მარგო რობის თქმით, "ოპენჰაიმერის" პროდიუსერმა "ბარბის" პრემიერის გადადება სთხოვა
ფოტო: Universal Pictures; Warner Bros.
ცოტა ხნის წინ Variety-ის გადაცემაში Actors on Actors ერთმანეთს მარგო რობი და კილიან მერფი გაესაუბრნენ. ეპიზოდში ამ ორი მსახიობის დაწყვილება შემთხვევითი სულაც არ ყოფილა — მარგო და კილიანი ხომ ბარბისა და ოპენჰაიმერის მთავარი როლების შემსრულებლები არიან, ამ ორი ფილმის პრემიერა კი ამ ზაფხულს ერთსა და იმავე დღეს შედგა.
ინტერვიუში მარგომ კილიანს უთხრა, რომ თურმე ოპენჰაიმერის ერთ-ერთმა პროდიუსერმა დაურეკა და ურჩია, ბარბის პრემიერის თარიღი გადაეწია.
"თქვენმა ერთ-ერთმა პროდიუსერმა, ჩაკ როვენმა, დამირეკა, რადგან სხვა პროექტებზეც ერთად ვმუშაობდით და მითხრა: 'ვფიქრობ, თქვენი პრემიერის თარიღი უნდა გადასწიოთ'. მე კი ვუპასუხე: 'თარიღს არ გადავწევთ. თუ ეგრე გეშინიათ ჩვენი, თარიღი თვითონ გადასწიეთ'. მან მითხრა, ჩვენ თარიღს არ გადავწევთ, უბრალოდ ვფიქრობ, თქვენთვის უკეთესი იქნება გადადებაო. მე კი ვუპასუხე, არაფერსაც არ გადავდებთ-მეთქი!", — იხსენებს მარგო.
მარგოს თქმით, კმაყოფილია, რომ ორივე ფილმის პრემიერა ერთსა და იმავე დღეს შედგა, რადგან თვლის, რომ ბარბი და ოპენჰაიმერი ერთმანეთს შეეფერებიან. მარგოს გაუხარდა, როცა გაიგო, რომ მათი არჩევანი მაყურებელსაც მოეწონა. კილიან მერფიმ კი აღნიშნა, რომ პროექტების ასეთი წარმატება იმან განაპირობა, რომ ბარბიც და ოპენჰაიმერიც კარგი ფილმებია.
მართლაც, კინომოყვარულები მთელი მსოფლიოს ირგვლივ აქტიურად განიხილავდნენ, პირველად რომელ ფილმს ნახავდნენ და ვარდისფერ სამოსს მოირგებდნენ, თუ შავ შარვალ-კოსტიუმს. ეს ფენომენი იმდენად ყოვლისმომცველი აღმოჩნდა, რომ მას "ბარბენჰაიმერი" უწოდეს.
აღსანიშნავია, რომ ბარბი $1,4-მილიარდიანი შემოსავლით Warner Bros-ის ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ფილმი გახდა, ხოლო ოპენჰაიმერი $950-მილიონიანი შემოსავლით — ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიანი ბიოგრაფიული ფილმი.
ამავე თემაზე:
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები