სამსახურში Secret Santa-ს თამაშობ? აი, რა აჩუქო მას, ვისაც ჯერ კარგად არ იცნობ
ფოტო: On.ge
ახალ წელთან ერთად ყოველწლიური Secret Santa-ს ტრადიციაც მოგვიახლოვდა. თუ შენ და შენმა თანამშრომლებმა თამაში უკვე დაიწყეთ, თუმცა ისეთი ადამიანი შეგხვდა, რომელზეც თითქმის არაფერი იცი, შენს დასახმარებლად მოვედით.
თუ საჩუქარზე ფიქრით ჯერ კიდევ თავს იმტვრევ და წარმოდგენა არ გაქვს, შენს თანამშრომელს რით გაახარებ, ამ სტატიაში 10 საჩუქრის იდეას შემოგთავაზებთ, რომელიც ყველასთვის სანატრელ სანტად გაქცევს.
1. ვარდისფერი მშრალი ღვინო კენკრის არომატით
ფოტო: On.ge
ახალი წელი საყოველთაო ზეიმთან და დროის ძვირფას ადამიანებთან გატარებასთან ასოცირდება, საყვარელი სასმელი კი ამ მხიარულების განუყოფელი ნაწილია. ისეთი თანამშრომლის პოვნა გაგიჭირდება, რომელსაც კარგი ღვინით ვერ გაახარებ, ამიტომ, თუ კვლავ ყოყმანობ, Mouton Cadet-ის ვარდისფერი მშრალი ღვინო მხსნელად მოგევლინება.
ფასი: 43 ₾ / დეტალურად ნახვა
2. სამაგიდო თამაში Avalon
ფოტო: On.ge
ალბათ, ყველას გვყავს ისეთი თანამშრომელი, რომელსაც სამაგიდო თამაშები განსაკუთრებულად უყვარს და მათ ხსენებაზე მზადაა, ყველა საქმე გვერდით გადადოს. სამაგიდო თამაში Avalon არამხოლოდ იმაში დაგეხმარება, რომ საუკეთესო სანტად იქცე, არამედ თანამშრომლებსაც უკეთ გაგაცნობს და შემდეგ წელს, როცა Secret Santa-ში რომელიმე მათგანის სახელს დაინახავ, იმავე გამოწვევის წინაშე აღარ აღმოჩნდები.
ფასი: 69 ₾ / დეტალურად ნახვა
3. თვალის ჩრდილების პალიტრა
ფოტო: On.ge
შესაძლოა, შენს თანამშრომელზე ბევრი რამ არ იცოდე, თუმცა ზოგჯერ მისი გარეგნობაც ბევრისმთქმელია. იმისთვის, რომ გაიგო, შენი ადრესატი მაკიაჟის მოყვარულია თუ არა, სოციალურ ქსელში მათი ერთხელ დასტალკვაც გეყოფა და თუ ასე აღმოჩნდება, ფერად, ბრჭყვიალა თვალის ჩრდილებზე უკეთეს საახალწლო საჩუქარს ვერ იპოვი.
ფასი: 41,49 ₾ / დეტალურად ნახვა
4. კისრის გასაბერი ბალიში მსოფლიო რუკის გამოსახულებით
ფოტო: On.ge
ყველა ოფისში მოიძებნება ერთი ისეთი თანამშრომელი, რომელიც სულ გზაშია. თვალს დაახამხამებ და უკვე სხვა ქვეყნიდან გიქნევს ხელს ან ჩემოდანს ალაგებს, იმის გარკვევა კი გიჭირს, როცა შენ საქმეებში იძირები, ის ყველაფრის მოსწრებასთან ერთად მოგზაურობასაც როგორ ახერხებს. ასეთი ადამიანისთვის სამგზავრო ბალიში მისწრებაა, იქნებ, თვითმფრინავში მაინც გამოიძინოს.
ფასი: 50 ₾ / დეტალურად ნახვა
5. ლეპტოპის ჩასადები
ფოტო: On.ge
თუ თავად ისეთი ადამიანი ხარ, რომელიც პრაქტიკულ საჩუქრებს ყველაზე მეტად აფასებს ან ფიქრობ, რომ სჯობს, თანამშრომელს ისეთი რამ შეურჩიო, რომელსაც ყოველდღიურად გამოიყენებს, ლეპტოპის ჩასადები კარგი გამოსავალია. დღეს უმეტესად ადამიანები ოფისში თავიანთი ლეპტოპებით დადიან და თუ შეამჩნევ, რომ შენი ადრესატიც ასე იქცევა, ჩანთის განახლება სულაც არ აწყენს.
ფასი: 49 ₾ / დეტალურად ნახვა
6. ლანჩის ჩანთა
ფოტო: On.ge
შენს სამსახურშიც იქნებიან ადამიანები, რომლებიც მუდმივად სახლიდან წამოღებული საჭმლით დადიან და თავს ეუბნები, რომ ორშაბათიდან შენც მათ მიბაძავ. შენს ადრესატს ლანჩის ჩანთა იმ შემთხვევაშიც გამოადგება, თუ თავადაც სახლიდან წამოღებული საჭმლის ტარება ურჩევნია და მაშინაც, თუ ამ ჩვევის გამომუშავებისთვის მოტივაცია სჭირდება.
ფასი: 94,90 ₾ / დეტალურად ნახვა
7. აქსესუარების სათავსო
ფოტო: On.ge
ადამიანების კარგად გასაცნობად მათზე ყოველდღიური დაკვირვება კიდევ ერთი შესანიშნავი მეთოდია — შესაძლოა, შენი ადრესატი ყოველდღიურად ბეჭდებს, სამაჯურებს, საათებსა თუ ყელსაბამებს ატარებდეს, რაც საქმეს გაგიმარტივებს. აქსესუარების სათავსო მათ ნივთების ორგანიზებაში დაეხმარება, შენ კი შესანიშნავ საიდუმლო სანტად გაქცევს.
ფასი: 69 ₾ / დეტალურად ნახვა
8. ტილოს ბლოკნოტი კარლო კაჭარავას "კაფკას" გამოსახულებით
ფოტო: On.ge
მართალია, ახალმა ტექნოლოგიებმა საკანცელარიო ნივთები ჩაანაცვლა, თუმცა ადამიანების დიდმა ნაწილმა ბლოკნოტების სიყვარული მაინც ვერ მოიშალა, ამიტომ ტილოს ორიგინალური ბლოკნოტით შენს ადრესატს ახალი წლის დღეებს გაულამაზებ და თავსაც ადვილად დაამახსოვრებ.
ფასი: 38 ₾ / დეტალურად ნახვა
9. წვერის მოვლის ნაკრები
ფოტო: On.ge
ისეთი თანამშრომელიც გეყოლება, რომელიც თავის წვერს შვილივით უფრთხილდება და ამაზე დაუსრულებლად ლაპარაკიც შეუძლია. მისთვის წვერის მოვლის ნაკრები ზედგამოჭრილია, ამაზე მეტი რაღა უნდა ინატროს? შენ კი საუკეთესო სანტის წოდება გარანტირებული გექნება.
ფასი: 76,50 ₾ / დეტალურად ნახვა
10. საკუთარი მუსიკალური ყუთი
ფოტო: On.ge
ახალი წელი კრეატიულობისა და განსხვავებული რამის ცდისთვის სწორედ რომ შესაფერისი დროა — Kikkerland-ის მუსიკალური ყუთი იმ ნივთებისგან, რომელიც აქამდე გინახავს, იმით განსხვავდება, რომ მასზე ნოტების დატანა თავად შეგიძლია, ხოლო როცა მუსიკალურ ყუთს დაატრიალებ, ის სწორედ შენს შექმნილ მელოდიას დაუკრავს. მელომანების სამოთხე არც შენს ადრესატს დატოვებს გულგრილს.
ფასი: 100 ₾ / დეტალურად ნახვა
თუ ამ სტატიაში მითითებული ბმულებიდან რომელიმე ნივთს იყიდით, ჩვენ, შესაძლოა, პარტნიორი მაღაზიისგან მცირე საკომისიო მივიღოთ. მსგავსი პარტნიორობა არ გულისხმობს ჩვენს სარედაქციო საქმიანობაში ჩარევას და გვეხმარება, დავაფინანსოთ დამოუკიდებელი მედიის საქმიანობა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები