თიბისიში შექმნილი შოვის საქველმოქმედო ფონდი სტიქიით დაზარალებულთა მხარდასაჭერად
ფოტო: თიბისი
სამ აგვისტოს, რაჭაში, კურორტ შოვში, სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულების დასახმარებლად თიბისიში გაიხსნა საქველმოქმედო ანგარიში, რომელშიც ჯამში შეგროვდა 775 000 ლარი. აქედან, თიბისის დონაცია 500 000 ლარს შეადგენს, ხოლო დანარჩენი 275 000 ლარი — კერძო პირებისა და კომპანიების მხრიდან შენატანი თანხებია.
შოვის ფონდში შეგროვებული თანხების მიზნობრივად მიმართვის პროცესში, თიბისი თანამშრომლობს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებასთან და USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამასთან. აღნიშნული ორგანიზაციები თიბისიში შექმნილი შოვის საქველმოქმედო ანგარიშზე შეგროვებული თანხის უშუალო ბენეფიციარებამდე მიტანის პროცესს უწევენ ადმინისტრირებას. დაზარალებულთა იდენტიფიცირებისა და საჭიროებების შეფასებისას გამოიკვეთა რამდენიმე მიმართულება, რომლებსაც ხმარდება ფონდში აკუმულირებული ფინანსური რესურსი.
ამ დროისთვის ანგარიშზე არსებული თანხები შემდეგი მიმართულებით განაწილდა:
სამაშველო სამუშაოებისთვის საჭირო აღჭურვილობა
სტიქიის პირველივე დღეებში, სამაშველო სამუშაოებისა და სტიქიაზე რეაგირებისათვის საჭირო აღჭურვილობის შესაძენად, თიბისის ანგარიშიდან საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოებას გადაერიცხა 30 000 ლარი.
ფსიქიკური ჯანმრთელობა და გრძელვადიანი ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია
აღნიშნული მიმართულება გულისხმობს სტიქიის შედეგად დაზარალებული ადგილობრივი მოსახლეობისთვის პირველი ფსიქოლოგიური დახმარების გაწევას და გრძელვადიან ფსიქოსოციალურ რეაბილიტაციას. პროექტს მართავს საქართველოს წითელი ჯვრის საზოგადოება, რომელსაც ამ მიზნით გადაერიცხა 280 000 ლარი. საქველმოქმედო თანხა მოხმარდა ონის რაიონში 10 სექტემბრიდან საქართველოს წითელი ჯვრის ფსიქოსოციალური ცენტრის მოწყობას, ფსიქოლოგთა გუნდის დაკომპლექტებას და ადგილობრივი მოსახლეობისთვის ფსიქოლოგიური დახმარების გაწევას, როგორც ცენტრში, ისე მის გარეთ. აღნიშნული აქტივობები ასევე ითვალისწინებს საბავშვო ბაღებსა და სკოლებში მუშაობას და დაზარალებულ მოსახლეობასთან სახლებში ვიზიტებს. პროექტის ფარგლებში, ამ დროისთვის დაახლოებით 430 ადამიანს გაეწია მოკლევადიანი და გრძელვადიანი ფსიქოლოგიური დახმარება.
დაზარალებულთა ფინანსური დახმარება
სოფელი გლოლასა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობის ძირითადი ნაწილი დასაქმებული იყო დაბა შოვის ტურისტულ ზონაში, რაც მათი შემოსავლის ძირითად წყაროს წარმოადგენდა. სტიქიის შედეგად ეს ადამიანები შემოსავლის გარეშე დარჩნენ. წითელი ჯვრის ეგიდით ჩატარდა შეფასება და შეიქმნა იმ პირთა მონაცემთა ბაზა, რომლებმაც სტიქიის შედეგად სამსახური და შესაბამისად, შემოსავალი დაკარგეს. შედეგად, შოვის ანგარიშიდან 136 პირს ჩაერიცხა ერთჯერადი ფინანსური დახმარება, თითოს ათასი ლარის ოდენობით, ჯამში 136 000 ლარი.
ადგილობრივი ბიზნესის ხელშეწყობა
USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამამ, თიბისისთან პარტნიორობით, ჩაატარა საგრანტო კონკურსი ონის მუნიციპალიტეტის გლოლას თემში, მიკრო და მცირე საწარმოების ხელშესაწყობად. შოვის საქველმოქმედო ანგარიშიდან საგრანტო პროექტების საერთო ღირებულების 20%-ს (55 000 ლარი) დაფინანსდა. საგრანტო კონკურსში მონაწილეობა მიიღეს სოფელ გლოლაში მოქმედი ისეთი ტიპის ბიზნესების წარმომადგენლებმა, როგორებიცაა სასტუმროები, საოჯახო სასტუმროები და განთავსების სერვისის მიმწოდებლები, კვების ობიექტები, ტურისტული სერვისების მიმწოდებლები, სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის და სურსათის მწარმოებლები.
საქართველოში უკრაინის საელჩოსთან თანამშრომლობით, შოვის ანგარიშიდან 20 000 ლარი მოხმარდა სტიქიის შედეგად შოვში დაღუპული ორი უკრაინელი მოქალაქის უკრაინაში გადასვენების ხარჯებს.
შოვის ანგარიშზე დარჩენილი ფინანსური რესურსი, დაახლოებით 250 000 ლარის ოდენობით სრულად მოხმარდება სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს.
თიბისი მადლობას უხდის ყველა ადამიანს და ორგანიზაციას, რომელიც შემოგვიერთდა ამ მნიშვნელოვან საქველმოქმედო საქმეში და თავისი წვლილი შეიტანა შოვის სტიქიით დაზარალებულთა მხარდასაჭერად.
-
სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა სომხურმა Arins Group-მა საქართველოში "ტერაბანკი" და სასტუმრო "ბილტმორი" იყიდა
გადახედვა
-
როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები როდემდე გადავადდა მეტროსადგურ "ვარკეთილის" რეაბილიტაციის დასრულება? — ხელშეკრულების დეტალები
გადახედვა
-
ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა ტრამპმა ონტარიოს ტბას სახელი შეუცვალა და "ამერიკის ტბა" დაარქვა
გადახედვა
-
ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს ოზურგეთში, სოფელ ნასაკირალში ქალი მოკლეს
გადახედვა
-
საქართველოში მიწისძვრა მოხდა საქართველოში მიწისძვრა მოხდა
გადახედვა
-
არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს არჩილ გორდულაძე: მამუკა მდინარაძის წასვლა დანაკლისია, მას და მის გადაწყვეტილებას ვცემთ უდიდეს პატივს
გადახედვა
-
თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო თამთა მიქელაძე: ბევრ მუქარას იღებდა ხოლმე დაური მისი პოზიციების გამო
გადახედვა
-
ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან ნეპალში წყალდიდობას 489 ადამიანი ემსხვერპლა — ბოლო ცნობები სტიქიის ზონიდან
გადახედვა
-
რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო? რა ვიცით თბილისში გარდაცვლილ აფხაზ ბლოგერ დაურ ბუავაზე, რომელიც აფხაზეთის საქართველოსთან გაერთიანების მომხრე იყო?
გადახედვა
-
მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი მოულოდნელი შოკი იყო, არც ველოდებოდი — შეწყალებული სიმონ მახარაძის პირველი კომენტარი
გადახედვა
-
ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა ნორვეგიის მეფე ჰარალდ V 89 წლის ასაკში გარდაიცვალა
გადახედვა
-
ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის ირაკლი კობახიძე მამუკა მდინარაძის პოლიტიკიდან წასვლას ფსიქოლოგიური სტრესითა და გადაღლით ხსნის
გადახედვა
-
საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი საქართველოს ბანკის მობილბანკში ვალუტის განახლებული კურსია ხელმისაწვდომი
-
რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ? რატომ უნდა დავასაჩუქროთ საკუთარი თავი ისეთივე მზრუნველობით, როგორსაც სხვებს ვუთმობთ?
-
ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას? ქვიზი: როგორ იცნობ რენესანსის მხატვრობას?
-
საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს საქართველოს ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის გადამწყვეტ რაუნდს იწყებს — ერთად ვუგულშემატკივროთ ქართველ კალათბურთელებს
-
Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის Cashback-ის და VISA-ს Back To School შეთავაზებები ლიბერთის მომხმარებლებისთვის
-
ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის ზელენსკი 40-ზე მეტ ქვეყანას, მათ შორის საქართველოს, დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის მადლობას უხდის
გადახედვა
-
სეზონური ბოსტნეულის ხიბლი სეზონური ბოსტნეულის ხიბლი
-
რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით რა მოხდა ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე? — ყველაფერი, რაც კატასტროფის შესახებ ვიცით
გადახედვა
-
Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში Global Finance-მა საქართველოს ბანკი საუკეთესო UX დიზაინის მქონე ციფრულ ბანკად დაასახელა საქართველოში
კომენტარები