"პატრიარქის ნათლულები" - წიგნი-ალბომი 100 ლარად
"პატრიარქის ნათლულები" - ეს არის ახალი წიგნი-ალბომი, რომელიც პატრიარქის ნათლულებისთვისაა განკუთვნილი და მისი ღირებულება 100 ლარია. პატრიარქის ნათლულთა რაოდენობა ამ ეტაპზე 28 ათასს აღწევს.
როგორც პატრიარქის საყოველთაო ნათლობის ორგანიზატორმა ლელა ჩუბინიძემ On.ge-ს განუცხადა, წიგნის გამოცემასთან მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოს კავშირი არ აქვს და ეს მთლიანად კონკრეტული იურიდიული პირის ინიციატივაა:
"ეს ჩვენ არ გვეხება, ამაზე ლაპარაკი იმიტომ გვიწევს, რომ ნათლულთა მონაცემები არის ჩვენთან ბაზაში და მათ არავის არ ვაძლევთ, ამის უფლება არ გვაქვს. სწორედ ამიტომ მოგვიწია ჩვენ საპატრიარქოს ამ ამბავში გარევა, თორემ ჩვენ საერთოდ არაფერ შუაში არ ვართ".
ლელა ჩუბინიძის თქმით, წიგნი-ალბომი დატვირთული იქნება ქადაგებებით, ინფორმაციით ნათლობის, ოჯახის სიწმინდისა და სხვა მსგავსი საკითხებით, წიგნში მოხვდება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კათალიკოს პატრიარქის, ილია მეორის ფოტოები, ასევე მისი ლოცვები და ამონარიდები ქადაგებებიდან.
თუ ნათლულების მხრიდან იქნება დიდი მოთხოვნა, ის ეცდება რომ გულდაწყვეტილი არავინ დატოვოს, მაგრამ ამ ეტაპზე უკვე გაყიდულია დაბეჭდილი წიგნის დიდი ნაწილი
ჯერჯერობით, წიგნი-ალბომი "პატრიარქის ნათლულები" შეზღუდული ტირაჟით გამოდის, თუმცა, როგორც ლელა ჩუბინიძე ამბობს, დაინტერესება მაღალია და არ არის გამორიცხული, მოთხოვნის შემთხვევაში, ხელახლა გამოიცეს:
"თავიდან ცოტა ტირაჟით დაიბეჭდა, რადგან ნამდვილად არ ეგონა [მას ვინც წიგნებს ბეჭდავს] ამხელა აჟიოტაჟს თუ გამოიწვევდა, ამიტომ თავიდან რაოდენობა შეზღუდულია, მაგრამ თუ ნათლულების მხრიდან იქნება დიდი მოთხოვნა, ის ეცდება რომ გულდაწყვეტილი არავინ დატოვოს, მაგრამ ამ ეტაპზე უკვე გაყიდულია დაბეჭდილი წიგნის დიდი ნაწილი".
ლელა ჩუბინიძისს თქმით, წიგნის შეძენას არავის არ დაავალდებულებენ და ეს იქნება ნებაყოფლობითი და ის შეიძენს, ვისაც ამისი სურვილი ექნება. მისივე განმარტებით, წიგნის ფასი თავიდან უფრო მაღალი უნდა ყოფილიყო, თუმცა საპატრიარქომ მოლაპარაკების შედეგად მოახერხა ფასის განახევრება. ჩუბინიძის ინფორმაციით, წიგნის დაბეჭდვის სურვილი გამომცემელს, პატრიარქის ნათლულთა მშობლების მხრიდან არსებული მოთხოვნის შემდეგ გაუჩნდა:
"ოჯახებისგან მოთხოვნა იყო ძალიან დიდი, ჩვენ ადრე ვხვდებოდით ოჯახებს სამებაში და სულ გვთხოვდნენ, რომ ყოფილიყო წიგნი, სადაც შევიდოდა ნათლულთა სახელები. წლების განმავლობაში მსგავსი წიგნი იმიტომ არ დაიბეჭდა, რომ სხვა გამომცემლობებსაც ჰქონდათ მისი დაბეჭდვის სურვილი, მაგრამ უფრო დიდ თანხაზე იყო ლაპარაკი და ამიტომ მათ უარი უთხრეს".
როგორც საყოველთაო ნათლობის ორგანიზატორმა გვითხრა, წიგნ-ალბომში იქნება პატრიარქის ნათლულის ფოტოს ჩასაკრავი და სახელის ჩასაწერი ადგილი.
სპეციალურად მომზადებულ ვებგვერდზე, სადაც წიგნის შესყიდვის მსურველები წინასწარ უნდა დარეგისტრირდნენ, აღნიშნულია, რომ "პატრიარქის ნათლულები" გამომცემლობა საოჯახო ბიბლიოთეკამ (სააქციო საზოგადოება საქპრესა) გამოსცა.
პატრიარქმა მართლმადიდებელ ოჯახში დაბადებული ყოველი მესამე ბავშვის მონათვლა 2008 წელს დაიწყო. მას შემდეგ საყოველთაო ნათლობა რეგულარულად იმართება.
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები