როგორ იქცა ეთნო-წისქვილი რესტორან-მუზეუმად?
ფოტო: წისქვილი ჯგუფი
რთული წარმოსადგენია არ იცნობდეთ ეთნო-წისქვილს, თუ ქართული ტრადიციული სამზარეულოსა და, ზოგადად, ქართული კულტურის მოყვარული ხართ. ეს არის რესტორანი, რომელიც სტუმრებს არა მხოლოდ ავთენტურ ქართულ კერძებს სთავაზობს, არამედ კულტურულ მრავალფეროვნებას, ადგილობრივ ფოლკლორსა და ქორეოგრაფიას აცნობს. სწორედ ამიტომ უწოდეს ეთნო-წისქვილს რესტორანი-მუზეუმი და სწორედ ამიტომ იზიდავს ის იმ უცხოელ სტუმრებს, რომელთაც ნამდვილი საქართველოს გაცნობა სურთ.
ფოტო: წისქვილი ჯგუფი
ცოტამ თუ იცის, რომ ეთნო-წისქვილს ხანგრძლივი, თანაც განვითარების ძალიან საინტერესო ისტორია აქვს. ყველაფერი 2002 წელს დაიწყო, დღეს სხვადასხვა ობიექტებით დატვირთული ეს ქუჩა, იმ დროს არც ინფრასტრუქტურულად იყო გამართული და არც ნორმალური საავტომობილო გზით გამოირჩეოდა. წისქვილის დამფუძნებლებს ინსპირაცია აქ არსებულმა ბუნებრივმა ჩანჩქერმა და უძველესმა წყლის წისქვილმა მისცა, რომელიც რესტორანში დღემდე უცვლელადაა შენარჩუნებული და ფუნქციონირებს.
ფოტო: წისქვილი ჯგუფი
"იმ დროს, როდესაც ეთნო წისქვილის მშენებლობას ვგეგმავდით, ორი თვით რომში წავედი საცხოვრებლად, სადაც უძველესი ნანგრევებისა და მუზეუმების გარემოცვაში აღმოვჩნდი. ეთნო წისქვილის არქიტექტურის ინსპირაციაც სწორედ იქ გამიჩნდა. მინდოდა, ხელუხლებლად შემენარჩუნებინა რელიეფი და აქ მოსული სტუმრებისთვის შემექმნა განცდა, თითქოს უძველეს ციხესიმაგრეში მოხვდნენ. ძველი და თანამედროვე დეტალების სინთეზის შედაგად მივიღეთ სრულიად ახალი ხასიათისა და არქიტექტურის ობიექტი. მისი მიბაძვით დღეს, შესაძლოა, სხვაგანაც გადააწყდეთ მსგავს სივრცეებს. მე ამ პროცესს ხუმრობით წისქვილიზაცია ვუწოდე", — ამბობს წისქვილი ჯგუფის ერთ-ერთი დამფუძნებელი და რესტორნის მთავარი არქიტექტორი, მამუკა ჩხაიძე.
ფოტო: წისქვილი ჯგუფი
გამორჩეული არქიტექტურის გარდა, ეთნო-წისქვილმა თავიდანვე გაითქვა სახელი უგემრიელესი ავთენტური კერძებითა და მომსახურებით. მისი სამზარეულო დღემდე სტაბილურად ინარჩუნებს უმაღლეს ხარისხს და სტუმრებს გამორჩეული ქართული გემოებით ანებივრებს. ამჟამად წისქვილის მენიუზე მისი ბრენდ შეფი ალექს ნათაძე ზრუნავს, რომელიც Gault&Millau Georgia-ს მიერ, 2023 წლის აღმოჩენად არის დასახელებული.
თუკი ეთნო-წისქვილს ესტუმრებით, გემრიელი კერძების დაგემოვნების გარდა, არაჩვეულებრივი სანახაობის მომსწრეც გახდებით. აქ სტუმრებისთვის ყოველდღე ეწყობა მუსიკალური და ქორეოგრაფიული დღესასწაული, რა დროსაც ცოცხლდება ქართული ცეკვა-სიმღერის ავთენტური ნიმუშები. ეთნო წისქვილში უძველესი სამუზეუმო ექსპონატების დათვალიერებაც შეგეძლებათ, რომლებიც მის სხვადასხვა კონცეფციის დარბაზებშია გამოფენილი.
ფოტო: წისქვილი ჯგუფი
"წისქვილი არ არის მხოლოდ კვების ობიექტი, მისი გარემო ვიზიტორებს აძლევს ემოციას, რომელიც მათ თან დიდხანს მიჰყვებათ. უცხოელებისთვის კი ჩვენთან სტუმრობა არის ქართული კულინარიის, კულტურის, ფოლკლორისა და არქიტექტურის გაცნობის საუკეთესო საშუალება", — ამბობს წისქვილი ჯგუფის გენერალური დირექტორი, გიორგი შველიძე.
იმას, რომ ეთნო-წისქვილი სარესტორნო საქმიანობაში უპირობო ლიდერია, უამრავი ადგილობრივი და საერთაშორისო ჯილდოც მოწმობს, რომლებიც ეთნო-წისქვილმა სხვადასხვა დროს საუკეთესო არქიტექტურისთვის, ინოვაციებისთვის, კერძებისა თუ მომსახურებისთვის მიიღო.
ფოტო: წისქვილი ჯგუფი
ეთნო-წისქვილს დროთა განმავლობაში სხვა სივრცეები — ლუდის მოედანი, სანადიმო, ღვინის ეზოც მიემატა. ასე რომ, როდესაც ბელიაშვილის ქუჩაზე არსებულ წისქვილს ესტუმრებით, არ გაგიკვირდეთ, თუკი ერთგვარ მინი ქალაქში აღმოჩნდებით, ქალაქში, სადაც საუკეთესო კერძებთან ერთად, ქართულ კულტურასაც გაეცნობით.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები