საჩუქრის გაცემის ბედნიერება — მინისოს ახალი საახალწლო კამპანია
ფოტო: მინისო
საჩუქრის მიღებით გამოწვეულ ემოციებს და ბედნიერ ადრესატებს,
წინასაახალწლო პერიოდში, აქტიურად ვხედავთ რეალურ ცხოვრებაში, ფილმებსა თუ სარეკლამო კამპანიებში. თუმცა, ხშირად, ყურადღების მიღმა გვრჩებიან თავად საჩუქრის გამცემები. ისინი, ვინც რეალურად ქმნიან ამ ბედნიერ ემოციებს — საგულდაგულოდ შერჩეული საჩუქრებით. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ პროცესით თავადაც უდიდეს სიამოვნებას იღებენ.
წელს მინისოს საახალწლო კამპანიის მთავარი ფოკუსი სწორედ საჩუქრის გაცემის ბედნიერებისკენაა მიმართული. ვიდეორგოლი განსხვავებული ადამიანების გულწრფელ, განსაკუთრებულ ემოციებს ასახავს, მთავარ როლებში კი, საჩუქრის მიმღებების ნაცვლად, სწორედ საჩუქრის გამცემები გვევლინებიან.
ვიდეორგოლს კიდევ უფრო ჯადოსნურ ხასიათს სძენს ჰარმონიული კომპოზიცია, რომლის ტექსტი და მუსიკა, სპეციალურად მინისოს კამპანიისთვის, Sophie Villy-მ შექმნა. კომპოზიცია, ერთდროულად, ჯადოსნურ და ცნობისმოყვარე განწყობას ატარებს. მუსიკის შემპარავი დასაწყისი და სადღესასწაულო განვითარება კი, იდეალურად გამოხატავს როგორც ზოგადად მინისოს, ისე, ვიდეორგოლის ხალისიან ხასიათს.
"მანამ, სანამ საჩუქრები ადრესატების თვალებსა და სახეებს ბედნიერებისგან გააბრწყინებს, ჯერ თავად საჩუქრის გამცემებს ავსებს დადებითი ემოციებით. ვფიქრობთ, საჩუქრის მიღებაზე არანაკლებ სასიამოვნოა, როცა ძვირფასი ადამიანისთვის საჩუქარს მისი ინტერესების მიხედვით არჩევ და ერთი სული გაქვს, როდის გადასცემ, რომ მისი ბედნიერი სახე ნახო. სწორედ ამიტომ, გვინდოდა, საახალწლო კამპანიით, საჩუქრის გაცემის ბედნიერება წარმოგვეჩინა, გამცემები კი, წაგვეხალისებინა და ყველასთვის შეგვეხსენებინა, თუ რამდენად დიდი ბედნიერებაა, როცა სხვას ახარებ. ამიტომაც, ჩვენი კამპანია ეძღვნებათ მათ, ვინც გარშემომყოფებს ნამდვილ დღესასწაულს უწყობენ, მათ გასახარებლად ძალისხმევას არ იშურებენ, ნივთებს საგულდაგულოდ არჩევენ და სხვა ადამიანებისთვის დადებითი ემოციების მინიჭებით, თავადაც უდიდეს სიამოვნებას იღებენ". — ამბობს მინისოს მარკეტინგის დირექტორი მარიამ ჯანჯღავა
"მინისო ემოციებით სავსე ბრენდია. მინისოს საჩუქრების გაცემა კი, მრავალფეროვან შეგრძნებებთანაა დაკავშირებული. ჩვენს თაროებზე განთავსებული, სახალისო დიზაინის და უჩვეულო ფუნქციების პროდუქტები ადამიანებს აღიმებს, ზოგჯერ გულიანადაც აცინებს და სიხარულს, ბედნიერებას ანიჭებს. და რაც ყველაზე მთავარია, მინისოში უამრავი განსხვავებული ნივთია, რომლებიც ადამიანების ინდივიდუალურ ინტერესებს თუ ხასიათს ერგება, რაც საჩუქრის გამცემებს ნივთების სწორად შერჩევის და ადრესატის განსაკუთრებულად გახარების შესაძლებლობას აძლევს. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, ახალი წლის კამპანიაც, სწორედ ნამდვილ, გულწრფელ ემოციებთან დაგვეკავშირებინა". — მარიამ ჯანჯღავა, მინისოს მარკეტინგის დირექტორი
მათთვის, ვისაც საჩუქრის გაცემის ბედნიერების განცდა სურს, კამპანიის ფარგლებში, მინისოს ახალი სასაჩუქრე ყუთებიც შეიქმნა. ბავშვებისთვის და მოზრდილებისთვის განკუთვნილი ყუთები სხვადასხვა ასაკისა და ინტერესების ადამიანებზე მორგებულ, არაჩვეულებრივ ნივთებს აერთიანებს, რომლებიც როგორც გამცემებს, ისე — ადრესატებს, ჯადოსნური ახალი წლის შექმნაში დაეხმარება.
ასე რომ, თუ დეკემბრის დადგომასთან ერთად, უკვე ცქმუტავ და ერთი სული გაქვს, ძვირფას ადამიანებს როდის გაახარებ, მინისო შენს განკარგულებაშია. შეგიძლია არაჩვეულებრივი საჩუქრების შერჩევა დაიწყო და ბოლომდე შეიგრძნო საჩუქრის გაცემის ბედნიერება.
ბრენდი: მინისო
მარკეტინგის დირექტორი: მარიამ ჯანჯღავა
შემოქმედებითი ხელმძღვანელი: პავლე გაბრიჭიძე
კრეატივ სტრატეგი/კოპირაიტერი: ელენე დანელია
არტ დირექტორი: პავლე გაბრიჭიძე, ელენე დანელია
ილუსტრატორი: ბაიკო ფირცხალაიშვილი
რეჟისორი: დიმა ჩხეიძე
ოპერატორი: ვიგენ ვართანოვი
რეჟისორის ასისტენტი: სალომე ჯუღელი
პროდიუსერი: ზუკა ღარიბაშვილი, მარიამ ხოფერია
დამდგმელი მხატვარი: პოლინა რუდჩიკ, სანდრო ნადარეიშვილი
რეკვიზიტორი: ზაზა ვაშაყმაძე
მხატვრის ასისტენტი: ზაზა გოგორიშვილი, რეზი ჯინჯიხაძე, ლევან თეთრაძე
კოსტუმების მხატვარი: იკა ბობოხიძე
კოსტუმების მხატვრის ასისტენტი: ელენე ზვანბაია
ლოკაციის მენეჯერი: ქეთევან კვინიხიძე
ქასთინგის მენეჯერი: ნანუკა სიორიძე
ქასთინგის მენეჯერის ასისტენტი: ელენე აბჟანდაძე
გრიმი: ნინო ბედელაძე, ვერიკო ბედელაძე
ფოკუს ფულერი: გიორგი მედულაშვილი
კამერის ტექნიკოსი: გოგა კარბელაშვილი, ცოტნე ჩხეიძე
სტედიკამი: დავით ოდიშარია
გაფერი: შოთა ხიჯაკაძე
ხმის ოპერატორი: Polina Polukhina
ხმის დიზაინი: პაატა გოძიაშვილი
მუსიკა და ტექსტი: Sophie Villy
პროდიუსინგი: Sophie Villy / უჩა გუგუნავა
ხმის მიქსინგი და მასტერინგი: უჩა გუგუნავა
ფერი: Pavel Marko (UPP Prague)
გრაფიკა: რეზო ბოკერია
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები