ეს იქნება აქამდე არ გაგონილი ხმების პარტია — ტარიელ ნაკაიძის ოპ-ედი
2023 წლის 19 ნოემბერს, პოლიტიკური პარტია რეგიონები საქართველოსთვის სადამფუძნებლო ყრილობა ჩატარდა.
ქვეყანაში არსებული პოლიტიკური ქაოსის და პოლარიზაციის პირობებში, საჭიროდ გვესახება კიდევ ერთი ახალი პროდასავლური პოლიტიკური პარტია, პოლიტიკური პროცესის გაჯანსაღების მიზნით. განსაკუთრებით, ისეთ რთულ და გარდამტეხ პერიოდში, როდესაც მოსახლეობის უდიდეს ნაწილს არც მმართველი გუნდი მოსწონს და არც ოპოზიციური პარტიები ეიმედება.
ვიაზრებთ რა ჩვენს მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობას, მივიღეთ გადაწყვეტილება, დაფუძნდეს თავისი წარმომადგენლობით ერთ-ერთი მრავალფეროვანი პარტია —რეგიონები საქართველოსთვის.
ეს იქნება ახალი პოლიტიკური პარტია, რომელიც ისაუბრებს სოციალურ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ და ადამიანის უფლებების ყველა შრეზე, რომელიც დღეს ყველაზე მეტად აწუხებს საქართველოს მოქალაქეებს.
- ეს პარტია იქნება აქამდე არ გაგონილი ხმების, ჩვენი მოქალაქეების, რეგიონების, სოფლების, დაბების, ქალაქების, მთელი ერთიანი საზოგადოების ხმა, რომელთაც ხშირად საერთო ტკივილები და გამოწვევები აწუხებთ და პოლიტიკური კინკლაობის გამო, სრულიად იგნორირებულია.
ჩვენ კარგად გვესმის, რომ რომელიმე სოფელში თუ მუნიციპალიტეტში, კონკრეტული ინფრასტრუქტურული ან სოციალური პრობლემა ერთნაირი გამოწვევაა, როგორც ეთნიკური და რელიგიური უმრავლესობის, ასევე უმცირესობისთვის — როცა სოფელს დასალევი წყალი არ აქვს, ის ერთნაირად აწუხებს ყველა მოქალაქეს.
ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს კულტურული, რელიგიური, ლინგვისტური მრავალფეროვნების შენარჩუნება და ცივილიზაციურ სიმდიდრედ გარდაქმნას, პარალელურად იზრუნოს მოქალაქეთა ინტერესების გათვალისწინებით და შეუქმნას შესაბამისი გარემო, რომელიც ეფუძნება სამართლიანობას, თანასწორობასა და სოლიდარობას.
პარტია რეგიონები საქართველოსთვის განსაკუთრებულ მიზნად ისახავს პოლიტიკურ და ეკონომიკურ დეცენტრალიზაციას, რეალურ და არა ნომინალურ დემოკრატიულ მმართველობის ფორმას, როდესაც მოქალაქეები საკუთარ ცხოვრებას და მომავალს დამოუკიდებლად განკარგავენ, აქვთ თანაბარი წვდომა ბუნებრივ და ფინანსურ რესურსებზე, შეუძლიათ ნაკლები ბიუროკრატიის მეშვეობით ადგილზე მეწარმეობის განვითარება და დოვლათის შექმნა. სახელმწიფო ხელისუფლება უნდა იცავდეს უპირველესად მოქალაქის ინტერესებს, ხელს უწყობდეს ადგილობრივი წარმოების განვითარებასა და ნოვაციის დანერგვას, რომელიც კონკრეტული რეგიონის შესაძლებლობის მიხედვით განვითარდება და ჩამოყალიბდება. ასე გაჩნდება ადგილზე ფინანსური რესურსი, რომელიც ერთი მხრივ, ადგილზე მცხოვრებ ადამიანს უკეთესი მომავლის შექმნის შესაძლებლობას გაუჩენს და მეორე მხრივ — საერთო ბიუჯეტი გაიზრდება.
ჩვენთვის დეცენტრალიზაცია არის საქართველოს სახელმწიფოს განვითარების ქვაკუთხედი, რომელიც მოქალაქეთა ყველა შრეში გააჩენს დემოკრატიული მმართველობის ფორმებს, რაც საქართველოს ყველა მოქალაქეს ასე სასიცოცხლოდ სჭირდება.
ჩვენთვის განსაკუთრებით პრიორიტეტულია ქალთა მონაწილეობა პოლიტიკაში და კონკრეტული სოციალური ჯგუფის ინტერესების ასახვა ჩვენს სახელმწიფოებრივ, სოციალურ თუ ეკონომიკურ პროცესში.
ბუნებრივია, ჩვენი პარტიის მნიშვნელოვანი ბირთვიც იქნებიან ქალები, რომელთაც შეეძლებათ, სრული თანასწორობის პრინციპით, აქტიური მმართველები და გადაწყვეტილების მიმღებნი იყვნენ.
- საქართველოში, ბოლო წლებში გაიზარდა ეთნიკური და რელიგიური უმცირესობებიდან გამოსული სამოქალაქო აქტივისტების რაოდენობა და მათი ჩართულობის ხარისხი, რასაც მივესალმებით. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, პარალელურად ეს ხმა პოლიტიკის სფეროშიც მკაფიოდ ისმოდეს და კონკრეტული საჭიროებები და წუხილები დღის წესრიგში დადგეს.
- განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შშმ პირთა მიმართ სწორი და საჭიროებებზე მორგებული პოლიტიკის შემუშავება და დანერგვა, რომელიც სამწუხაროდ, უკიდურესად დიდ გამოწვევად რჩება დღევანდელ საქართველოშიც. ამ მიმართულებითაც იმუშავებს ჩვენი პარტია.
რეგიონები საქართველოსთვის არ შექმნილა არჩევნებისთვის, მას აქვს სურვილი მეტი ახალი სახე ჩართოს პოლიტიკაში, განურჩევლად რაიმე კონკრეტული ნიშნისა და შეძლოს იყოს მოქალაქეთა ხმა პოლიტიკის ყველა რგოლში.
ჩვენ, როდესაც ვსაუბრობთ უმცირესობასა და უმრავლესობაზე, ამით მხოლოდ ვაკონკრეტებთ, რომ ჩვენი საერთო საზოგადოების ხმა მოიცავს, მათ შორის, უმცირესობებისა და უმრავლესობების ხმასაც და ვუდგებით პრინციპით, რომ მხოლოდ საერთო მუშაობით, საერთო მომავლის შენებით შეგვიძლია ძლიერი, განვითარებული და ერთიანი საქართველოს სახელმწიფოს აშენება. სწორედ ამით ვიქნებით გამორჩეულნი, რომ არ მოგვერიდება მათ შორის, უმცირესობათა საჭიროებისა და პრობლემების დღის წესრიგში დაყენება და მანკიერი პოპულიზმი, რომელშიც, სამწუხაროდ, ასე ძლიერად არის ჩაძირული ჩვენი დღევანდელი პოლიტიკური ელიტა, არ იქნება ამ პარტიის ხელწერა.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია საქართველოს ევრო და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაცია უკეთესი სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური და უსაფრთხოების უზრუნველყოფისათვის, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს თანამედროვე გეოპოლიტიკურ ვითარებაში.
ჩვენ გვინდა ვუსმენდეთ მოქალაქეებს და კონკრეტულ ინტერესებზე მორგებული სტრატეგიით ვიბრძოლოთ უკეთესი მომავლის შესაქმნელად სამართლებრივი სახელმწიფოს ჩამოსაყალიბებლად.
პოლიტიკური პარტია რეგიონები საქართველოსთვის მიზანს წარმოადგენს:
1. ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესების წარმოდგენა და დაცვა; კანონის უზენაესობაზე, ევროპულ ღირებულებაზე დაფუძნებული სამართლებრივი სახელმწიფოს შენება; ადამიანის საყოველთაოდ აღიარებულ უფლებათა და თავისუფლებათა დაცვისათვის სამართლებრივი და ინსტიტუციური გარანტიების ჩამოყალიბება; საქართველოში მცხოვრები უმცირესობების პოლიტიკურ საქმიანობაში ჩართვა, მათი უფლებების დაცვისა და განხორციელების უზრუნველყოფა; ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების განვითარების საყოველთაო ხელშეწყობა.
2. სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის განმტკიცება, ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა და უზრუნველყოფა, სახელმწიფოს უსაფრთხოების სისტემის გაძლიერება.
3. საქართველოში დემოკრატიული სახელმწიფოებრივი ინსტიტუტების განმტკიცება და მონაწილეობა მათ მუშაობაში, ადგილობრივი თვითმმართველობების როლის ზრდა, მმართველობის პროცესში; სახელმწიფოს პოლიტიკური და ეკონომიკური დეცენტრალიზაცია; რეგიონებში მცხოვრები მოსახლეობის სოციალ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა.
4. საქართველოში არსებული კულტურული მრავალფეროვნების დაცვა და კულტურათაშორისი დიალოგის ხელშეწყობა.
5. საქართველოს ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მხარდაჭერა, პარტნიორ სახელმწიფოებთან თანამშრომლური ურთიერთობების გაღრმავება.
6. აღნიშნული მიზნების მისაღწევად პარტია იყენებს ყველა კანონიერ გზასა და საშუალებას, აქტიურ მონაწილეობას იღებს ქვეყნის საკანონმდებლო და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა არჩევნებში, თანამშრომლობს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან და სხვა.
7. ქვეყნის ეკონომიკური განვითარების უზრუნველყოფა, მოქალაქეებისათვის ეკონომიკური და სოციალური პრობლემების გადაჭრა, ამ მიმართულებით მათთვის მყარი გარანტიების შექმნის და ევროპული ტიპის საყოველთაო კეთილდღეობის სახელმწიფოს ჩამოყალიბების ხელშეწყობა.
8. აღნიშნული მიზნების (ამოცანების) განსახორციელებლად პარტია იყენებს პირდაპირი და წარმომადგენლობითი დემოკრატიის კანონით დაშვებული საქმიანობის ნებისმიერ ფორმას.
პარტია რეგიონები საქართველოსთვის ემყარება ერთიანი საზოგადოებისა და სახელმწიფოს ჩამოყალიბების პრინციპს, რომელშიც თანაბრად მონაწილეობის მიღების უფლება უნდა ჰქონდეს ნებისმიერ მოქალაქეს განურჩევლად რაიმე ნიშნისა და ხედავდეს საკუთარ თავს ამ საერთო ორგანიზმის განუყოფელ ნაწილად.
ამ პარტიის უმთავრესი მიზანი გახლავთ, სრულიად ახალი სახეებით დაკომპლექტებული პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც ჩვენი მოქალაქეების მრავალფეროვნებისა და სახელმწიფოებრივი ერთიანობის იდეის პოლიტიკური ანარეკლი იქნება.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები