ცნობილი გახდა, როდის გაიმართება საპრეზიდენტო არჩევნები რუსეთში — რას აპირებს პუტინი
რა ხდება: რუსმა კანონმდებლებმა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნების თარიღი განსაზღვრეს — ის 17 მარტს გაიმართება.
დეტალები: ფედერაციის ბიუროს წევრებმა თარიღი ფარული კენჭისყრით დაადგინეს. ეს ორგანო რუსეთის პარლამენტის ზედა პალატაა.
”არსებითად, ეს გადაწყვეტილება ნიშნავს საარჩევნო კამპანიის დაწყებას”,— თქვა ვალენტინა მატვიენკომ, ფედერაციის საბჭოს სპიკერმა.
რუსეთის ცენტრალური საარჩევნო კომისია, საპრეზიდენტო კამპანიასთან დაკავშირებით, ხვალ სხდომას გამართავს.
გახდება თუ არა ვლადიმირ პუტინი პრეზიდენტი მეხუთე ვადით: მას ჯერ ოფიციალურად არ განუცხადებია, რომ არჩევნებში კვლავ მიიღებს მონაწილეობას, თუმცა ელოდებიან, რომ გადაწყვეტილების შესახებ უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი.
- მის მიერ მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებების თანახმად, პუტინს უფლება აქვს, პრეზიდენტის თანამდებობა კიდევ ორი ექვსწლიანი ვადით დაიკავოს, რაც, პოტენციურად, საშუალებას მისცემს, ხელისუფლებაში 2036 წლამდე დარჩეს.
- იმის გამო, რომ პუტინს რუსეთის პოლიტიკურ სისტემაზე მკაცრი კონტროლი აქვს დამყარებული, არჩევნებში გამარჯვება, პრაქტიკულად, გარანტირებული აქვს. ყველას, ვისაც კი შეეძლო მისთვის არჩევებში კონკურენცია გაეწია, ან ციხეშია, ან — საზღვარგარეთ ცხოვრობს. დამოუკიდებელი მედიის საქმიანობა კი, ქვეყანაში აკრძალულია.
- დამოუკიდებელი გამოკითხვების შედეგებმა აჩვენა, რომ, როგორც ჩანს, პუტინის მაღალ რეიტინგზე გავლენა არც ძვირადღირებულმა და ხანგრძლივმა ომმა მოახდინა უკრაინაში და არც ევგენი პრიგოჟინის წარუმატებელმა ამბოხმა გასულ ზაფხულს.
ვინ დაუპირისპირდება პუტინს არჩევნებში: კენჭისყრაში მონაწილეობის სურვილი, ჯერჯერობით, ორმა ადამიანმა დააფიქსირა — ყოფილმა დეპუტატმა ბორის ნადეჟდინმა, რომელიც მოსკოვის რეგიონის მუნიციპალური საკრებლოს წევრია და — ეკატერინა დუნცოვამ, რომელიც არის ჟურნალისტი და იურისტი ტვერის რეგიონიდან, ის ადგილობრივი საკანონმდებლო ორგანოს წევრი იყო.
- კენჭისყრამდე მისვლა, მათთვის, შესაძლოა, რთული აღმოჩნდეს. თუ ხუთი პოლიტიკური პარტიიდან ერთ-ერთი, რომელსაც აქვს ადგილები სახელმწიფო დუმაში, არ დაასახელებს მათ კანდიდატებად, არჩევნებში მონაწილეობის მსურველებს მოუწევთ ათობით ათასი ხელმოწერის შეგროვება სხვადასხვა რეგიონში.
- ცენტრალური საარჩევნო კომისია, ტრადიციული ქაღალდის ბიულეტენების გარდა, გეგმავს ელექტრონულ არჩევნებსაც, რუსეთის, დაახლოებით, 30 რეგიონში და განიხილავს ხმის მიცემის გახანგრძლივებას სამი დღის განმავლობაში. ეს პრაქტიკა მიღებული იყო პანდემიის დროს და მკაცრად გააკრიტიკეს არჩევნების დამოუკიდებელმა დამკვირვებლებმა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები