"აბზასმედიის" დაფინანსების გამო, ბაქო დასავლეთს შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს
ფოტო: Azertaj
აზერბაიჯანი მიიჩნევს, რომ აშშ, საფრანგეთი და გერმანია ქვეყნის შიდა საქმეებში ერევიან, როდესაც დამოუკიდებელი მედია გამოცემას, AbzasMedia-ს აფინასნებენ. გამოცემის ოფისში პოლიციამ, გასულ კვირას, რეიდი მოაწყო.
სამშაბათს, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ, დაფინანსების საკითხის განსახილველად, საფრანგეთის, გერმანიის და აშშ-ის ელჩები დაიბარა.
მათი განცხადების მიხედვით, შეხვედრის დროს სამინისტრომ აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), ამერიკული არაკომერციული ორგანიზაცია FreedomNow და დანიის New Democracy Fund აზერბაიჯანის ტერიტორიაზე არალეგალური ფინანსური რესურსების გადარიცხვაში დაადანაშაულა, რაც "არღვევს გრანტის მიღების წესს და "აბზასმედიას" საქმიანობაში უკანონო წვლილის შეტანაა".
სამინისტრომ აღნიშნა, რომ საელჩოების "უკანონო ქმედებები არის დიპლომატიური ურთიერთობების შესახებ ვენის კონვენციის დარღვევა".
გასულ კვირას, აზერბაიჯანმა "აბზასმედიას" ოფისებში რეიდი ჩაატარა და დააკავა კომპანიის დირექტორი ულვი ჰასალი, მთავარი რედაქტორი სევინჯ ვაგიფგიზი და დირექტორის მოადგილე მაჰამად კეკალოვი.
ისინი კონტრაბანდაში დაადანაშაულეს.
ელჩის გამოძახების საპასუხოდ, აშშ-ის საელჩომ აზერბაიჯანში, ოთხშაბათს, "ამერიკის ხმას“ განუცხადა, რომ USAID-ის მიმართ ბრალდებები "მცდარია და ფუნდამენტურად არასწორად ახასიათებს დახმარების მიზანს".
"როგორც ყოველთვის, ჩვენი დახმარება გამჭვირვალეა. USAID-ის ყველა პროგრამა ხელს უწყობს დემოკრატიულ ღირებულებებს, რომლებიც მიზნად ისახავს თავისუფალ და მშვიდობიან საზოგადოებებს”, — განაცხადეს მათ.
გერმანიის საელჩომ დაუყონებლივ უარყო მის მიმართ წაყენებული ბრალდებები და გამოთქვა შეშფოთება კეკალოვის დაკავების გამო, რომელიც, ასევე, არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების აქტივისტი და ხელმისაწვდომი მოდის ბრენდის დამფუძნებელი, მის მიერ შექმნილი ტანსაცმლის ხაზები ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საჭიროებებს.
"გერმანიის საელჩო მხარს მუდმივად უჭერდა მაჰამედ კეკალოვს და მის სოციალურ ვალდებულებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ, მათ შორის, 1500 ევროს ფინანსური კონტრიბუციით, Kekalove Adaptive-ის მიერ შშმ პირთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ორგანიზებული მოდის ჩვენებასთან დაკავშირებით 2021 წლის 3 დეკემბერს.
შეშფოთებულები ვართ კეკალოვისთვის წაყენებული ბრალდებით და ველოდებით, რომ მისი სასამართლო პროცესი იქნება სამართლიანი", — ნათქვამია გერმანიის საელჩოს განცხადებაში.
აზერბაიჯანელი გამომძიებელი ჟურნალისტი, ხადიჯა ისმაილი ამბობს, რომ აზერბაიჯანის მთავრობის კრიტიკა დასავლეთის საელჩოების მიმართ აჩვენებს, თუ ვის მიმართ არის ლოიალური ამჟამად.
"ქვეყნები, რომლებიც დასავლეთს მტრად აცხადებენ, ჩვეულებრივ, რუსეთის მკლავებში არიან. აქამდე დაბალანსებულ საგარეო პოლიტიკაზე მაინც საუბრობდნენ; ახლა აზერბაიჯანის ხელმძღვანელობის რიტორიკა არაფრით განსხვავდება ლუკაშენკოს რიტორიკისაგან“, — თქვა ისმაილმა.
სამშაბათს, AbzasMedia-ს რეიდიდან ერთი კვირის შემდეგ, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ, ასევე, ბრალი წაუყენა დამოუკიდებელი ონლაინ ტელევიზიის Kanal 13-ის დამფუძნებელს აზიზ ორუჯოვს, ნებართვის გარეშე სახლის აშენების გამო.
ჟურნალისტები და უფლებადამცველები აცხადებენ, რომ ორუჯოვის დაკავება და AbzasMedia-ზე რეიდი, პოლიტიკურად მოტივირებული იყო.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები