როგორ შეიძლება გავიგოთ საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობის შეზღუდვა აფხაზეთში — DRI-ის მოსაზრება
რა ხდება: ოკუპირებულ აფხაზეთში სამოქალაქო საზოგადოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების საქმიანობა იზღუდება. დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი (DRI) წერს, რომ სამოქალაქო სექტორის კონტროლისკენ მიმართული ძალისხმევა განსაკუთრებით გააქტიურდა ინალ არძინბას ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრად დანიშვნის დღიდან.
დეტალები: ის, რომ ინალ არძინბამ, რომელსაც აფხაზეთში კრემლის დობერმანად იცნობენ, ამ მიმართულებით წარმატებას გარკვეულ ეტაპამდე ვერ მიაღწია, დე-ფაქტო რეჟიმის შიგნით, მის საპირწონედ, ძალთა განაწილების და ბალანსის შედეგი იყო, წერს DRI.
- მათივე თქმით, ბალანსის შესაცვლელად, არძინბამ ჯერ კიდევ სექტემბრის დასაწყისში გადადგა რადიკალური ნაბიჯები, როდესაც დე-ფაქტო პრეზიდენტის აფხაზეთში არყოფნისას, გადადგომის შესახებ განაცხადა.
- ეს ერთგვარი შანტაჟი იყო - არძინბას წასვლის შემთხვევაში, ბჟანიას რუსეთის განაწყენების მოგერიება მოუწევდა მოსკოვის კაცის მთავრობიდან გაშვების გამო.
- შედეგად, დე ფაქტო პრეზიდენტს არძინბას დაყოლიება მოუწია თანამდებობაზე დასარჩენად.
- DRI-ს შეფასებით, ეს პროცესი დე-ფაქტო მთავრობაში ძალაუფლებისთვის ბრძოლას ასახავს. ინალ არძინბას დანიშვნის დღიდან საუბარია მის საპრეზიდენტო ამბიციაზე და ამ ამბიციის რუსულ წყაროზე.
- ის, რომ სამოქალაქო საზოგადოების და საერთაშორისო ორგანიზაციების წინააღმდეგ ამდენი ხნის კამპანიის შემდეგ არძინბამ გარკვეულ წარმატებას მიაღწია, რეჟიმის შიგნით, მისი მოწინააღმდეგეების დასუსტებაზე მეტყველებს.
///
რა შეზღუდვები ამოქმედდა ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე:
აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრის ინიციატივით, დე ფაქტო მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც:
• USAID-ის რეგიონული ხელმძღვანელი ჯონ პენელი ოკუპირებულ აფხაზეთში პერსონა ნონ გრატად გამოცხადდა.
• აფხაზეთში აიკრძალა USAID-ის დაფინანსებით ნებისმიერი სახის პროექტის განხორციელება.
• აიკრძალა პროექტები, რომელიც აფხაზებსა და ქართველებს შორის კონტაქტების დამყარებას და დიალოგს ეხება.
• იმ შემთხვევაში, თუ დე-ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო ჩათვლის, რომ რომელიმე პროექტზე მოწოდებული ინფორმაცია არასაკმარისია, მას შეუძლია პროექტის დახურვა.
• აიკრძალა მედია-პროექტები, რომლებიც მიზნად ისახავდნენ აფხაზეთის შიდა და საგარეო პოლიტიკის გაშუქებას.
• ახალი ბრძანების მიხედვით, აფხაზეთში მოქმედი ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია ვალდებულია, დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს შეუთანხმოს ნებისმიერი სახის ფინანსური დახმარება ადგილობრივი არასამთავრობო სექტორისადმი.
რა საფრთხეებია:
DRI-ს აზრით, იმის გარდა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება სერიოზული დარტყმის ქვეშ აყენებს აფხაზურ და ქართულ საზოგადოებას შორის ნდობის აღდგენის პროექტებს და აფხაზურ სამოქალაქო საზოგადოებას და შესაბამისად, კრიტიკულ აზრს გაქრობით ემუქრება, აფხაზეთის დე-ფაქტო მთავრობის ეს გადაწყვეტილება ძალაუფლებისთვის ბრძოლის ჭრილში ინალ არძინბას ბანაკის გამარჯვებად უნდა განვიხილოთ.
- ეს კი ახალი და განსხვავებული, რადიკალური პოლიტიკური დღის წესრიგის შემოტანას გულისხმობს, რაც მეტ იზოლაციას და რუსეთთან კიდევ უფრო მჭიდრო ინტეგრირებას მოიაზრებს.
- "ყოველივე ამის გათვალისწინებით, საინტერესოა, რამდენად არის ამ ცვლილებებისთვის მზად ქართული პოლიტიკური ელიტა", — აღნიშნავს DRI.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები