რას ამბობენ ბრიუსელში საქართველოს შესახებ — კომენტარები სამიტიდან
მოკლედ: 14-15 დეკემბერს, საქართველო ბრიუსელიდან ევროსაბჭოს ლიდერების პასუხს ელოდება, კანდიდატი ქვეყნის სტატუსთან დაკავშირებით.
დეტალები: დღეს ბრიუსელში ევროკავშირის 2-დღიანი სამიტი დაიწყო, რომელშიც ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნის პირველი პირი მონაწილეობს.
- სამიტის განსახილველ თემებს შორის არის ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკა, რაც საქართველოსთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხთან ერთად, ასევე მოიცავს უკრაინასთან და მოლდოვასთან გაწევრიანების მოლაპარაკებების საკითხს.
- განხილვის ზუსტი დრო ისევ უცნობია, მაგრამ საქართველოსთან დაკავშირებით ევროპის პოლიტიკური ლიდერები პოზიტიურ გზავნილებს ავრცელებენ.
- შესაძლოა, უკრაინასთან დაკავშირებული საკითხის განხილვა შეაყოვნოს უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის პოზიციებმა.
რას ამბობენ საქართველოზე?
- რობერტა მეცოლა, ევროპარლამენტის პრეზიდენტი: "ევროპული პარლამენტის სახელით მინდა გითხრათ, რომ ჩვენ ვართ ძალიან ახლოს საქართველოსთან, რა თქმა უნდა, გვაქვს კითხვები, მაგრამ თუ იქნება შემდეგი ნაბიჯის გადადგმის შესაძლებლობა, როგორც კი პირობები შესრულდება, ჩვენ ვიმუშავებთ ამაზე", — უთხრა მან საინფორმაციო სააგენტო ინტერპრესნიუსს.
- ვიქტორ ორბანი, უნგრეთის პრემიერ-მინისტრი: "საქართველოს საქმე კარგადაა, მზადაა, თქვენ ყველას უყვარხართ", — თქვა მან ქართველი ჟურნალისტების შეკითხვის პასუხად.
- გიტანას ნაუსედა, ლიეტუვის პრეზიდენტი: "ვიმედოვნებ, ხელიდან არ იქნება გაშვებული შესაძლებლობა, მიიწვიონ უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად, საქართველო კი კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად."
- კაია კალასი, ესტონეთის პრემიერ-მინისტრი: "ყველა ქვეყნის საკითხს განვიხილავთ, განცალკევებულად და ერთადაც. საქართველოს საკითხიც მათ შორის არის, მაგრამ უფრო დიდი პრობლემა შეეხება უკრაინასა და მოლდოვას. ვნახოთ, რა გამოვა."
- ჯოზეფ ბორელი, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი: "საქართველო კარგად მუშაობს, საქართველომ წარმატებას მიაღწია. საქართველომ უნდა გააგრძელოს მუშაობა სწორი მიმართულებით."
- პეტერი ორპო, ფინეთის პრემიერ-მინისტრი: "ფინეთი მხარს უჭერს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას."
კონტექსტი: 13 დეკემბერს, ევროპარლამენტმა მხარი დაუჭირა რეზოლუციას გაფართოების პოლიტიკის შესახებ, რომლითაც ევროსაბჭოს მოუწოდებენ, მხარი დაუჭირონ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას 14-15 დეკემბერს.
პროცედურულად, სწორედ ევროპარლამენტის თანხმობა უსწრებს წინ ევროკავშირის ყველა წევრი სახელმწიფოს პოლიტიკური ლიდერის გადაწყვეტილებას, დაამტკიცოს კანდიდატი ქვეყნისთვის გაწევრიანების ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც, სამომავლოდ, ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდება.
ბოლო ხაზი: ევროპელი ლიდერების დადებითი პასუხის შემთხვევაში, ეს იქნება ბოლო ნაბიჯი, რომელსაც საქართველო კანდიდატის ქვეყნის სტატუსის მოსაპოვებლად გაივლის და ამას უკვე ახალი პროცედურები მოჰყვება.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები