რა პრობლემები აქვს სამთავრობო გეგმას "დეოლიგარქიზაციის შესახებ"
ფოტო: სასამართლოს გუშაგი
მოკლედ: მედიაში საქართველოს მთავრობის "დეოლიგარქიზაციის გეგმა" გამოქვეყნდა.
- მართლმსაჯულების საკითხებზე მომუშავე ორგანიზაცია, სასამართლოს გუშაგი, ამ გეგმას აფასებს, როგორც "Copy — Paste", რადგან მიიჩნევენ, რომ ახალი გეგმა იმეორებს იმ დებულებებს, რომელიც გასულ წელს პარლამენტში მმართველმა პარტიამ შეიმუშავა, სახელწოდებით — "სასამართლო სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმა.”
კონტექსტი: 2022 წლის 17 ივნისს, ევროკავშირში საქართველოს წევრობასთან დაკავშირებულ განცხადებაზე ევროკომისიამ, მეხუთე პრიორიტეტის საფუძველზე, გასცა რეკომენდაცია დეოლიგარქიზაციის ვალდებულების იმპლემენტაციაზე ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტერესების გადაჭარბებული გავლენის აღმოფხვრის გზით".
- 2022 წლის ნოემბერში სამთავრობო პარტიამ, ქართულმა ოცნებამ, მოამზადა შესაბამისი კანონპროექტი, მაგრამ ღიად თქვეს, რომ მათ მიერ მომზადებული კანონპროექტი ოლიგარქად ბიძინა ივანიშვილს კი არა, დავით კეზერაშვილს განსაზღვრავდა.
მაგალითად,
- "აქსიომაა, რომ "დეოლიგარქიზაციის კანონი" ივანიშვილზე არ გავრცელდება და ისიც აქსიომაა, რომ ამ კრიტერიუმებით, კეზერაშვილია ოლიგარქი", — ამბობდა ანრი ოხანაშვილი, კანონპროექტის თანაავტორი;
- "ოლიგარქი ივანიშვილი კი არა, სააკაშვილი და კეზერაშვილი არიან", — თქვა ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ.
- ამის შემდეგ კანონპროექტი, დასკვნისთვის, ვენეციის კომისიაში გააგზავნეს.
ვენეციის კომისიის შეფასება: 2023 წლის 13 მარტს, ევროპის საბჭოს ვენეციის კომისიამ ოცნების ინიციირებულ დეოლიგარქიზაციის კანონპროექტთან დაკავშირებით შუალედური დასკვნა გამოაქვეყნა.
- კომისიამ დაწერა, რომ "კანონპროექტით გათვალისწინებული ზომების ანალიზი ცხადყოფს, რომ მან შეიძლება გამოიწვიოს ადამიანის ევროპული კონვენციით დაცული ფუნდამენტური უფლებების დარღვევა და რომ კანონპროექტი მთავრობას ზედმეტ გავლენას ანიჭებს ამ პროცესზე".
რა პრობლემები ჰქონდა ოცნების კანონპროექტს: ვენეციის კომისიის ხედვით,
- გამოყენებული იყო პირადი მიდგომა, რაც გაურკვეველი კრიტერიუმების საფუძველზე განსაზღვრავდა და ახდენდა პირების სტიგმატიზებას;
- დაინახეს მაღალი რისკი, რომ კანონპროექტს, კანონად ფორმირების შემთხვევაში შეეძლო გამოეწვია "ადამიანის უფლებათა დარღვევა დასახული მიზნების მიღწევის ნაცვლად."
- კომისიამ განაცხადა, რომ "კანონის თვითნებური გამოყენების რისკი კიდევ უფრო მაღალია საჯარო განცხადებების ფონზე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ მიღების შემდეგ ის ოპოზიციაზეც გავრცელდება".
ბოლო ხაზი: ორგანიზაცია "სასამართლოს გუშაგი" მიიჩნევს, რომ მთავრობის მიერ მიღებულ დეოლიგარქიზაციის ახალ გეგმაში "დუბლირებულია" პარლამენტის მიერ შემუშავებული სტრატეგიული გეგმის დებულებები და წარმოდგენილი გეგმები არ ითვალისწინებს იმ ძირითად გამოწვევებსა და სისტემურ პრობლემებს, რაც საბოლოო ჯამში, მართლმსაჯულების დამოუკიდებლობის, გამჭვირვალობისა და ეფექტიანობის გაძლიერებას უკავშირდება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები