თეგეტა ჰოლდინგი თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით 20 000 000 ლარის ობლიგაციებს გამოუშვებს
ფოტო: თეგეტა
აღნიშნული ემისია იქნება პირველი ლარში დენომინირებული ტრანზაქცია, რომელსაც თეგეტა საცალო მომხმარებლისთვის გამოუშვებს
თეგეტა ჰოლდინგი საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის ისტორიაში პირველად ლარში დენომინირებული, საცალო მომხმარებლებისათვის განკუთვნილი, ფასიანი ქაღალდების ემისიას 18 დეკემბერს განახორციელებს. ფასიანი ქაღალდების საორიენტაციო მოცულობა 20 მილიონი ლარია. ტრანზაქციის განთავსების ექსკლუზიური აგენტი თიბისი კაპიტალია.
ლარში დენომინირებული ობლიგაციების შეძენას, როგორც საქართველოს რეზიდენტი, ისე არარეზიდენტი, მსურველი შეძლებს. ფასიანი ქაღალდების შესყიდვის მინიმალური მოცულობა 1 000 ერთეული ლარია, ვადა კი - 2 წელი. ობლიგაციონერები სარგებელს 6 თვეში ერთხელ მიიღებენ, ფიქსირებული საპროცენტო განაკვეთით 14%-15%-ის დიაპაზონში. ობლიგაციების ძირი თანხა კი 2 წლის თავზე დაიფარება.
ვახტანგ კაჭარავა, თეგეტა ჰოლდინგის აღმასრულებელი დირექტორი: "თეგეტა ჰოლდინგისთვის ეს 2023 წელს განხორციელებული უკვე მე-5 ემისიაა. კაპიტალის ბაზარზე პირველად, ჩვენი შეთავაზება ხემისაწვდომია ფიზიკური პირებისთვის ეროვნულ ვალუტაში. 20 000 000 ლარის ობლიგაციების ემისია საცალო მომხმარებლებისთვის მაღალი მოთხოვნისა და იმ გამოცდილების საფუძველზე გადავწყვიტეთ, რომელიც დოლარსა და ევროში გამოშვებული ობლიგაციებით მივიღეთ. გადაწყვეტილება, რომ აღნიშნული ემისია ეროვნულ ვალუტაში ყოფილიყო, ეხმიანება ჩვენი ქვეყნის ლარიზაციის პოლიტიკას და გვსურს, ხელი შევუწყოთ მომხმარებლებისთვის ახალი ინსტრუმენტების გაჩენას, მართონ საკუთარი დანაზოგები და მიიღონ მაღალი სარგებელი. ამასთანავე, თეგეტასათვის, მნიშვნელოვანია ქვეყანაში კაპიტალის ბაზრის განვითარების ხელშეწყობა და გვსურს, წვლილი შევიტანოთ ამ პროცესში. ერთი მხრივ, ეს ფინანსურად მომგებიანია კომპანიისთვის, მეორე მხრივ კი, ნათლად აჩვენებს თეგეტა ჰოლდინგის, როგორც სანდო პარტნიორის, წინსვლასა და ბიზნესის განვითარების მასშტაბს".
თეგეტა ჰოლდინგის გეგმით, ობლიგაციების ემისიის შედეგად მობილიზებული თანხა სრულად მოხმარდება არსებული სასესხო ვალდებულებების რეფინანსირებას, რის შემდეგაც გაუმჯობესდება კომპანიის ვალდებულებების ვადიანობის პროფილი და კომპანიის ლიკვიდურობა.
ყველა დოკუმენტი, რომელიც საჯარო ობლიგაციების ემისიის ფარგლებში მომზადდა, საჯაროა და ხელმისაწვდომია დაინტერესებული პირებისთვის. აღნიშნული ტრანზაქციის ფარგლებში, თეგეტა ჰოლდინგის პარტნიორი და მხარდამჭერი თიბისი კაპიტალი ემისიის მთელ პროცესს წარმართავს.
მერი ჩაჩანიძე, თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი: "მოხარული ვარ, რომ საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის ისტორიაში ლარში დენომინირებული, საცალო მომხმარებლებისათვის განკუთვნილი, პირველი ობლიგაციები თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით განთავსდება. ეს ტრანზაქცია თეგეტა ჰოლდინგისა“ და თიბისი კაპიტალისთვის მე-4 ერთობლივი განთავსება იქნება. ობლიგაციებით, თეგეტა ჰოლდინგთან“ ერთად, დაბანდების ალტერნატიულ შესაძლებლობას ვქმნით — მომხმარებლებს საშუალებას ვაძლევთ, ხარჯები და დანაზოგი ერთ ვალუტაში ჰქონდეთ და გონივრულად დაზოგონ ფინანსური სახსრები. ზოგადად, ლარის ობლიგაციების ფლობას რამდენიმე უპირატესობა აქვს: შემცირებული ინფლაციის გამო, ლარში საპროცენტო განაკვეთის კლებაა მოსალოდნელი. ამიტომ, ლარის ბონდებში ინვესტირებით, 2 წლის განმავლობაში ფიქსირებული სარგებლის მიღებაა შესაძლებელი. ასევე, ბოლო წელიწად-ნახევრის განმავლობაში ლარი სტაბილურობას ინარჩუნებს და, საშუალოდ, მხოლოდ 0.31%-ით იცვლება დოლართან მიმართებით. თიბისი კაპიტალი, როგორც წამყვანი საინვესტიციო ბანკი, ხელს უწყობს ბაზარზე ინოვაციური ტრანზაქციების განხორციელებასა და საინვესტიციო პროდუქტების დანერგვას".
ინფორმაციისთვის, პირველი წარმატებული ემისია თეგეტამ 2019 წელს განახორციელა და 30 მილიონი ლარის ობლიგაციები განათავსა. მათი მნიშვნელოვანი ნაწილი ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა შეიძინა.
დღევანდელი მდგომარეობით თეგეტა ჰოლდინგს საქართველოს საფონდო ბირჟის A ლისტინგში განთავსებული აქვს 260 მილიონი ლარის ფასიანი ქაღალდები, რომელთა ინვესტორები არიან ადგილობრივი ბანკები, ფიზიკური რეზიდენტი და არარეზიდენტი პირები, კერძო კომპანიები და ასევე საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტი. ერთ-ერთი გამორჩეული ტრანზაქცია, რომელიც თეგეტა ჰოლდინგმა ქართული კაპიტალის ბაზარზე განახორციელა, 2023 წლის ივნისში 20 მილიონი ლარის მწვანე ობლიგაციების გამოშვება იყო. აღნიშნული ტრანზაქცია ეროვნულ ვალუტაში და ასევე რეგიონის საავტომობილო ინდუსტრიაში პირველი მწვანე ობლიგაციის განთავსებაა. ობლიგაციის ემისიის შედეგად მობილიზებული თანხა მთლიანად მწვანე პროექტებს მოხმარდება და დაფინანსდება ნულოვანი ემისიის მქონე, მსუბუქი, საგზაო და არასაგზაო ელექტროტრანსპორტის იმპორტი და ამასთანავე, საქართველოს დასამუხტი სადგურების ქსელს 70 ახალი სადგური შეემატება. აღნიშნული ტრანზაქციის განთავსების აგენტიც თიბისი კაპიტალი იყო.
--
თეგეტა ჰოლდინგის შესახებ: უმსხვილესი საავტომობილო კომპანია კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში მომხმარებელს საავტომობილო ეკოსისტემის სრულ სპექტრს სთავაზობს, რაც მსუბუქ, სატვირთო და სამშენებლო, ასევე კომერციულ, სამგზავრო და ინდუსტრიულ ტრანსპორტს მოიცავს. მთელი ქვეყნის მასშტაბით თეგეტას 28 სერვისცენტრი აქვს, ხოლო საერთაშორისო ვაჭრობას ჰოლდინგი ოთხ კონტინენტზე ახორციელებს. თეგეტა ექსკლუზიურად წარმოადგენს ცნობილ ბრენდებს Porsche, Volvo, Toyota, Mazda. სატვირთო და სპეცტექნიკის მიმართულებით ჰოლდინგის პარტნიორები არიან ისეთი დიდი ბრენდები, როგორებიცაა: MAN, JCB, HINO, Liebherr, BOMAG და სხვები. თეგეტა მსოფლიოს 300-ზე მეტი წამყვანი საავტომობილო ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორია საქართველოში. თეგეტა ჰოლდინგი, 3000-მდე თანამშრომლით, დღეს საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი დამსაქმებელია.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები