ლევან ხაბეიშვილი

6 Dec. 2023, 11:34

გვქონდა შესაძლებლობა, გავსაუბრებოდით ამერიკის ყოფილ ვიცე პრეზიდენტს მაიკ პენსს და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ საუბრის დროს გავუზიარეთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის პრობლემები, რომელიც უკავშირდება რუსულ რეჟიმს, ოლიგარქიულ მმართველობას და ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ერთობა არის უმნიშვნელოვანესი, გვჭირდება ძალიან ბევრი პარტნიორი.

ამერიკის ყოფილი ვიცე პრეზიდენტის გარდა, ვაშინგტონში შევხვდით სენატორ კრამერს და უმნიშვნელოვანესია საქართველოს მოქალაქეს ესმოდეს, რომ აბსოლუტურად სრული მხარდაჭერა აქვს ქართველ ხალხს რუსული რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში და მე დარწმუნებული ვარ, რომ საბოლოო ჯამში, ყველანი ერთად — ქართველი ხალხი, საქართველოს მოქალაქეები გავიმარჯვებთ საქართველოს საკეთილდღეოდ.

ჩვენ ამისთვის ვაკეთებთ ყველაფერს, გავაკეთებთ, ვიშრომებთ, ვიბრძოლებთ, ხელებს ჩავკიდებთ ერთმანეთს, ძალიან ბევრ პარტნიორს შევიძენთ და საბოლოო ჯამში დავამარცხებთ რუსულ ოლიგარქიულ რეჟიმს.

განაცხადა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა მას შემდეგ, რაც ვაშინგტონში აშშ-ის ყოფილ ვიცე პრეზიდენტს მაიკ პენსს და სენატორ კევინ კრამერს შეხვდა.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…