როგორია მწვანე პარასკევი აგროსფეროში და რის შეძენას შეძლებთ თითქმის განახევრებულ ფასად? — ინტერვიუ ვიქტორ ლობჟანიძესთან
ფოტო: აგროსფერო
24 ნოემბერს ინოვაციური სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და ტექნიკის მაღაზიათა ქსელ აგროსფეროში მწვანე პარასკევი დაიწყო. ფასდაკლებაა მის თითქმის სრულ ასორტიმენტზე, ბევრ პროდუქტზე კი ფასები თითქმის განახევრებულია.
რა შეთავაზებები აქვს მწვანე პარასკევის ფარგლებში კომპანიას ფერმერებისთვის და როდემდე გაგრძელდება აქცია? — ამ და სხვა კითხვებით „აგროფეროს“ მარკეტინგის მენეჯერს, ვიქტორ ლობჟანიძეს მივმართეთ.
რას სთავაზობთ მომხმარებლებს მწვანე პარასკევს და როდემდე გასტანს აქცია?
ფოტო: აგროსფერო
პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი დარგიდან გამომდინარე შავ პარასკევს, აგროსფეროში მწვანე პარასკევის სახელით მოვიხსენიებთ. ეს არის აქცია, რომელიც გრანდიოზულ და უპრეცედენტო ფასდაკლებას სთავაზობს მომხმარებლებს — ბევრ პროდუქტზე, ფაქტობრივად, სალიკვიდაციო ფასებიც კი გვექნება.
მწვანე პარასკევს გერმანული მწარმოებლის CLAAS-ის ინოვაციურ ტრაქტორებს 96 500 ლარი აკლდება. რამდენიმე ათას ლარს დაზოგავენ მომხმარებლები იტალიური და ჩინური ტრაქტორების შეძენის შემთხვევაშიც. გარდა ამისა, ძალიან დიდი ფასდაკლებებია ღვინის საწარმო ინვენტარზე, სათესლე მასალებზე, სამუშაო იარაღებზე, ხელსაწყოებსა და სხვა მრავალ პროდუქტზე.
მწვანე პარასკევი ჩვენთან 24 ნოემბრიდან 30 ნოემბრის ჩათვლით, ანუ თვის ბოლომდე გაგრძელდება. ასე რომ, ვურჩევ ფერმერებსა და აგრომეურნეობით დაინტერესებულ პირებს, არ გაუშვან ეს შეთავაზება ხელიდან და გვესტუმრონ მაღაზიათა ქსელში ან ჩვენს ონლაინ პლატფორმაზე.
რომელ რეგიონებშია აგროსფეროს მაღაზიები წარმოდგენილი?
აგროსფეროს ფილიალები განთავსებულია თბილისში, კახეთისა და ქვემო ქართლის რეგიონებში. შიდა ქართლსა და დასავლეთ საქართველოში კი ჩვენი პროდუქცია პარტნიორ მაღაზიებშია წარმოდგენილი. გარდა ამისა, მომხმარებლებს შეუძლიათ ესტუმრონ აგროსფეროს ონლაინ პლატფორმას და ისარგებლონ საკურიერო მომსახურებით მთელი საქართველოს მასშტაბით.
აქვე გავიხსენოთ თქვენი წინა კამპანია — მზადება დიდი შემოდგომისთვის. რას ემსახურებოდა ის?
ამ კამპანიის მიზანი აგრომეურნეობით დაინტერესებული ადამიანებისთვის იმ თანამედროვე და ინოვაციური პროდუქციის გაცნობა იყო, რომლის გარეშეც დღეს სოფლის მეურნეობა წარმოუდგენელია. დასახული მიზნების მიღწევა და სასურველი მოსავლის მიღება მხოლოდ მათი გამოყენებითაა შესაძლებელია. ასევე, გვსურდა, საზოგადოებისთვის გაგვეცნო ფერმერები, რომლებიც სწორედ ამგვარ პროდუქციას იყენებენ, ნერგავენ თანამედროვე მიდგომებს და შედეგად, ხარისხიან და უხვ მოსავალს იღებენ.
აგროსფეროს ერთ-ერთი მიზანი აგროგანათლებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდაცაა. რატომ არის ეს ასეთი მნიშვნელოვანი?
დღეს კიდევ უფრო სწრაფად იცვლება კლიმატი, ჩნდება ახალი გამოწვევები, შესაბამისად, საჭიროა ადაპტაცია და ახალი მიდგომების დანერგვა. ამასთან ერთად, ბაზარზე ჩნდება ტექნოლოგიები, რომლებიც შრომასაც ამსუბუქებს და უკეთესი პროდუქტის მოყვანაშიც ეხმარება ფერმერს. ამიტომ სასურველი შედეგების მიღება შეუძლებელია, თუ ამ ინფორმაციაზე ხელი არ მიგიწვდება. აგროსფეროსთვის მნიშვნელოვანია ფერმერებს არა მხოლოდ თანამედროვე პროდუქტები წარვუდგინოთ, არამედ დავეხმაროთ მათ ფეხი აუწყონ ამ ცვლილებებს. ეს კი არა მხოლოდ ფერმერს ეხმარება მოიყვანოს ხარისხიანი და უხვი მოსავალი, არამედ აისახება თითოეული ჩვენგანის რაციონზე.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები