რა არის სმენის ნერვის სიმსივნე და როგორ გამოიხატება ის? — ინტერვიუ თოდუას კლინიკის ნეიროქირურგთან
ფოტო: თოდუას კლინიკა
სმენის ნერვის სიმსივნე არც ისე გავრცელებული დაავადებაა. აშშ-ს სტატისტიკური მონაცემებით, 100 000 მოსახლეზე წელიწადში მისი ერთი ან ორი შემთხვევა ფიქსირდება. სპეციალისტთა დაკვირვებით, დაახლოებით იგივე მაჩვენებელია საქართველოშიც. მიუხედავად იმისა, რომ სმენის ნერვის სიმსივნე იშვიათია, აუცილებელია, უფრო მეტი გავიგოთ დაავადების შესახებ, რათა შევძლოთ მისი სიმპტომების ამოკითხვა დროული დიაგნოსტიკისა და მკურნალობისთვის.
სმენის ნერვის სიმსივნეზე სასაუბროდ თოდუას კლინიკის ნეიროქირურგ დავით ბერიძეს მივმართეთ.
პირველ რიგში, გთხოვთ, აგვიხსენით რა არის სმენის ნერვის სიმსივნე?
სმენის ნერვის სიმსივნეს ნევრინომას, იგივე ვესტიბულური შვანომას (აკუსტიკური ნევრინომა) სახელითაც მოიხსენიებენ. ის წარმოადგენს სმენის ნერვის გარსის უჯრედებისგან განვითარებულ სიმსივნეს, რომელიც უმეტეს შემთხვევაში კეთილთვისებიანია. სიმსივნე ხშირად წელიწადში დაახლოებით 1-2 მმ-ით იზრდება, თუმცა არსებობს მისი სწრაფად მზარდი აგრესიული ავთვისებიანი ფორმებიც. ის შეიძლება შეგვხვდეს სხეულის ყველა მიდამოში, სადაც ნერვია, თუმცა თავის ტვინში ყველაზე ხშირად სმენის ნერვის შვანომები გვხვდება. იგი ძირითადად გავლენას ახდენს სმენასა და წონასწორობაზე.
მოსახლეობის რა კონტინგენტში გვხვდება ვესტიბულური შვანომა?
ეს სიმსივნე, ძირითადად, მოსახლეობის ზრდასრულ ფენაში ვლინდება, ორივე სქესში თითქმის თანაბარი განაწილებით. ზოგიერთი სტატისტიკით, მდედრობით სქესში უფრო ხშირია მისი შემთხვევები, თუმცა ამის მიზეზი უცნობია. ბავშვთა ასაკში ეს დაავადება პრაქტიკულად არ გვხვდება. ასევე, არსებობს გენეტიკურ დაავადებასთან (ნეიროფიბრომატოზთან) ასოცირებული შემთხვევებიც, რომლებიც შედარებით განსხვავებული მიმდინარეობით ხასიათდება და არის მრავლობითი ლოკალიზაციის.
რა სიმპტომებით ვლინდება სმენის ნერვის სიმსივნე?
შემთხვევათა 90%-ში აღნიშნული სიმსივნე ვლინდება სმენის დაქვეითებით იმ მხარეს, რომელ მხარესაც გაჩნდა წარმონაქმნი. სმენის დაქვეითების შემდეგ ყველაზე ხშირი სიმპტომია ყურში ხმაური, შუილი, წონასწორობის დარღვევა. ასევე, რადგანაც სმენისა და სახის ნერვები ანატომიურად ერთმანეთთან ძალიან ახლოს მდებარეობს, შესაძლებელია სახის ნერვის სიმპტომატიკის გაჩენაც, რაც ვლინდება სახის მიმიკური კუნთების უნებლიე მოძრაობით ან დამბლით, შესაბამისად, სახის დეფორმაციით. თუ სიმსივნე დიდი ზომისაა სიმპტომებს თან ახლავს თავის ტკივილი, რომელთან ერთადაც შესაძლებელია პაციენტს აღენიშნებოდეს გულისრევა, ღებინება და ყლაპვის გაძნელება.
როგორ ხდება ვესტიბულური შვანომას დიაგნოსტიკა და მკურნალობა?
ამ დაავადების დიაგნოსტიკის ოქროს სტანდარტს წარმოადგენს მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია კონტრასტული გაძლიერებით. ასევე, სმენის დაქვეითების ხარისხის დადგენა-აუდიოგრამა და ა.შ.
რაც შეეხება მკურნალობას, ტაქტიკა დამოკიდებულია ისეთ ფაქტორებზე, როგორებიცაა სიმსივნის ზომა, ლოკალიზაცია, პაციენტის ასაკი, ჩივილები და ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა. აქედან გამომდინარე, მკურნალობის ტაქტიკა შეიძლება იყოს 3 ტიპის:
დაკვირვება/კონტროლი — სიმსივნის მცირე ზომის შემთხვევაში (1 სმ-მდე), როდესაც სიმპტომები არ არის მკვეთრად გამოხატული, შესაძლოა, მხოლოდ დაავადების მონიტორინგით შემოვიფარგლოთ. ეს გულისხმობს რამდენიმეთვიანი ინტერვალით საკონტროლო მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიული კვლევის ჩატარებას კონტრასტით. ამ დროს ფასდება წარმონაქმნის ზრდის ხარისხი.
რადიოქირურგია — მცირე და საშუალო ზომის (1-3 სმ) სიმსივნეების დროს, შესაძლოა, მკურნალობის გზად არჩეულ იქნას რადიოქირურგია, რომელიც საკმაოდ ეფექტურია წარმონაქმნის ზრდის კონტროლისათვის.
ნეიროქირურგია — საშუალო და დიდი ზომის (3 სმ-ზე მეტი) სიმსივნეების შემთხვევაში ან მკვეთრად გამოხატული სიმპტომების დროს, უმეტესად, მივმართავთ ქირურგიულ ჩარევას და სიმსივნის ამოკვეთას. ოპერაციის შესრულების დროს უმნიშვნელოვანესია ისეთი უახლესი თანამედროვე ტექნოლოგიის გამოყენება, როგორიცაა ინტრაოპერაციული ნეიროფიზიოლოგიური მონიტორინგი. მისი მეშვეობით მინიმუმამდე მცირდება რისკები, რაც თავისთავად მკვეთრად ზრდის ოპერაციის ეფექტურობას. თუ კეთილთვისებიანი სმენის ნერვინომა ტოტალურად და წარმატებით ამოიკვეთა, იმავე ადგილას წარმონაქმნის ახლიდან გაჩენის ალბათობა პრაქტიკულად არ არსებობს.
რამდენად მნიშვნელოვანია დროული დიაგნოსტირება დაავადების წარმატებული მკურნალობისთვის?
ისევე როგორც, ზოგადად, ყველა სიმსივნე, სმენის ნევრინომის შემთხვევაშიც, რაც უფრო ადრე აღმოვაჩენთ წარმონაქმნს, მით უფრო მაღალია დაავადებისგან სრულად განკურნების ალბათობა. ასე რომ, სიმპტომების გაჩენის შემთხვევაში, პაციენტმა არ უნდა გადადოს ვიზიტი ექიმთან. დროული დიაგნოსტირებითა და ეფექტური მკურნალობით, შესაძლებელია ჩვეული ცხოვრების ხარისხის მაქსიმალურად შენარჩუნება.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები