რა რეაქციები მოჰყვა სერგეი შამბას განცხადებებს საქართველოსთან დიალოგის საჭიროების შესახებ
ფოტო: სქრინშოტი Youtube-იდან
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
აფხაზეთის უშიშროების საბჭოს მდივანმა სერგეი შამბამ ინტერვიუში განაცხადა, რომ საჭიროა დიალოგი,"კონფლიქტის დასაძლევად“.
ოთხშაბათს, ქართველმა ჟურნალისტმა ვანო ჩოკორაიამ, საქართველო-აფხაზეთის კონფლიქტზე, შამბასა და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს წევრ ვახტანგ ყოლბაიასთან 21 წუთიანი ინტერვიუ ჩაწერა.
შამბამ, რომელიც მანამდე იყო აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი და პრემიერ-მინისტრი, განაცხადა, რომ როდესაც არის პრობლემა, პირველ რიგში, საჭიროა საუბარი.
"არ არსებობს მეზობელი, ახლობელი, ან, თუნდაც მონათესავე ერები, რომლებსაც ერთმანეთთან ბრძოლა არ ჰქონიათ. ამის მაგალითია მთელი ევროპა", - აღნიშნა მან.
შამბამ ასევე თქვა, რომ მიუხედავად იმისა, რომ აფხაზეთსა და საქართველოში ბევრი ადამიანია "აგრესიულად განწყოფილი", მაინც იქნებოდა შესაძლებელი "ქმედებების დაწყება ურთიერთგაგებისკენ".
"მე ყოველთვის მხარს ვუჭერდი სახალხო დიპლომატიას და როცა საგარეო საქმეთა მინისტრი ვიყავი, ჩვენი წარმომადგენლები ძალიან ხშირად ხვდებოდნენ ქართველ ოპონენტებს. ეს იყო ერთმანეთის პოზიციების გაგების შესაძლებლობა. ძალიან მნიშვნელოვანია ამ პროცესის დაწყება, რათა როგორმე წინ წაიწიოს საკითხი. მე მაინც ამის მომხრე ვარ”, — თქვა მან.
ინტერვიუში ყოლბაიამ გაიხსენა აფხაზეთის პრეზიდენტი ასლან ბჟანია, რომელიც საუბრობდა "ეკონომიკური ურთიერთობების დამყარებაზე, რასაც შეიძლებოდა გამოეწვია კონკრეტული ქმედებები“.
მან, ასევე, აღნიშნა, რომ ბჟანიამ 2020 წლის წინასაარჩევნო კამპანიის დროს განაცხადა, რომ აფხაზებსა და ქართველებს სჭირდებოდათ დიალოგი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მიღმა, რაც ერთადერთი ფორმატის საკომუნიკაციო არხია საქართველოსა და აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს შორის.
ბჟანიას ჰქონდა საქართველოსთან მრავალფორმატიანი მოლაპარაკებების შეთავაზება, როგორც აფხაზეთის საგარეო პოლიტიკური დოკუმენტის ნაწილი, მაგრამ მოგვიანებით, იძულებული გახდა, შეეჩერებინა მსჯელობა, აფხაზეთის ოპოზიციის მწვავე კრიტიკის ფონზე.
პოლემიკა აფხაზეთსა და საქართველოში
ინტერვიუმ აფხაზეთსა და საქართველოში მედიისა და პოლიტიკური მოღვაწეების ყურადღება მიიპყრო, მმართველი პარტია "ქართული ოცნების“ საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარემ მამუკა მდინარაძემ განაცხადა, რომ "პირდაპირ უნდა ვესაუბროთ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს და შევრიგდეთ“.
ოპოზიციური პარტია "ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ გააკრიტიკა ყოლბაია ინტერვიუში მონაწილეობის გამო და განაცხადა, რომ "ჟენევის მოლაპარაკებებში მხარეები მხოლოდ რუსეთი და საქართველო არიან — ეს ჩვენთვის პრინციპული პოზიცია იყო და კვლავ უნდა დარჩეს პრინციპულ პოზიციად დღევანდელი ხელისუფლებისთვის”.
შამბას განცხადებებს კრიტიკა მოჰყვა აფხაზეთშიც, სადაც თემურ გულიამ, ვეტერანთა ორგანიზაციის Aruaa-ს თავმჯდომარემ, რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ ის "აბსოლუტურად დარწმუნებულია, რომ აფხაზეთის რესპუბლიკას არ შეუძლია კომუნიკაცია აფხაზეთის დევნილობაში მყოფი ხელისუფლების წარმომადგენლებთან, ნებისმიერ ფორმატში".
"მე მქონდა კითხვა: არის თუ არა ეს დიალოგი სანქცირებული ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობის მიერ? უშიშროების საბჭოს მდივანი არის საჯარო მოხელე და მისი სიტყვები მიჩნეულია აფხაზეთის რესპუბლიკის უმაღლესი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის ოფიციალურ განცხადებად", — თქვა მან.
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები