მიხეილ სააკაშვილი

1 Dec. 2023, 19:21

ლავროვმა მონაწილეობა მიიღო ეუთოს მინისტერიალში სკოპიეში.
მგონი ეს უკვე საბოლოოდ ანგრევს, ამ პრინციპში შეუმდგარ ორგანიზაციას.

ამას ვამბობ გულისტკივილით, ვინაიდან 1992 წლის თებერვალში, მე და ზაზა გოგსაძე პირველად შევხვდით დამოუკიდებელი საქართველოს სახელით ეუთოს ხელმძღვანელობას და ჩავიტანეთ ჩვენი ქვეყნის გაწევრიანების მოთხოვნა.

ცხინვალში რუსების მხარდაჭერით დაგომისის ხელშეკრულების ფარგლებში, ეუთოს მისია შეიყვანეს, რომელიც თავიდანვე რუსეთის ჯაშუშებით იყო სავსე. 2008 წლის წინ მათ გაწმენდას იქიდან ცდილობდა მისიის ხელმძღვანელი ფინელი ელჩი ტერი ჰაკალა.თუმცა ამ ჯაშუშებს, განსაკუთრებით ერთ ბრიტანელს, ცენტრალური ოფისიდან მფარველობდნენ.

ომის დროს ეუთომ სრულიად პასიური როლი დაიკავა და შემდგომში ცხინვალის ოფისის თანამშრომლები საქართველოს ადანაშაულებდნენ და რომ არა ჰაკალას მყარი პოზიცია, აუცილებლად დიდი პროპაგანდისტული ზიანი მოგვადგებოდა.

ასევე 2018 წელის საპრეზიდენტო არჩევნებზე ეუთოს მოხსენება იყო სამარცხვინო და აშკარად, ეტყობოდა ოლიგარქთან გარიგების კვალი. მოკლედ, სისტემა აშკარად მოშლილია და ახლა უკვე თითქმის ყველამ დაინახა ეს. ამ მხრივ, ლავროვის გასეირნება მინისტერიალზე პირიქით სასარგებლო იყო.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…