ანტარქტიდას 1 ტრილიონი ტონა აისბერგი მოსწყდა
ფოტო: NASA Worldview/MODIS
ფოტო ოდნავ ბუნდოვანია, მაგრამ მეცნიერებისთვის ის ცხადზე ცხადია: ანტარქტიდას ერთ-ერთი ყველაზე დიდი აისბერგი მოსწყდა.
ანტარქტიდის „ლარსენ C-ს“ შელფურ მყინვარში არსებული ბზარი პასუხისმგებელია აისბერგზე, რომელიც ფართობით დელავერის შტატს უტოლდება, ხოლო მოცულობით მიჩიგანის ტბას - ასეთია მკვლევრების დასკვნა.
მკვლევრებმა ბზარი ანტარქტიდის ყინულში ჯერ კიდევ 2010 წელს შენიშნეს, რომელიც 2016 წლიდან ძალიან სწრაფად გაიზარდა. აისბერგი 10-12 ივლისის პერიოდში მოსწყდა.
„BREAKING NEWS! აისბერგი „ლარსენ C-დან“ სრულად მოწყდა - მეტ დეტალს მალე შეგატყობინებთ“ - წერს სუონსის უნივერსიტეტის გლაციოლოგი მარტინ ო'ლირი.
ნასას თანამგზავრმა (სახელად MODIS), რომელიც დედამიწას აკვირდება, უზარმაზარი ყინულის მოწყვეტა პირველმა გადაიღო.
ზემოთ მდებარე ფოტოსა და ადრიან ლაქმენის (ასევე გეოლოგი სუონსის უნივერსიტეტში) მიერ შექმნილი სურათის მიხედვით, აისბერგი არ დაზიანებულა.
ზედა სურათზე თქვენ ხედავთ „ლარსენ C-ს“ რუკას, რომელიც შედგენილია ნასას MODIS თერმული სურათით 2017 წლის 12 ივლისს. ფოტოზე ნაჩვენებია, რომ აისბერგი მოსწყდა.
12 ივლისის ბლოგ-პოსტში ლაქმენმა და ო'ლირიმ თქვეს, რომ ის „ერთ-ერთი ყველაზე დიდი აისბერგია, რაც კი ოდესმე აღრიცხულა“, რომლის წონაც 1 ტრილიონი მეტრული ტონაა და მისი სახელი სავარაუდოდ A68 იქნება.
„ამ აისბერგის მოწყვეტის გამო „ლარსენ C-ს“ შელფური მყინვარის ფართობი 12%-ზე მეტით შემცირდა, ხოლო ანტარქტიკული ნახევარკუნძულის ლანდშაფტი სამუდამოდ შეიცვალა“, აცხადებენ ისინი.
რამხელაა ახალი აისბერგი და სად მიდის?
ყინულის ბლოკის ფართობი, დაახლოებით, ამერიკის შტატ დელავერის ზომისაა (ან უელსის). თუმცა, CryoSat-მა, ყინულის მონიტორინგის ევროპული თანამგზავრმა, ახლახანს გადმოგვიგზავნა მისი სისქის ყველაზე ზუსტი მონაცემები, რის საშუალებითაც მეცნიერები მის სრულ მოცულობას გაიგებენ.
გამოყოფამდე რამდენიმე დღით ადრე, ნოელ გორმელენმა (გლაციოლოგი ედინბურგის უნივერსიტეტიდან) და მისმა კოლეგებმა აისბერგის დაახლოებითი ზომები გამოთვალეს: 190 მეტრი სისქის გიგანტი ყინული 1 155 კუბურ კილომეტრი მოცულობისაა.
ეს ყინული საკმარისია, რომ 460 მილიონი ოლიმპიური საცურაო აუზი, ან მიჩიგანის ტბა მთლიანად გავავსოთ.
გორლემენმა და ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ 5 ივლისს ეს 3D ანიმაცია გამოაქვეყნეს, რომელზეც აისბერგის განზომილებებია ასახული:
ეს კი მიჩიგანის ტბა შედარებისთვის:
ახლა, როდესაც ეს გიგანტური აისბერგი ანტარქტიდას რამდენიმე დღეში მოსწყდა, მეცნიერებს წარმოდგენა არ აქვთ, რა მოხდება, რადგან ასეთი დიდი ზომის აისბერგების გამოყოფა ძალიან იშვიათად ხდება.
„ის შეიძლება კიდევ დაიშალოს ნაწილებად, ან ძალიან მალევე დაიმსხვრეს“, ამბობს ანა ჰოგი, გლაციოლოგი ლიდსის უნივერსიტეტიდან.
ასობით აისბერგის გეზის ქვემოთ მოცემული ილუსტრაცია (1999-დან 2010-მდე) აჩვენებს, როგორ შეიძლება მისი მოძრაობა გაგრძელდეს, სანამ ის სრულად გადნება.
რა როლი აქვს ამაში ადამიანს?
აისბერგი ზღვის დონეს შესამჩნევად არ გაზრდის, რადგან ის უკვე ტივტივებს ოკეანეში. მაგრამ ლაქმენმა და ო'ლირიმ ადრე თქვეს, რომ როდესაც „ლარსენ C“ აისბერგს დაკარგავს, დანარჩენი შელფური მყინვარი „ბევრად ნაკლებად სტაბილური იქნება, ვიდრე მოწყვეტის წინ იყო“.
სხვანაირად რომ განვიხილოთ: არსებობს მცირე შანსი, რომ ახალი აისბერგი „ლარსენ C-სა“ და მის უკან მდებარე უძველეს მყინვარს ნელ-ნელა დაშლის და ზღვაში გაფანტავს.
ეს უპრეცედენტო შემთხვევა არ იქნება. 2002 წელს მეზობლად მდებარე შელფური მყინვარი, სახელად „ლარსენ B“ ჩაინგრა და სამხრეთ ოკეანეში დაიშალა. ამ ანიმაციაზე ნაჩვენებია პროცესი, რომელიც 2002 წლის 31 იანვრიდან 13 აპრილამდე გრძელდებოდა.
თუ „ლარსენ C“ და მისი ყინული საბოლოოდ დაიშალა, ზოგიერთი მეცნიერი ვარაუდობს, რომ ზღვის დონე 10 სანტიმეტრამდე აიწევს.
თუმცა, ანტარქტიდის ყინულის ექსპერტების თქმით, ასეთი დანაკარგის ალბათობა ძალიან მცირეა და უმეტესად ბუნებრივი პროცესის შედეგი იქნება.
„ასეთი დიდი ყინულების მოწყვეტები სრულიად ნორმალური და ჯანსაღი პროცესია ყინულისათვის. ეს ხდებოდა ათწლეულები, საუკუნეები და ათასწლეულები - ისეთი ციკლებით, რომელიც ბევრად უფრო ხანგრძლივია, ვიდრე ადამიანის სიცოცხლე“, ამბობს ამანდა ფრიკერი, გლაციოლოგი, რომელიც ანტარქტიკის ყინულს სწავლობს.
თუმცა ფრიკერი გვაფრთხილებს, რომ კლიმატის ცვლილების გამო, რომლის უმეტეს ნაწილსაც ადამიანის საქმიანობა იწვევს, მშვიდად არ უნდა ვიყოთ.
„ანტარქტიდის შელფური მყინვარები საბოლოო ჯამში აჩქარებულად თხელდება, ხოლო ყინულის საფარი ანტარქტიკის მნიშვნელოვან სექტორებში მასას კარგავს. უწყვეტმა დაკარგვებმა, შესაძლოა, შეუქცევად პროცესებამდე მიგვიყვანოს“ - ამბობს ის.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა





კომენტარები