აქცია ირა*ლიზე დასწრებისთვის დაკავებულთა მიმართ მიღებულ გადაწყვეტილებას ადამიანის უფლებათა ცენტრი გაასაჩივრებს
ფოტო: გვანცა სეთურიძე / On.ge
რა ხდება: ადამიანის უფლებათა ცენტრი (HRC) საჩივრით მიმართავს თბილისის სააპელაციო სასამართლოს.
- ორგანიზაცია მოითხოვს, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, საპროტესტო აქციის მონაწილე სამოქალაქო აქტივისტების — ლაშა ჯანჯღავას და ლევან ნიშნიანიძის ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობის და 2000 ლარით დაჯარიმების შესახებ.
რა ვიცით ამ ამბავზე: 2023 წლის 2 ივნისს, საქართველოს პარლამენტთან გამართულ აქციაზე, სახელწოდებით ირა*ლი, ლევან ნიშნიანიძე და ლაშა ჯანჯღავა ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
- ლევან ნიშნიანიძე და ლაშა ჯანჯღავა ამ აქციაში მონაწილეობდნენ და ბანერების გამოყენებით გამოხატავდნენ თავიანთ პროტესტს ხელისუფლების წარმომადგენლების ანტიდასავლურ განცხადებებთან დაკავშირებით.
პრობლემაა, რომ HRC-ის მიხედვით,
- დაკავების დროს დაკავებულებისთვის პოლიციას არ განუმარტავს უფლებები და არც დაკავების მიზეზი და საფუძვლები.
- ასევე, დაკავებამდე პოლიციის მხრიდან არ მომხდარა არანაირი გაფრთხილება.
- დაკავებული ლაშა ჯანჯღავა და ლევან ნიშნიანიძე პოლიციის თანამშრომლებმა გადაიყვანეს დუშეთის რაიონის დროებითი მოთავსების იზოლატორში.
- პოლიციამ ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, ადმინისტრაციული წესით დაკავებულებს გაუგრძელა 24-საათიანი დაკავების ვადა და შემდგომ ისე, რომ საქმე ჯერაც არ ჰქონდათ შეტანილი სასამართლოში, დაახლოებით 35 საათის გასვლის შემდეგ, ხელწერილით გაათავისუფლეს დროებითი მოთავსების იზოლატორიდან.
- შინაგან საქმეთა სამინისტრო ლაშა ჯანჯღავას და ლევან ნიშნიანიძეს ედავებოდა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-173-ე მუხლების დარღვევას, რაც გულისხმობს წვრილმან ხულიგნობას და სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას.
რა გადაწყვიტა სასამართლომ: ლაშა ჯანჯღავას და ლევან ნიშნიანიძის ადმინისტრაციული დაკავების საქმე თბილისის საქალაქო სასამართლომ განიხილა.
- ადამიანის უფლებათა ცენტრის თანახმად, შსს-ს არ წარუდგენია არანაირი სახის ვიდეომტკიცებულება და სამინისტროს წარმომადგენელი თავის მოსაზრებას ამყარებდა მხოლოდ დაკავებაში მონაწილე მოწმე პოლიციელების ჩვენებზე.
- "სასამართლოში, პოლიციელების მიერ მოწმის სახით მიცემული ჩვენებები იყო არათანმიმდევრული, ურთიერთგამომრიცხავი და არსებითად ეწინააღმდეგებოდა საქმეში დაცვის მხარის მიერ წარდგენილ ვიდეომტკიცებულებებს, სადაც უწყვეტ ვიდეოკადრზე იყო ასახული დაკავების პროცესი", — წერია ორგანიზაციის განხადებაში.
ბოლო ხაზი: HRC აცხადებს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლომ არ გაიზიარა საქმეზე წარდგენილი სანდო და რეალური მტკიცებულებები და პოლიციელების ცრუ ჩვენებებზე დაყრდნობით მიიღო გადაწყვეტილება ლაშა ჯანჯღავას და ლევან ნიშნიანიძის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით სამართალდამრღვევებად ცნობის თაობაზე.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები