6 საჩუქარი, რომელსაც კარდაშიანებიც კი არ დაგიწუნებდნენ
ფოტო: On.ge
შობა-ახალწელს თუ მოუთმენლად ელოდები ხოლმე, კარდაშიან-ჯენერების ოჯახთან ბევრი საერთო გქონია. მილიონერ-მილიარდერების ოჯახის უფროსმა, უფრო სწორად, "დედეჯერმა", კრის ჯენერმა, წინათ ისიც გაამხილა, რომ სადღესასწაულო სამზადისს, არც მეტი, არც ნაკლები, ივლისში იწყებს. მართალია, ეს სამზადისი ასობით სათამაშოს ყიდვასა და ნახევარი მილიონი დოლარის დახარჯვას გულისხმობს, მაგრამ საკარდაშიანჯენერო საჩუქრები მაინცდამაინც ძვირადღირებული ნივთები როდია?!
სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, ის საჩუქრები ჩამოგვეწერა, რომლითაც 1-ელ იანვარს ხელს დაიმშვენებდი და თამამად გახდებოდი კარდაშიანების მეკვლე. აი, მაგალითად...
1. ტიტანის მოოქრული საყურეები კიმისთვის
ფოტო: On.ge
კარდაშიანების რეალითი შოუს ერთგულ მაყურებლებს უთუოდ ემახსოვრებათ ის ლეგენდარული მომენტი, როცა კიმმა ოკეანეში გადახტომისას ძვირადღირებული საყურე დაკარგა. მართალია, მოტირალ კიმს კორტნიმ მაშინვე შეახსენა, რა დროს საყურეა, როცა ხალხი იხოცება ბოლო-ბოლოო, მაგრამ სათადარიგო სამკაულის თან ქონა ზედმეტი არასდროსაა. სწორედ ამიტომ ავარჩიეთ ტიტანის საყურე, რომელიც წყალსაც მედგრად ხვდება და არ იჟანგება.
ფასი: 43 ₾ / დეტალურად ნახვა
2. დანების ნაკრები კენდალისთვის
ფოტო: On.ge
პირდაპირ რომ ვთქვათ, კენდალ ჯენერსა და სამზარეულოს ურთიერთობა მაინცდამაინც არ გამოსდით. ჯერ იყო და სუპერმოდელს კიტრის დაჭრა გაუჭირდა, მერე ნამცხვრის დასაჭრელად შესაფერის იარაღს ვერ მიაგნო, ბოლოს კი მის მიერ ხახვის დაჭრას კაილი ოვაციებით შეხვდა. ამ ამბებს ინტერნეტსივრცეში დიდი გამოხმაურება მოჰყვა და ყველა შეთანხმდა, რომ დაჭრა კენდალის ძლიერი მხარე არაა. სწორედ ამიტომ, მას ალბათ სხვადასხვა სიგრძისა და დანიშნულების დანების ნაკრებს ვაჩუქებდით.
ფასი: 43,8 ₾ / დეტალურად ნახვა
3. სამზარეულოს სათავსო ქლოისთვის
ფოტო: On.ge
კარდაშიანების ფანებს ისიც ეცოდინებათ, რომ ქლოის ყველაფერზე მეტად წესრიგი უყვარს, განსაკუთრებით — სამზარეულოში. ერთ-ერთ ეპიზოდში ვნახეთ კიდეც, როგორ აქვს მას ყველა პროდუქტი თუ ნივთი დახარისხებული და შესაბამისად დაწყობილი. ამიტომ, ვფიქრობთ, მისთვის საუკეთესო საჩუქარი სამზარეულოს სათავსო იქნებოდა, ერთგვარი ორგანაიზერი, რომელიც ასე საძულველ უწესრიგობას თავიდან ააცილებდა.
ფასი: 83,9 ₾ / დეტალურად ნახვა
4. უგლუტენო სასუსნავი კორტნისთვის
ფოტო: On.ge
კარდაშიან-ჯენერების დიდი ოჯახის ყველაზე პრეტენზიული წევრი უდავოდ კორტნია, რომელსაც თავისებურ ხასიათთან ერთად მკაცრი წესები აქვს — მათ შორის, კვების. ერთ-ერთი ასეთი შეზღუდვა კი გლუტენია: კორტნი უგლუტენო, ვეგანურ დიეტას იცავს. ამის გამო კი დებისგან ხშირად ხვდება ერთი-ორი მწარე სიტყვა, მაგრამ ვეგანური შოკოლადის უგლუტენო სასუსნავი კიმსაც დაავიწყებდა და მის ირონიულ რეპლიკებსაც...
ფასი: 6,5 ₾ / დეტალურად ნახვა
5. ფოტოაპარატი კრისისთვის
ფოტო: On.ge
და, აი, მივადექით დედეჯერს — დედასა და მენეჯერს — რომელიც, როგორც ხუმრობენ, ეშმაკზე მეტს შრომობს. ამდენად, ბევრი ვიფიქრეთ, მისთვის უბრალოდ განსატვირთი და თავშესაქცევი რამე გვეჩუქებინა (მაგალითად, სამაგიდო თამაში) თუ უფრო პრაქტიკული ნივთი. საბოლოოდ, არჩევანი ამ უკანასკნელზე შევაჩერეთ; რადგან კრის ჯენერს საყვარელი მომენტების ფოტოზე აღბეჭდვა, მერე კი ამ სურათების ინსტაგრამზე გამოფენა ძალიან უყვარს, მისთვის საუკეთესო საჩუქარი ფოტოაპარატი იქნებოდა.
ფასი: 299 ₾ / დეტალურად ნახვა
6. დაბოლოს — Kylie Cosmetics-ის ტუჩსაცხის ნაკრები კაილისთვის
ფოტო: On.ge
ოჯახის ყველაზე უპრეტენზიო წევრის ტიტულს კი ალბათ კაილის გადავცემდით. ერთი შეხედვით, ამან საჩუქრის არჩევა უნდა გააადვილოს, მაგრამ სულაც არაა ასე! ბევრი ვიფიქრეთ თუ ცოტა, მივხვდით, კაილისთვის საუკეთესო საჩუქარი იმის ჩვენება იქნებოდა, რომ მის ბრენდს გულშემატკივრობ. Kylie Cosmetics-ის ტუჩსაცხის ნაკრებს კი ისედაც ვერაფერი დაეწუნება: სხვა ყველაფერთან ერთად, ის ვეგანურიცაა და ცხოველებზე არ იტესტება.
ფასი: 103,2 ₾ / დეტალურად ნახვა
თუ ამ სტატიაში მითითებული ბმულებიდან რომელიმე ნივთს იყიდით, ჩვენ, შესაძლოა, პარტნიორი მაღაზიისგან მცირე საკომისიო მივიღოთ. მსგავსი პარტნიორობა არ გულისხმობს ჩვენს სარედაქციო საქმიანობაში ჩარევას და გვეხმარება, დავაფინანსოთ დამოუკიდებელი მედიის საქმიანობა.
-
ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს ტრამპი აშშ-ის პრეზიდენტების რეიტინგს აქვეყნებს და თავს ისტორიაში "უდიდეს" პრეზიდენტად მიიჩნევს
გადახედვა
-
ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო ადამ კადიროვმა კიდევ ერთი ჯილდო ოკუპირებული აფხაზეთის დეფაქტო თავდაცვის სამინისტროსგან მიიღო
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
კომენტარები