თეგეტა ეკოლოგიური ტრანსპორტის განვითარებისათვის — ჰოლდინგი ქვეყნის მასშტაბით უნივერსალურ ელექტროდამტენებს განათავსებს
ფოტო: ტეგეტა
- დასამუხტი სადგურების ქსელის გაფართოება ელექტრომობილების ფლობას მნიშვნელოვნად გაამარტივებს
- ელექტროდამტენების მონტაჟი თეგეტამ მწვანე ემისიით გათვალისწინებული ვალდებულებების ფარგლებში დაიწყო.
თეგეტა ჰოლდინგი თბილისსა და რეგიონებში ელექტრომობილების უნივერსალურ დასამუხტ სადგურებს განათავსებს. ჰოლდინგის მსუბუქი ავტომობილების მიმართულება თეგეტა ქარსი, ჯამში, 70-მდე დამტენს მთელი ქვეყნის მასშტაბით დაამონტაჟებს, რომლებიც ნებისმიერი ბრენდის ელექტრომობილის მფლობელისათვის იქნება ხელმისაწვდომი.
პროცესი დედაქალაქიდან დაიწყება. უკვე შერჩეულია 15-მდე ლოკაცია. პირველ ეტაპზე ელექტრომოწყობილობები ცენტრალურ და ყველაზე დატვირთულ უბნებში განთავსდება - იქ, სადაც მოთხოვნა განსაკუთრებით დიდია.
პეტრე წაქაძე, თეგეტა ქარსის დირექტორი: "თეგეტა“, როგორც ფლაგმანი საავტომობილო სფეროში, უკვე წლებია ხელს უწყობს ელექტრომობილების პოპულარიზაციას არა მხოლოდ საქართველოს, არამედ რეგიონის მასშტაბით. ამის განხორციელება მხოლოდ შესაბამისი ინფრასტრუქტურის მოწყობით არის შესაძლებელი. თეგეტას, როგორც პასუხისმგებლობიან კომპანიას, თავისი წვლილი შეაქვს დასამუხტი სადგურების ქსელის გაფართოებაში. შედეგად, მარტივდება და უფრო მიმზიდველი ხდება ელექტრომობილის ფლობა. გარემოზე ზრუნვის პრინციპით შექმნილი საავტომობილო სეგმენტის განვითარება კი, თავის მხრივ, ეკოლოგიურ გამოწვევებთან გამკლავების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია".
ელექტრომობილებისათვის საჭირო ინფრასტრუქტურა ფართო მოხმარებისათვის იქნება განკუთვნილი, რაც იმას ნიშნავს, რომ დასამუხტი სადგურებით ისარგებლებს ნებისმიერი მსურველი ქვეყნის ნებისმიერ წერტილში. შედეგად, ელექტრომობილების მფლობელები მათთვის სასურველი დისტანციის დაფარვას შეუფერხებლად შეძლებენ.
საგანგებოდ შერჩეულ ლოკაციებთან ერთად, ელექტრომოწყობილობები დამონტაჟდება თეგეტას მომსახურების ცენტრებშიც, რომლებიც მთელ საქართველოს ფარავს. 28-ვე ფილიალი სწრაფი და სტანდარტული დამტენებით აღიჭურვება. სახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ავტომაგისტრალებზე კი 100-კილოვატიანი სწრაფი დასამუხტი სადგურები დამონტაჟდება. ამასთანავე, თეგეტა ჰოლდინგი მზად არის, ითანამშრომლოს კერძო კომპანიებთან, რომლებსაც სურთ, დამტენები თავიანთი ბიზნესობიექტების ტერიტორიაზე განათავსონ, და სრულიად უსასყიდლოდ უზრუნველყოს, დამტენების სტრატეგიულ ობიექტებზე დამონტაჟება.
ნიკოლოზ თევზაძე, თეგეტა ქარსის E Performance სპეციალისტი: "წამყვანი საავტომობილო ბრენდები უკვე აქტიურად გადადიან ელექტრიფიცირებული ავტომობილების წარმოებაზე. რამდენიმე წელიწადში გვექნება სრულიად ახალი მოცემულობა, როდესაც ბაზარზე მხოლოდ ელექტრომობილები იქნება. ამიტომაც არის ასე მნიშვნელოვანი საჭირო ინფრასტრუქტურის განვითარება. ამ მიმართულებით თეგეტა უკვე დიდი ხანია მუშაობს და დამტენების ქსელს სულ უფრო აფართოებს. ასევე მეტი სიმარტივისათვის თეგეტა შესაბამის აპლიკაციაზეც მუშაობს, რომლის დახმარებითაც მოქალაქეები დასამუხტი სადგურებით ისარგებლებენ".
პროექტს საავტომობილო სფეროს ლიდერი კომპანია მწვანე ემისიის ფარგლებში ახორციელებს. დამტენების მონტაჟის ვალდებულება ერთ-ერთია იმ მწვანე ინიციატივებს შორის, რომელიც თეგეტა ჰოლდინგის მწვანე ობლიგაციების ემისიის პროსპექტით არის გათვალისწინებული. დასამუხტი სადგურების მონტაჟის გარდა, ჰოლდინგმა მსუბუქი, სამგზავრო და სხვა ტიპის ელექტრიფიცირებული ტრანსპორტის იმპორტი და რეალიზაციაც უნდა განახორციელოს.
ეკოლოგიური ტრანსპორტის სეგმენტის განვითარების მიმართულებით თეგეტას უკვე დიდი გამოცდილება აქვს - ერთი მხრივ, თავის ჰოლდინგში შემავალ კომპანიებთან ერთად, ჰოლდინგი წლებია ცდილობს, ხელი შეუწყოს ელექტრომობილების პოპულარიზაციას ქვეყანაში და მეორე მხრივ, მისი მფლობელებისათვის კომფორტულ გარემოს ქმნის. ამის დასტურია ის 50-მდე დამტენი, რომლებიც კომპანიამ ბოლო წლების განმავლობაში თბილისსა და საქართველოს სხვადასხვა რეგიონში განათავსა. ეს ინიციატივები მკაფიოდ გამოხატავს კომპანიის პოზიციას ეკოლოგიურად სუფთა გარემოს შექმნის შესახებ.
--
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე, კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. მათ შორის, Bridgestone, Michelin, Varta, Bosch, Shell, Motul, Pirelli და სხვები. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები