რუსეთის სამხედრო პოლიციამ სომხეთში, სავარაუდოდ, რუსი დეზერტირი გაიტაცა
სომხეთში დისლოცირებულმა რუსმა ჯარისკაცებმა, მოირგეს სომხეთის სამხედრო პოლიციის როლი, რათა გაეტაცებინათ რუსეთის მოქალაქე, რომელიც სომხეთში ჯარიდან თავის არიდების მიზნით გადასახლდა.
პარასკევს, ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეამ — ვანაძორმა, ადგილობრივმა ადამიანის უფლებათა დამცველმა ჯგუფმა, განაცხადა, რომ დიმიტრი ლეონიდის ძე სეტრაკოვი გიუმრის 102-ე რუსული სამხედრო ბაზის რუსულმა სამხედრო პოლიციამ 6, ან 7 დეკემბერს. გაიტაცა.
გიუმრიში სეტრაკოვის დაკავების შესახებ, ასევე, კვირას განაცხადა პროექტმა "იდიტე ლესომ" (იარეთ ტყით), ეს ჯგუფი შექმნილია რუსების დასახმარებლად, რათა თავიდან აირიდონ სამხედრო გაწვევა. მათი თქმით, სეტრაკოვს ნოემბერში ერევანში გამგზავრებაში დაეხმარნენ.
ჯგუფმა, ასევე, აღნიშნა, რომ სეტრაკოვს ნება დართეს ცოლისთვის დაერეკა. მან ქალს უთხრა, რომ რუსეთში გადაყვანამდე, 2 თვის განმავლობაში, სომხეთში იქნებოდა დაკავებული.
მისმა მეუღლემ, ალიონა სეტრაკოვამ დაადასტურა, რომ მას ქმარმა გატაცების შემდეგ დაურეკა. მისი თქმით, ქმარმა უთხრა, რომ გამტაცებლებმა, მასთან მიახლოებისას თქვეს, რომ ისინი სომხეთის სამხედრო პოლიციის წარმომადგენლები იყვნენ.
ალიონა სეტრაკოვას თქმით, აბონენტს, რა ნომრიდანაც ქმარმა დაურეკა, WhatsApp-ის პროფილის ფოტოდ რუსული სამხედრო სიმბოლო Z ჰქონდა დაყენებული.
დამოუკიდებელი რუსული მედიასაშუალება Agentstvo-ს მტკიცებით, ტელეფონის ნომერი, რომლითაც სეტრაკოვმა ცოლს დაურეკა, ფსბ-ს ინსტიტუტის კურსთამდავრებულს, ვადიმ შევჩენკოს ეკუთვნის.
Vot Tak-თან ინტერვიუში,"იდიტე ლესომ-ის" დამფუძნებელმა, გრიგორი სვერდლინმა თქვა, რომ სეტრაკოვი ერევანში უნდა დარჩენილიყო და მას არ უცნობებია ჯგუფისთვის, გიუმრიში გამგზავრების შესახებ.
Vot Tak-ის ინფორმაციით, თუ სეტრაკოვს რუსეთში გადაიყვანენ და დეზერტირობისთვის გაასამართლებენ, 10-წლიანი პატიმრობა ემუქრება.
სავარაუდო გატაცების შესახებ, სომხეთის სამართალდამცავი ორგანოები არაფერს ამბობენ. პროკურატურაში, ჯერჯერობით, არ ამბობენ, დაიწყეს თუ არა გამოძიება და ადგილობრივ მედიას უთხრეს, რომ ისინი მონაცემებს იკვლევენ.
"ეს არის თავდასხმა სომხეთის სამართლებრივ სისტემაზე"
რადიო თავისუფლებასთან ინტერვიუში, ჰელსინკის მოქალაქეთა ასამბლეის-ვანაძორის ხელმძღვანელმა არტურ საკუნცმა სეტრაკოვის სავარაუდო გატაცებას უწოდა "თავდასხმა სომხეთის სამართლებრივ სისტემაზე“ და "მოქმედება სომხეთის, როგორც სუვერენული სახელმწიფოს წინააღმდეგ“.
საკუნცმა მოუწოდა გენერალურ პროკურატურას, ბრალი წაუყენოს რუს ოფიცრებს, რომლებმაც გაიტაცეს სეტრაკოვი და აღკვეთოს ყოფილი რუსი ჯარისკაცის რუსეთში გადაყვანა.
რუსეთმა სომხეთში თავის ბაზებზე სამხედრო პოლიცია ხუთი წლის წინ განათავსა, რათა მეთვალყურეობა გაეწია ქვეყანაში განლაგებული სამხედრო ნაწილების დისციპლინისთვის.
მიუხედავად იმისა, რომ სომხეთის პოლიციამ ადრე დააკავა რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც სამხედრო სამსახურისთვის თავის არიდების გამო იძებნებოდნენ, ყველა მათგანი გაათავისუფლეს და რუსეთში არცერთი მათგანის ექსტრადირება არ მომხდარა.
შაბათს, სომხეთის პოლიციამ განაცხადა, რომ დააკავეს 20 წლის რუსი მოქალაქე, რომელსაც ეძებდნენ რუსეთის სამართალდამცავები, ჯარიმისთვის თავის არიდების ბრალდებით. საკუნცის თქმით, მამაკაცი მას შემდეგ გაათავისუფლეს, რაც საქმეში სომხეთის ადამიანის უფლებადამცველი ჩაერია.
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები