კაცის თქმით, კატარში სახის დამატენიანებლის მოხმარების გამო პროსტიტუციაში დასდეს ბრალი და ქვეყნიდან გააძევეს
ფოტო: TourScanner
კატარის ავიახაზების ყოფილი ბორტგამცილებელი ამბობს, რომ არაბულ ქვეყანაში პოლიციამ სახის დამატენიანებლის მოხმარების გამო დააკავა, მოგვიანებით კი იგი სამსახურიდან დაითხოვეს და ქვეყნიდან გააძევეს.
ინდონეზიელი გილბერტ იგნატიუსი ბრიტანულ გაზეთს უყვება, რომ კატარში სამუშაოდ 2016 წელს ჩავიდა. მაისში, როცა კაცი დედაქალაქ დოჰას ერთ-ერთ სასტუმროში დაბადების დღეს იხდიდა, მასთან პოლიციის ორი ოფიცერი მივიდა გასასაუბრებლად. იგნატიუსის თქმით, პოლიციის ოფიცრებმა მას და მის მეგობარს სახე ხელსახოცით მოსწმინდეს და შენიშნეს, რომ ორივეს დამატენიანებელი ჰქონდა წასმული. ამის შემდეგ, კაცი პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე გადაიყვანეს, სადაც, გილბერტის თქმით, უმტკიცებდნენ, რომ იგი პროსტიტუციაში იყო ჩართული. გამოკითხვის დროს იგნატიუსის ტელეფონში ბანგკოკის პრაიდზე გადაღებული ფოტოც აღმოაჩინეს. მას ასევე ჰკითხეს, საიდან ჰქონდა ჰერმესის ბრენდის ჩანთა და ქამარი.
გილბერტი ჰყვება, რომ ორჯერ მოითხოვა ინდონეზიის საელჩოსთან დაკავშირება, მაგრამ პოლიციელებმა განუცხადეს, რომ ის "კატარში იმყოფებოდა და მას არანაირი უფლება არ ჰქონდა".
გაზეთის ცნობით, იგნატიუსს მისთვის უცხო, არაბულ ენაზე შედგენილ აღიარებით ჩვენებაზე მოაწერინეს ხელი. მეორე დღეს იგი კატარის ავიახაზებში დაიბარეს, მისი პასპორტი დაიტოვეს და განუცხადეს, რომ ფრენა ეკრძალებოდა.
რამდენიმე კვირის შემდეგ, გილბერტი და მისი მეგობარი, რომელიც ასევე ავიახაზებში მუშაობდა, კომპანიის წარმომადგენელმა საუდის არაბეთის სასაზღვრო პუნქტთან მიიყვანა, პასპორტები დაუბრუნა და უთხრა, რომ ქვეყნის დასატოვებლად სამი დღე ჰქონდათ.
კატარის ავიახაზები ამბავს არ გამოხმაურებია. კომპანიაში არც მედიის შეკითხვებისთვის უპასუხიათ.
კატარი ქალებისა და ლგბტქ ადამიანების მიმართ დისკრიმინაციული პოლიტიკით გამოირჩევა. ამის გამო ქვეყანაში შარშან გამართულ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს საპროტესტო ტალღაც მოჰყვა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
კომენტარები