რა ელით გერმანიაში არალეგალურად მყოფ საქართველოს მოქალაქეებს — ყველაფერი, რაც მინისტრების შეხვედრის შემდეგ გავიგეთ
ფოტო: შს სამინისტრო
რა ხდება: საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა და გერმანიის შინაგან საქმეთა ფედერალურმა მინისტრმა ნენსი ფეზერმა ხელი მოაწერეს ორ ქვეყანას შორის მიგრაციისა და მობილობის შესახებ შეთანხმებას.
- ფეზერი საქართველოში ოფიციალური სამუშაო ვიზიტით იმყოფება.
რას ითვალისწინებს შეთანხმება: რამდენიმე მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის — არალეგალური მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას, რაც, შსს-ს განმარტებით, გულისხმობს თანამშრომლობის განმტკიცებას საქართველოს იმ მოქალაქეთა რეადმისიის და რეინტეგრაციის უზრუნველყოფის მიმართულებით, რომლებიც უვიზო მიმოსვლის რეჟიმს დაარღვევენ.
ვახტანგ გომელაურმა ერთობლივ ბრიფინგზე განმარტა, რომ პროექტის მიხედვით, მხარეები მოახდენენ უკანონო მიგრაციისა და მისი ხელშეწყობის, ადამიანით ვაჭრობით, ტრეფიკინგის, დოკუმენტებისა და ვიზების ბოროტად გამოყენების პრევენციასა და მის წინააღმდეგ ბრძოლას.
რა იცვლება გერმანიაში მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის
ნენსი ფეზერის თქმით, თავშესაფრის მაძიებელთა ინდივიდუალური უფლების მხრივ — არაფერი.
- მისი განცხადებით, გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა განცხადების დაკმაყოფილების კვოტა 0,3%-ია.
- მან, ასევე, აღნიშნა, რომ საქართველოს მიენიჭა უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი, რათა საქართველოს მოქალაქეები ამ მასშტაბით არ ჩადიოდნენ გერმანიაში და არ ითხოვდნენ თავშესაფარს.
"გერმანიაში მესამე ქვეყნებიდან ძალიან ბევრი შემოდის, ჩვენც გარკვეული ღონისძიებები უნდა განგვეხორციელებინა სწრაფად და ეფექტურად ამის დასაძლევად. ჩვენ გავაკეთეთ ის, რომ საქართველომ მიიღო უსაფრთხო ქვეყნის სტატუსი, ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რათა საქართველოს მოქალაქეები ამ მასშტაბით არ ჩამოდიოდნენ და არ ითხოვდნენ თავშესაფარს. ასევე მიგრაციის შეთანხმებაც მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ გასული 3 წლის განმავლობაში გაიზარდა, მაგალითად, უკრაინიდან 60%-ით მიგრაციის მაჩვენებელი“,- განაცხადა ნენსი ფეზერმა.
ვის გამოაძევებენ გერმანიიდან
საქართველოს შს მინისტრის განცხადებით, დეპორტაცია შეეხებათ იმ მოქალაქეებს, ვინც გერმანიაში არალეგალურად იმყოფებიან.
"ბევრი მიდიოდა ვითომ სამუშაოდ და მერე ქრებოდა, ხან სხვა ქვეყანაში ვპოულობდით, ხან იყო ქურდობა, სამწუხაროდ, გვინდა თუ არ გვინდა, ეს ხდება. ამაზეა საუბარი, თორემ, ადამიანი, რომელიც მუშაობს იქ პატიოსნად და ოფიციალურად გაფორმებულია, პრობლემა არ შეექმნება.
მკურნალობაზეც, ხაზს ვუსვამ, თუ რაღაც ისეთია [სამედიცინო პროცედურა], რომელიც ჩვენთან ვერ კეთდება და იქ კეთდება, არ იქნება მის გამოძევებაზე საუბარი, მაგრამ თუ შეუძლია რომ აქ გაიკეთოს რაღაც ოპერაცია, რომელიც საქართველოშიც კეთდება ჩვეულებრივად და — არა "მე ახლა, მაინც და მაინც, მინდა გერმანიაში, ან ამერიკაში", დაარღვია [სავიზო რეჟიმი], ვადა გადავიდა... თორემ ვინც მკურნალობს და იქ არის წლები, ვთქვათ, ისეთი დაავადებით, რომელიც აქ არ იკურნება, იმას არავინ შეეხება", - ამბობს ვახტან გომელაური.
კიდევ რა წერია შეთანხმებაში, რომელსაც დღეს ხელი მოეწერა
შს სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შეთანხმება მიზნად ისახავს შრომითი მიგრაციისა და განათლების მიმართულებით ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის გაძლიერებას.
- ქართველი სტუდენტებისა და მკვლევარებისთვის მეტი ინტენსივობით განხორციელდება საგანმანათლებლო და სტაჟირების პროგრამები.
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს 6-დღიანი ძებნის შემდეგ, თბილისის ზღვაში დაკარგული 15 წლის მოზარდის ცხედარი იპოვეს
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ შემოვიდა იქაური პერსონალი და "სვეშამიო", შოკში ჩავვარდით — დავით ხომერიკის პირველი კომენტარი შეწყალების შემდეგ
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა მიხეილ ყაველაშვილმა "რუსული კანონისა" და ნოემბერ-დეკემბრის აქციებისა და 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებული პირები შეიწყალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები