ჰეფი მილის ჯადოსნური ყუთი კიდევ უფრო შემეცნებითი და თავგადასავლებით სავსე გახდა
ფოტო: მაკდონალდს საქართველო
წიგნები წარმატებულ ადამიანებზე მოზარდებს არწმუნებს, რომ შეუძლებელი არაფერია.
მაკდონალდსი საქართველოში 24 წელია ოპერირებს და ამ ხნის განმავლობაში საზოგადოებაში ნდობა და დიდი სიყვარული მოიპოვა. 90-იანების ბოლოს, როდესაც ნაცრისფერ თბილისში მაკდონალდსის ფერები შემოვიდა, მალევე რესტორნების ქსელი საზოგადოების ყველა ფენის და ჯგუფის საყვარელ ადგილად იქცა.
მაკდონალდსის ყველაზე საყვარელ მენიუზე, ჰეფი მილზე, თაობები გაიზარდნენ. ტრადიცია გრძელდება და ისინი, ვისაც განსაკუთრებით უყვარდათ მაკდონალდსის სიურპრიზებით სავსე ჯადოსნური ყუთი, ახლა თავიანთ შვილებთან ერთად დადიან და მათი ბედნიერი ემოციებით ტკბებიან.
მსოფლიოში პირველი Happy Meal-ი 1979 წელ გამოიშვა, რომელიც ეხებოდა ცირკის თემას და მოიცავდა ბურგერს, კარტოფილ ფრის, გამაგრილებელ სასმელს და სათამაშოების რამდენიმე ვარიანტს, როგორიცაა McDoodler სტენცილი ან McWrist-ის საფულე. 1987 წელს ჰეფი მილში დისნეის თემატიკის სათამაშოები დაემატა — როგორიცაა მიკი მაუსი და მისი ეკიპაჟი. 1990 წელს მაკდონალდსმა ჰეფი მილის სათამაშოებს Super Mario Brothers დაამატა. სათამაშოთა ეს კოლექცია მალევე იქცა ბავშვებისთვის პოპულარულ კოლექციად. ჰეფი მილის ისტორია ისეთივე ჯადოსნური და მიმზიდველია, როგორიც მისი ისტორია.
2019 წლიდან ჰეფი მილი კიდევ უფრო შემეცნებითი და თავგადასავლებით სავსე გახდა საქართველოშიც, რადგან დაემატა წიგნის არჩევანი. წიგნების პირველი სერია როგორ მოვათვინიეროთ დრაკონის ავტორის, ცნობილი ბრიტანელი მწერლის კრესიდა კოუელის შექმნილია. სერია ფერადი, მაღალი ხარისხის ილუსტრაციებით იყო გაფორმებული. წიგნებში შეხვდებოდით სახალისო რჩევებს, თამაშებს, დავალებებსა და სხვა აქტივობებს, რომელთა შესრულება ბავშვებისთვის კითხვის პროცესს კიდევ უფრო საინტერესოსა და ამაღელვებელს ხდიდა, ამასთან, მოტორული უნარებისა და ემოციური ინტელექტის განვითარებაში ეხმარებოდა. აღსანიშნავია ისიც, რომ თემატიკიდან გამომდინარე, წიგნები ბავშვებში ახალი აღმოჩენებისადმი ინტერესის გაღვივებას უწყობდა ხელს.
ფოტო: მაკდონალდს საქართველო
წიგნების ახალ, მიმდინარე სერიაში პატარები დიდი ოცნებებით წარმატებული ადამიანების ისტორიები ბავშვებისათვის გასაგები ფორმით არის მიწოდებული და მათ მოტივიაციას აძლევს თავადაც იშრომონ და მიაღწიონ წარმატებას. ჯადოსნურ ყუთში აღმოჩენილი წიგნის ეფექტი ასევე ჯადოსნურია. გემრიელ მენიუსთან ერთად საინტერესო წიგნების აღმოჩენა და ცნობილ ადამიანებზე წარმატებული ისტორიების გაცნობა ბავშვებს წარმატებული მომავლის შენებაში მნიშვნელოვნად დაეხმარებათ.
"ემი და ჩემი ქალიშვილისთვის ლილისთვის მაკდონალდსი დღესასწაულთან, სიურპრიზთან და სიხარულთან ასოცირდება. ძალიან მოგვწონს მაკდონალდსის ეს დამატებითი შესაძლებლობა ბავშვებისთვის — წიგნები ჰეფი მილში. ვფიქრობ, ასეთი წიგნები წარმატებულ ადამიანებზე მოზარდებს კიდევ ერთხელ არწმუნებთ, რომ შეუძლებელი არაფერია. ყველას შეუძლია, რომ წარმატებას მიაღწიოს," — მაკდონალდსში შექმნილ დადებით განწყობებზე საუბრობს მომღერალი და ტელეწამყვანი ელენე კალანდაძე.
"მგონია რომ საზოგადოება, ინფორმაციას და განათლებას კი არა, ნიშანდობლივად წიგნს დაშორდა. ჰეფი მილში არსებული ამ პატარა წიგნთან ურთიერთობით ემოციური ბმა იქმნება და ეს უფრო აახლოებს მოზარდს წიგნთან. ამიტომ ეს განსაკუთრებული ინიციატივაა, გარდა იმისა, რომ ამ წიგნებში მნიშვნელოვანი აქცენტებია გენდერზე, რასიზმზე თუ სხვადასხვა პრობლემებზე, კიდევ ასევე მნიშვნელოვანია უშუალო შეხება წიგნთან, ქაღალდთან, რომელიც ჯადოსნურ დროსა და სივრცეში გამოგზაურებს, რომელიც სულიერებისთვის, სიტყვათა მარაგისთვის და ყველაფრისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ვთვლი, რომ მაკდონალდსში წიგნების შეტანა ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა ოჯახისთვის და ზოგადად, ბავშვებისთვის," — აღნიშნავს თეატრმცოდნე და ტელეწამყვანი ნიკოლოზ წულუკიძე.
პედაგოგი ლადო აფხაზავა საუბრობს სიურპრიზის მნიშვნელობასა და მის გავლენაზე მოზარდისთვის: "როდესაც ბავშვი საკვებად მიდის და იქ სიურპრიზს ელოდება, ეს ძალიან კარგია. ბავშვისთვის ეს ახალ აღმოჩენებთან არის დაკავშირებული და თუ ამ სიურპრიზში წიგნსაც აღმოაჩენს, ის ამას აუცილებლად წაიკითხავს. ამ დროს მას გაცნობიერებული აქვს, რომ ეს წიგნი საჩუქრის სახით მას ეკუთვნის და დიდი ინტერესით კითხულობს. ასეთი წიგნების კითხვისას, ბავშვი საკუთარ თავშიც ეძებს იმ ძალას, რომ თავადაც გახდეს მისაბაძი ადამიანი. ძალიან კარგი ჟესტია, როდესაც ბავშვებს წარმატებული ადამიანების ცხოვრებას ვაცნობთ. მითუმეტეს, თუ ეს ისტორია მისთვის გასაგებ ენაზე და ილუსტრაციებით არის მიწოდებული. ამგვარი წარმატებული ისტორიების კითხვა ბავშვს აუცილებლად წაიყვანს წარმატებისაკენ. წარმატებული ადამიანების ცხოვრების წაკითხვა, ბავშვებისთვისაც შთაგონების წყარო ხდება. მისი ისტორიები შემდეგ ქმედით ქცევაში გადააქვთ".
"სიურპრიზს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვისთვის, მითუმეტეს როდესაც ბავშვი მიდის თავის საყვარელ მაკდონალდსში, და ამ დროს იქ სასიამოვნო მოულოდნელობა ხვდება. ძალიან მნიშვნელოვანია რომ სიურპრიზის ყუთი ბავშვმა თვითონ გახსნას. მაკდონალდსის ეს ინიციატივა ბავშვებს წიგნებს უფრო შეაყვარებს. ბავშვებს რა უყვართ? მოქმედება, თავგადასავალი, სიურპრიზები. როდესაც ბავშვს უბრალოდ აძლევ წიგნს და ეუბნები წაიკითხე, ის ნაკლებ ინტერესს გამოხატავს. მისთვის გაცილებით საინტერესოა ის წიგნი რომელიც სიურპრიზით, თავგადასავლით აქვს მოპოვებული. როდესაც ის რეალური ადამიანის წარმატების ისტორიას კითხულობს, თვითონაც უნდა რომ წარმატებას მიაღწიოს. ბავშვი სწავლობს სხვა ადამიანის ყურებით, მიბაძვით. მაკდონალდსის გარემო ბავშვებისთვის პირველ რიგში არის კონტაქტის საშუალება და თავისუფლება. ამ სივრცეში ბავშვებს იმ დოზით თავისუფლებას ვაძლევთ, რაც ხშირად სხვა სივრცეებში არ აქვთ," — ჰეფი მილში წიგნების ინტეგრირებას ფსიქოლოგი ლალი ბადრიძე მნიშვნელოვანს უწოდებს და მიაჩნია, ბავშვი სიყვარულს სწორედ ამ თავისუფალი არჩევანის შეთავაზებით სწავლობს.
ფოტო: მაკდონალდს საქართველო
და ბოლოს, ჰეფი მილში ასევე მნიშვნელოვანია, რომ სათამაშოები ეკომეგობრული მასალებისგან არის დამზადებული. საქართველოში ჰეფი მილის წლევანდელ კოლექციებში უკვე გვხვდება 100% მუყაოს და ქაღალდის სათამაშოები. 2023 წლის დეკემბრიდან ჰეფი მილში შეხვდებით მცენარეული მასალებისგან დამზადებულ სათამაშოებსაც, მაგალითად შაქრის ლერწმისგან დამზადებულს. ასეთი სათამაშოების პირველი კოლექცია 1 დეკემბერს გაეშვა, კოლექციის სახელია Adopt me, და სათამაშოებს ექნება სპეციალური წარწერა: მე დამზადებული ვარ მცენარული პლასტმასისგან (ოღონდ არ შემჭამო!), რომელიც შაქრის ლერწმისგანაა მიღებული. მაკდონალდსი მეცნიერებთან, ინჟინრებთან ერთად აქტიური მუშაობით ცდილობს ჰეფი მილისთვის შექმნას ისეთი სათამაშოები, რომლებიც უსაფრთხოა როგორც ბავშვისთვის, ასევე გარემოსთვის. 2025 წლისთვის მთელ მსოფლიოში ნებისმიერი ქვეყნის მაკდონალდსის ჰეფი მილში იქნება გადამუშავებადი, მდგრადი, ეკომეგობრული სათამაშოები.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები