გალში გარდაიცვალა ეთნიკურად ქართველი კაცი, რომელსაც, სავარაუდოდ, პოლიციამ სასიკვდილოდ სცემა
ფოტო: ფეისბუქი
სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა. სტატია ინგლისურად შეგიძლიათ წაიკითხოთ აქ.
OC Media-ს რედაქცია ამჯობინებს, არ გამოიყენოს ისეთი ტერმინები, როგორიცაა "დე ფაქტო", "არაღიარებული" ან "ნაწილობრივ აღიარებული", როდესაც სტატია ეხება ოკუპირებულ აფხაზეთს ან ე.წ. სამხრეთ ოსეთს, ასევე, მთიან ყარაბაღს. ეს არ ასახავს რედაქციის პოზიციას მათ სტატუსთან დაკავშირებით.
აფხაზეთში ეთნიკურად ქართველი კაცი გარდაიცვალა, მას შემდეგ, რაც, გავრცელებული ინფორმაციით, მას პოლიციამ სცემა.
44 წლის ვიტალი (თემურ) კარბაია სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გასული კვირის ბოლოს გარდაიცვალა.
მანამდე მას ჰქონდა პოლიციასთან დაპირისპირება გალში, აფხაზეთის აღმოსავლეთით მდებარე რაიონში, რომელიც, ძირითადად, ეთნიკური ქართველებით არის დასახლებული.
მისი გარდაცვალებიდან მალევე, ინტერნეტში გაჩნდა ცნობები, რომ კარბაიას პოლიციამ სასიკვდილოდ სცემა, ამის შესახებ წერდა მისი რამდენიმე ნათესავიც, რომლების საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ცხოვრობენ.
თუმცა, ინფორმაცია უარყვეს აფხაზმა სამართალდამცველებმა, განაცხადეს, რომ კარბაიამ თავი თავადვე დაიზიანა მას შემდეგ, რაც ნასვამ მდგომარეობაში დააკავეს.
კვირას რადიო თავისუფლებასთან საუბრისას, მისმა რძალმა განაცხადა, რომ კარბაიას სხეულზე აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები, მათ შორის, სისხლჩაქცევები და მოტეხილობები.
"დაზიანებები ყველგან აქვს. ის განადგურებულია, მოტეხილი აქვს ნეკნები, გვერდები და ძვლები”, — თქვა მან — "სხვა ჯერ არაფერი ვიცით. არ ვიცი, ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა თუ არა“.
სამშაბათს, აფხაზეთის ადამიანის უფლებათა კომისარმა, ანას ქიშმარიამ მოითხოვა სწრაფი გამოძიების დაწყება კარბაიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით.
კომისარმა, ასევე, ხაზი გაუსვა "დაკავებულების მიმართ არაპროპორციული ფიზიკური ზეწოლისა და ძალადობის გამოყენების დაუშვებლობას“ და მოუწოდა სამართალდამცავებს "პატივი სცენ აფხაზეთის რესპუბლიკის კონსტიტუციით გარანტირებულ ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს“.
ურთიერთგამომრიცხავი ცნობები
ქართული უფლებადამცველი ჯგუფი DRI იუწყება, რომ მათ მიერ მოპოვებული ინფორმაციით, კარბაია პოლიციამ 6 დეკემბერს გააჩერა, მასთან ერთად მისი ცოლ-შვილიც იმყოფებოდა. კარბაიას მოსთხოვეს ნარკოტესტის გაკეთება.
DRI-ის ცნობით, კარბაიამ უარი თქვა ნარკოტესტის გაკეთებაზე, როგორც "დამამცირებელ მოპყრობაზე" ოჯახის წევრების თვალწინ და თქვა, რომ მას შემდეგ, რაც ცოლსა და შვილს სახლში მიიყვანდა, პოლიციის განყოფილებაში თავადვე გამოცხადდებოდა.
"ამ პასუხის გამო, მილიციელებმა მას სასტიკად სცემეს, რის შედეგადაც სიცოცხლესთან შეუთავსებელი დაზიანებები მიიღო“, — ნათქვამია მათ განცხადებაში.
DRI-ს ინფორმაციით, კარბაია გალის კლინიკაში აგდაიყვანეს, სადაც მკურნალობდნენ ნეკნების მოტეხილობისა და ტვინის შერყევის გამო, მოგვიანებით სოხუმში გადაიყვანეს, სადაც მიყენებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა.
ორშაბათს, აფხაზეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ აფხაზურ საინფორმაციო სამსახურს აიაშარას განუცხადა, რომ კარბაიასა და პოლიციას შორის, 6 დეკემბერს დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც იგი გალის ბაზარში "მთვრალ მდგომარეობაში აწუხებდა მოქალაქეებს და უხამს სიტყვებს ამბობდა".
სამინისტროს ინფორმაციით, პოლიციამ კარბაია გალის პოლიციის განყოფილებაში წაიყვანა, სადაც ის "განაგრძობდა უხამსი სიტყვების გამოყენებას პოლიციის თანამშრომლების მისამართით და არ ასრულებდა ბრძანებებს“.
მათი თქმით, კარბაია მოათავსეს იზოლატორში, სადაც მან "თვითდაზიანება სცადა“, შემდეგ კი სამკურნალოდ კლინიკაში გაგზავნეს.
სამინისტროს მტკიცებით, კარბაია მომდევნო დღეს გაათავისუფლეს.
აიაშარა იტყობინება, რომ კარბაია 9 დეკემბერს სოხუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, მას შემდეგ, რაც "შეუძლოდ გახდა".
ასევე, გამოცემა წერს, რომ მის გარდაცვალებას "შესაბამისი სამსახურები" იკვლევენ.
DRI-ს ინფორმაციით, ინციდენტში მონაწილე სამი პოლიციელი დაკავებულია. ტელეკომპანია "ფორმულას" ცნობით კი, უწყების ათამდე თანამშრომელი დაიჭირეს.
კარბაიას გარდაცვალების გამო, ქართველი მაღალჩინოსნები აღშფოთებულები არიან.
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დაგმო მისი გარდაცვალება, როგორც "ტრაგიკული შეხსენება, რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის საბაზისო უფლებების აშკარა დარღვევის შესახებ“.
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა, რომ კარბაიას გარდაცვალება "კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს ოკუპაციის სიმძიმეს და აჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია, ოკუპაცია რაც შეიძლება მალე დასრულდეს“.
საქართველოს სახალხო დამცველის ოფისმა ასევე გაავრცელა განცხადება, რომლის მიხედვით, რუსეთი პასუხისმგებელია "საქართველოს მოქალაქის სიცოცხლის უფლების სავარაუდო დარღვევისთვის“.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ რადიო თავისუფლებას განუცხადა, რომ კარბაიას გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება მკვლელობის მუხლით დაიწყო.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები