ზავი დასრულებულია — ისრაელი ღაზას კვლავ ბომბავს
ფოტო: Mahmud Hams / AFP - Getty Images
რა ხდება: ზავის ამოწურვიდან მალევე, ისრაელის სამხედრო თვითმფრინავებმა ღაზის დაბომბვა გააგრძელეს. ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ომი სრული ინტენსივობით გაგრძელდა.
დეტალები: დაიბომბა ღაზის სამხრეთი, აფეთქებებია ჩრდილოეთითაც, ქალაქ ღაზის სიახლოვეს.
- საჰაერო განგაშის სიგნალი ისმოდა ისრაელშიც, ღაზის საზღვართან ახლოს. სავარაუდოდ, დარტყმები განაახლა ჰამასმაც.
- ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადება, ავიადარტყმების განახლების შესახებ, ზავის ამოწურვიდან 30 წუთის შემდეგ გავრცელდა.
რა მოხდა ზავის ფარგლებში: ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება 24 ნოემბერს შევიდა ძალაში. თავდაპირველად, ზავის ხანგრძლივობა 4 დღით განისაზღვრა, თუმცა, კატარისა და ეგვიპტის შუამავლობით, მოლაპარაკებების შედეგად, კიდევ რამდენიმე დღით გახანგრძლივდა.
- ერთკვირიანი ზავის დროს, ჰამასმა და სხვა დაჯგუფებებმა ღაზაში გაათავისუფლეს 100-ზე მეტი მძევალი, მათი უმეტესობა ისრაელელია. ისრაელის ციხეებიდან კი, სანაცვლოდ, 240 პალესტინელი პატიმარი გამოუშვეს.
- ყველა გათავისუფლებული პირი ქალი და ბავშვია, მაგრამ იმის გამო, რომ მძევლებს შორის კვლავ რჩებიან არასრულწლოვანები და ქალები, ზავის შემდგომი გაგრძელების თაობაზე მოლაპარაკება გართულდა.
- ზავის დროს გათავისუფლდა 83 ისრაელელი, მათ შორის არიან ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირები. 24 ტყვე — 23 ტაილანდელი და ერთი ფილიპინელი ასევე თავისუფლები არიან, მათგან რამდენიმე კაცია.
- ამ დრომდე ვერ აზუსტებენ, დარჩენილ ტყვეებს შორის რამდენი არის სამხედრო ქალი.
- ცეცხლის შეწყვეტამდე ჰამასმა გაათავისუფლა ოთხი მძევალი, ისრაელის არმიამ თავად შეძლო ერთის დახსნა.
- ღაზაში ორი ტყვე გარდაცვლილი იპოვეს.
- ზავის ფარგლებში, ისრაელის ციხეებიდან გათავისუფლებული 240 პალესტინელი პატიმარი, ძირითადად, მოზარდები არიან, რომლებსაც ბრალი ედებოდათ ისრაელელ ჯარისკაცებთან დაპირისპირებისას ქვების და ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენებაში. ასევე, გათავისუფლებულებს შორის არიან ისრაელელ სამართალდამცველებთან დაპირისპირების გამო დაკავებული ქალებიც.
ზეწოლა ისრაელზე: ბოლო პერიოდის განმავლობაში, ისრაელზე ზეწოლა იზრდება, მათ შორის, მისი მოკავშირე აშშ-სგან. ქვეყნები მოითხოვენ, რომ პალესტინელი მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად უფრო მეტი გაკეთდეს.
- აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი გუშინ ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა. ეს არის მისი მესამე ვიზიტი ისრაელში, ომის დაწყების შემდეგ.
- მან იმედი გამოთქვა, რომ ზავი კიდევ გაგრძელდებოდა და აქვე, აღნიშნა, რომ თუ ისრაელი გააგრძელებდა ომს და ჰამასზე თავდასხმები სამხრეთისკენაც გადაინაცვლებდა, ისრაელს უნდა ემოქმედა საერთაშორისო სამართლის ნორმების შესაბამისად და ასევე, უნდა ჰქონოდა მკაფიო გეგმა, მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად.
- მისივე თქმით, ისრაელის ლიდერებს ესმით, რომ დაღუპული და უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანების რაოდენობა, ღაზის ჩრდილოეთით, იმდენად მაღალია, რომ სამხრეთში იგივე არ უნდა განმეორდეს.
- ღაზის მოსახლეობის უდიდესი ნაწილი ახლა სამხრეთით მდებარე დასახლებებშია, მათ წასასვლელი არსად აქვთ, ამიტომაც ჩნდება კითხვა, თუ როგორ ჩაივლის ისრაელის თავდასხმები დიდი მსხვერპლის გარეშე.
- ნეთანიაჰუს ტყვეების ოჯახები კატეგორიულად სთხოვენ, დააბრუნოს გატაცებულები სამშობლოში, თუმცა მთავრობაში მყოფი მისი ულტრამემარჯვენე პარტნიორები, ასევე, მოითხოვენ, გააგრძელოს ომი, ვიდრე ჰამასი არ განადგურდება.
ბოლო ხაზი: ჰამასი ისრაელს თავს 7 ოქტომბერს დაესხა, მოკლეს 1200 ადამიანი, უმეტესობა — მშვიდობიანი მოქალაქე.
- 240-ზე მეტი ტყვედ წაიყვანეს.
- მას შემდეგ, ისრაელის დაბომბვას და სახმელეთო შეჭრას ღაზაში 13 ათასზე მეტი პალესტინელი ემსხვერპლა, მათგან ორი მესამედი ქალები და ბავშვები არიან.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები