კახა კალაძე

14 Dec. 2023, 16:28

გუშინ, ვაკე-საბურთალოს მიდამოებში, 54 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ცხადია, ამ ყველაფერს აქვს გავლენა საგზაო მოძრაობის გადატვირთვაზე. 

მიუხედავად იმისა, რომ ქალაქში არის საცობები, რთულია გადაადგილება, არც სახანძრო და არც სასწრაფო დახმარების მანქანებს გადაადგილების თვალსაზრისით პრობლემა არ აქვს. საზოგადოებას აქვს იმის კულტურა, რომ როდესაც მსგავსი ეკიპაჟი მოდის, გაატაროს.

საცობები არის ერთ-ერთი გამოწვევა და ამის მთავარი მიზეზი არის ავტომანქანების გადაჭარბებული რაოდენობა. პიკის საათებში 650 000 ავტომობილი მოძრაობს ქალაქში. გუშინ, ამას დაემატა ავტოსაგზაო შემთხვევები. ვაკე-საბურთალოს მიდამოებში 54 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ცხადია ამ ყველაფერს აქვს გავლენა საგზაო მოძრაობაზე. ერთადერთი გამოსავალი, რაც მოგვცემს შესაძლებლობას, რომ ყველაფერი გამოვასწოროთ, არის ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკა. ეს არის საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, ახალი საავტობუსო ზოლები, 18- მეტრიანი ავტობუსები. მესმის, რომ დედაქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოების გამოც არის გადაადგილება გართულებული, მაგრამ სხვანაირად ამ პროექტებს ვერ განვახორციელებთ. 

ოპოზიცია აღნიშნული თემით სპეკულირებს. მე ვთქვი, რომ თუ აქვთ რაიმე იდეა, მოიტანონ. მზად ვართ და გავაკეთებთ. ვთქვათ და არასწორ პოლიტიკას ვატარებთ, მსოფლიოში საუკეთესო კომპანიები, ექსპერტები ჩართულები არიან და გვეუბნებიან, რა და როგორ უნდა გაკეთდეს. ეს უბრალოდ პოლიტიკური სპეკულაციაა. 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
  2. ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
  3. ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
  4. საქართველოში მიწისძვრა მოხდა
  5. თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ომბუდსმენი მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას აღმოჩენილი მასალა შეიცავს თუ არა აზბესტს

სახალხო დამცველი ლევან იოსელიანი თბილისის მერიას მოუწოდებს, დადგინდეს რუსთაველის გამზირზე მიმდინარე რეაბილიტაციისას…