აპლიკაცია ჩემი პატარა პლასტიკური ნაკვალევის შესახებ
მთავრობები, მომხმარებლები თუ კომპანიები, ყველა პასუხისმგებლები ვართ ჩვენს გარემოზე. პლასტიკური ნაკვალევის შესამცირებლად, ყველამ უნდა დავიცვათ პლასტიკური დიეტა. ვინაიდან ადამიანები ყოველდღიურად ძალიან ბევრ პლასტმასას ვიყენებთ და მას ვხვდებით საკვებში, წყალში და ჰაერშიც კი, კარგი იქნება თუ გამოვიყენებთ აპლიკაციის ჩემი პატარა პლასტიკური ნაკვალევი (My Little Plastic Footprint), რომელიც დაგვეხმარება, შევამციროთ პლასტმასის მოხმარება, ავირჩიოთ მდგრადი ალტერნატივები და ამით თავიდან ავიცილოთ სხვადასხვა დაავადების ხელშემწყობი ტოქსიკური ქიმიკატების მოხვედრა ჩვენს ორგანიზმში.
ფოტო: CENN
როგორ მუშაობს აპლიკაცია — დაიწყე პლასტიკური ნარჩენების ძიება შენი სახლიდან
აპლიკაციას პლასტიკური ანაბეჭდის გამოსათვლელად გააჩნია პლასტიკური მასის ინდექსი (PMI), რომელიც დაგეხმარება, გამოთვალო შენი წვლილი გარემოს დაბინძურებაში. რაც უფრო ახლოს იქნება შენი PMI ნულთან, მით ნაკლებია შენი უარყოფითი გავლენა გარემოზე და პირიქით, რაც უფრო უახლოვდება შენი PMI 100-ს, მით უფრო მეტად დააბინძურებ გარემოს. პლასტიკური დიეტის დაცვით კი — საგრძნობლად შეამცირებ PMI–ს.
მეცნიერები ამბობენ, რომ პლასტმასაში შემავალმა ქიმიკატებმა შესაძლოა დაგვაავადოს და გამოიწვიოს ისეთი დაავადებები, როგორიცაა კიბო, გულის დაავადება, ალცჰაიმერი, დემენცია, პარკინსონის დაავადება, ართრიტი, იმპოტენცია და საშვილოსნოში მყოფი ჩვილების დაზიანებაც კი. თუმცა რადგან პროცესი ნელა და შეუმჩნევლად მიმდინარეობს, გვიჭირს პრობლემის სიმძაფრის აღქმა.
პლასტმასით დაბინძურება მნიშვნელოვანი პრობლემაა, მაგრამ, როგორც ამბობენ, თქვენ ვერ მართავთ იმას, რისი გაზომვაც არ შეგიძლიათ, ამიტომ გამოიყენეთ ეს კალკულატორი, რათა გაიგოთ, თუ პლასტმასის რამდენ ნივთს მოიხმართ ყოველწლიურად.
ფაქტი ერთია, პლასტმასით დაბინძურების პრობლემა ნამდვილად არსებობს და თითოეულ ჩვენგანს შეუძლია, წვლილი შეიტანოს მის გადაჭრაში. თუ ჯერ კიდევ არ იცი, საიდან დაიწყო, შეამოწმე შენი ოჯახის ურნა და ზუსტად გაიგებ, როგორ უნდა დაიწყო პლასტიკური ნაკვალევის შემცირება.
სტატია მომზადებულია პროექტის საზოგადოების გაძლიერება ცირკულარული გადაწყვეტების დანერგვისათვის საქართველოში, რომელსაც ახორციელებს CENN, USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის მხარდაჭერით.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები